EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« გოგოს, ქალის სახელები - კ »
კატეგორია: სახელები ქალისავტორი: admin
თარიღი: 2016-08-09 23:42:36
გოგოს, ქალის სახელები - კ
ა - ბ - გ - დ - ე - ვ - ზ - თ - ი - კ - ლ - მ - ნ - ო - პ - ჟ - რ - ს - ტ - უ - ფ - ქ - ღ - ყ - შ - ჩ - ც - ძ - წ - ჭ - ხ - ჯ - ჰ
კაკალა (ქართული).
კატო - ქართული სახელია, მიღებული ეკატერინე-ს შემოკლებით.
კეკელა - შემოკლებით კეკე, ქართული სახელია, ნიშნავს " მშვენიერს ", " ლამაზს ", " ტურფას " (შეადარეთ კეკლუცი). წინათ იგი გავრცელებული ყოფილა როგორც ქალის, ასევე კაცის სახელადაც (აქედან მოდის გვარები: კეკელაშვილი, კეკელიძე, კეკელია). ახლა ეს სახელი თითქმის აღარ გვხვდება, რადგან კეკელამ უარყოფითი მნიშვნელობა შეიძინა ( " პრანჭია ").
კესანე - ქართული სახელია, შერქმეული მინდვრის ყვავილის სახელწოდების მიხედვით.
კესარია (ბერძნული) " დედოფალი ". შემოკლებული ფორმაა კესო, რომელიც ვრცელდება ქართულში როგორც დამოუკიდებელი სახელი. ეს სახელი ჰქვია ილია ჭავჭავაძის " ოთარაანთ ქვრივის " ერთ-ერთ მთავარ მოქმედ პირს. გვხვდება აგრეთვე მეორე შემოკლებული ფორმაც – კესა.
კლავდია (ლათინური) ნაწარმოებია კაცის სახელისაგან: კლავდიუს - " კოჭლი ". კლავდიუსს უწოდებდნენ კოჭლ ღვთაებას – ჰეფესტოსს ანუ ვულკანს.
კლარა (ლათინური) " ნათელი ". ახალი ნასესხებია ევროპული ენებიდან.
კმარა (ქართული) არქმევენ, როცა მეტი ქალიშვილი აღარ სურთ. ასეთივეა აღმოსავლური სახელები: ბასაკ ( " კმარა "), ბასგულ ( " კმარა ყვავილი ", ე.ი. " კმარა ქალიშვილი, გოგონა აღარ გვინდა "). შეადარეთ აფრეთვე ნამეტი, მეგრული მეტვარი ( " მეტი არა! ").
კრავაი (ქართული) თამარ მეფის დროს გამოჩენილი დარბაისელი ქალი იყო კრავაი ჯაყელი. ეს სახელი კრავის ფორმით გვხვდება. უფრო ადრეც - " გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში " : " და ვითარცა განთენა, [მირიან აზნაურმან] შემიყვანნა წინაშე მეუღლისა თვისისა, რომლისაი არს სახელი კრავი, რამეთუ არს იგი მხევალი ქრისტესი ".