EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« სიზმრების ახსნა / dream explanation - ს - გვ3 »

კატეგორია: სიზმრის ახსნა

ავტორი: admin

თარიღი: 2016-08-10 00:12:35

სიზმრების ახსნა / dream explanation - ს - გვ3

სიზმრების ახსნა / dream explanation - ს - გვ3

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

სიკვდილით დასჯა - სიზმარში სიკვდილით დასჯის ნახვა ნინავს, რომ თქვენ დაზარალდებით ვიღაცის გაუფრთხილებლობის გამო. თუ ნახეთ, რომ თქვენ თვითონ მიჰყავხართ დასასჯელად და მხოლოდ სასწაულმა გიხსნათ სიკვდილისაგან–იმის მაუწყებელია, რომ გაიმარჯვებთ იმ ადამიანზე, ვისაც თქვენთვის ბოროტება სურდა

სიკვდილის ემბლემა - თუ სიკვდილის ემბლემა დაგესიზმრათ, ცხადში კარგად უნდა აკონტროლოთ თქვენი ემოციები, ან თქვენი მტრები შეეცდებიან სულიერი წონასწორობა დაგაკარგვინონ. თუ ამ ნიშანს ხედავთ ანონიმურად გამოგზავნილ სამგლოვიარო შეტყობინებაზე, მოვლენები, რომლებიც საწყენი გეგონათ, თქვენთვის და თქვენი ახლობლებისათვის სასიკეთოდ შემობრუნდება

სილამაზე - სილამაზის ნახვა ნებისმიერი ფორმით–ძალიან კარგი სიზმარია. ლამაზი ქალი სიზმარში გპირდებათ კმაყოფილებასა და მატერიალურ უზრუნველყოფას. თუ გესიზმრებათ საყვარელი, ლამაზი ბავშვი, გექნებათ ორმხრივი სიყვარული და ბედნიერი კავშირი.
თქვენი თავი ნახოთ ლამაზად–ე.ი. ცხადში წარმოუდგენლად პირფერი იქნებით. სხვები ნახოთ ლამაზად, ე.ი. თქვენ ისარგებლებთ თავქარიანი ხალხის ნდობით

სიმდიდრე, ფუფუნება - სიმდიდრე სიზმარში მოასწავებს წარმატებულ, თუმცა სარისკო შემობრუნებას თქვენს ცხოვრებაში. სიმდიდრის დასიზმრება ცხოვრებაშიც იგივეს ნიშნავს, მაგრამ, თუ თქვენს საქციელს არ დაუფიქრდებით, შესაძლოა, თქვენი ცხოვრების არასწორი წესი და ეგოიზმი ყველაფრის დაკარგვის მიზეზი გახდეს. თუ ღარიბი ქალი თავის თავს უსაზღვრო ფუფუნებაში ხედავს, ე.ი. მისი ცხოვრების პირობები უახლოეს პერიოდში შეიცვლება

სიმინდი - სიზმარში სიმინდის ტაროს გარჩევა ნიშნავს, რომ გელით წარმატება და კმაყოფილება. თუ ხედავთ, რომ სხვები არჩევენ სიმინდს–ნათესავების ან მეგობრების წარმატებით გამოწვეული სიხარულის მაუწყებელია

სიმსუქნე - თუ დაგესიზმრათ, რომ გასუქდით, თქვენ სასიამოვნო ცვლილებები გელით. მსუქანი ადამიანი სიზმარში გალაღებას გპირდებათ.
თუ სიზმარში თქვენს თავს მსუქნად ხედავთ, ცხადში საგრძნობლად გაიზრდება თქვენი ქონება; მაგრამ თ გეჩვენებათ, რომ ზედმეტად გასუქდით, დაფიქრდით, ხომ არ უნდა გადახედოთ თქვენს მორალურ პრინციპებსა და ცხოვრების წესს. თუ გესიზმრებათ მსუქანი ხალხი, მაშინ თქვენთვის მალე დადგება აქტივობისა და აყვავების დრო

სიმღერა, სიმღერები - თუ სიზმარში სიმღერა გესმით, ცხადში ნანატრი მეგობრისაგან ამბავს გაიგებთ ან ახალ ადამიანს გაიცნობთ. თუ თავად მღერიხართ, ხოლი გარშემო ნათელი და მხიარული ატმოსფეროა, ცხადში ეჭვიანობა შეგაწუხებთ და ფარისევლურად მოიქცევით. თუ სიზმარში სიმღერის დროს სევდიანი ნოტები ისმის, თქვენ მოვლენების მოულოდნელი ცვლილებებით გაკვირვებული დარჩებით.
სიზმარში არასასიამოვნო სიმღერები მფლანგველობას ნიშნავს. სახუმარო სიმღერები მიანიშნებს, რომ მხიარულ საზოგადოებაში გართობა საქმეს დაგავიწყებთ. თუ თავად მღერით სახუმარო სიმღერას–გართობას მალე ჩაენაცვლებიან სირთულეები, რომელთა გადალახვაც თქვენ მოგიწევთ.

სიმშვიდე - სიმშვიდის შეგრძნება–ხანგრძლივ, მშვიდ ცხოვრებასა და ბედნიერ სიბერეს გიქადით

სინაგოგა - თუ თქვენ სინაგოგა დაგესიზმრათ, ე.ი. წარმატების გზაზე გავლენიანი მტრები გადაგეღობებიან. თუ სინაგოგის კედლებზე ადიხართ, ცხადში ყველა წინააღმდეგობას გადალახავთ. თუ სიზმარში ძველებურად ხელნაწერებს კითხულობთ, თქვენ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებით, მაგრამ მისგან თავდაღწევას მოახერხებთ

სინათლე - სინათლის სხივი წარმატების ნიშანია. თუ სინათლე მოულოდნელად ჩაქრა, ცხადში იმედგაცრუება იმ საქმისგან გელით, რომელსაც დიდი ძალისხმევა შეალიეთ. გაურკვეველი სინათლე მცირეოდენ გამართლებას მოასწავებს

სინდისი - თუ სიზმარში სინდისის ქენჯნას გრძნობთ, ცხადში ფრთხილად იყავით: შეიძება რაღაც ცუდ საქმეებში ჩაგითრიონ. თუ სიზმარში გრძნობთ, რომ სინდისი სუფთა გაქვთ, ცხადში თქვენი ავტორიტეტი საკმაოდ ამაღლდება

სინესტე - სიზმარში სინესტის შეგრძნება კონკურენტებთან საშინელ დამარცხებას ნიშნავს

სირაქლემა - ეს სიზმარი თქვენ ფარულ არაკეთილსინდისიერებაზე მიუთითებს: ან ინტრიგების მოყვარული ხართ, ან ჩუმად აგროვებთ ფულს და გრცხვენიათ, რომ ამაში საკუთარ თავს მაინც გამოუტყდეთ. სირაქლემის სიზმარში დაჭერა–ცხადში სასიამოვნო მოგზაურობას ნიშნავს, რომელიც თქვენს ინტელექტუალურ დონეს საგრძნობლად აამაღლებს

სისასტიკე - სიზმარში თქვენდამი გამოვლენილი სისასტიკე ნიშნავს, რომ გელით აღელვება და გაბრაზება. თუ სისასტიკეს გამოავლენს ვინმე სხვა–ე.ი. თქვენი ახლობლების წინაშე დააყენებთ გადაუჭრელ ამოცანას, რომელიც გაზრდის თქვენს დანაკარგს

სისუსტე - სისუსტის გრძნობა სიზმარში–სულიერი აფორიაქების ნიშანია. ასეთი სიზმრის შემდეგ თქვენ ცხოვრებისეულ პრინციპებსა და ცხოვრების წესს უნდა გადახედოთ

სისხლი - სიზმარში სისხლდენის ნახვა მიმანიშნებელია ვიღაცის ავადმყოფობისა, ან სულაც, უბედური შემთხვევით გამოწვეული სიკვდილისა. შესაძლოა, იყოს ბოროტი ხმების ან უბედურების მაუწყებელი.
სისხლიანი ტანსაცმლის ნახვა გაფრთხილებთ მტრების გამოჩენაზე, რომლებიც შეეცდებიან თქვენი კარგად დაწყებული კარიერის განადგურებას. გმართებთ სიფრთხილის გამოჩენა ახალი ნაცნობის გაჩენისას. ჭრილობიდან სისხლის დენა–ავადმყოფობა და შფოთია. თუ თქვენს ხელზე ხედავთ სისხლს–გელით წარუმატებლობა, თუ სასწრაფოდ არ მიიღებთ საჭირო ზომებს.

სიტყვაში გამოსვლა - სიზმარში მთავრობის წევრის გამოსვლის მოსმენა–მეგობრებთან ჩხუბს მოასწავებს. ვინმეს ოფიციალური სიტყვის განხილვა–საქმეში მოულოდნელი გართულების მომასწავებელია. თუ სიზმარში ვიღაცის სიტყვას იმეორებთ, ცხადში, დასახული მიზნის მისაღწევად, სერიოზულ წინააღმდეგობებს წააწყდებით

სიქაჩლე - მელოტი ადამიანის დასიზმრება მიგანიშნებთ, რომ ვიღაც თაღლითს თქვენი გეგმების ჩაფუშვა სურს. თუ ფხიზლად იქნებით, ის ამას ვერ შეძლებს. თუ კაცი ხედავს ქაჩალ ქალს–მას ეყოლება ანჩხლი ცოლი. მოტიტვლებული მთა ან ბორცვი მოასწავებს შიმშილსა და განსაცდელს. თუ ქალი სიზმარში ხედავს მელოტ მამაკაცს, დიდი გონიერების გამოჩენა დასჭირდება, რათა თავი აარიდოს ხელის თხოვნის არაგულწრფელ წინადადებას. ბავშვების უთმო თავები ნიშნავს, რომ თქვენ გელით ოჯახური ბედნიერება და სახლი–სავსე ფიალა

სიყვარული - სიზმარი საყვარელ ადამიანზე ნიშნავს კმაყოფილებას თქვენი ახლანდელი გარემოცვით. თუ სხვების სიყვარული გავსებთ ბედნიერებით–ცხოვრება გაგათავისუფლებთ ყოველდღიური ზრუნვისაგან. თუ სიზმარში ხვდებით, რომ სიყვარული გაქრა ან საპასუხო განცდას ვერ პოულობთ, თქვენ წინაშე დადგება კითხვა: შეცვალოთ თქვენი ცხოვრების წესი თუ გათხოვდეთ და თქვენი ბედი მას მიანდოთ.
ცოლ–ქმარი თუ ხედავს, რომ უყვართ ერთმანეთი, ეს ნიშნავს უდიდეს ოჯახურ ბედნიერებას და საყვარელ ბავშვებს, რომლებიც მათ სიხარულს მოუტანენ.
მოსიყვარულე მშობლების ნახვა–ნიშნავს ხასიათის სიმტკიცეს, აგრეთვე წარმატებისა და საზოგადოებაში მდგომარეობის მიღწევის მუდმივ მცდელობას.
ცხოველების სიყვარული სიზმარში კარგი ნიშანია, რომელიც მიუთითებს ცხოვრების კმაყოფილებაზე, თუმცა შესაძლოა, თქვენ ასე არ ფიქრობდეთ, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ბედი დაგასაჩუქრებთ იმით, რაც თქვენს სულს ბედნიერებით აღავსებს

სიშიშვლე - თუ გესიზმრებათ საკუთარი სიშიშვლე, არასასურველ ისტორიაში გაეხვევით. თუ სხვები გესიზმრებიან შიშვლები, ე.ი. თქვენი არაკეთილმოსურნენი ცდილობენ, სწორი გზიდან გადაგახვევინონ; ავადმყოფობამ შეიძლება ჩაგიშალოთ გეგმები.
თუ თქვენ მოულოდნელად შენიშნეთ საკუთარი სიშიშვლე და ცდილობთ მის დაფარვას რაღაცით–დაგტანჯავთ წინააღმდეგობა წესიერების თაობაზე და საკუთარ შეხედულებასა და აკრძალულის სურვილს შორის. თუ ახალგაზრდა ქალი სიზმარში აღაფრთოვანა საკუთარი სხეულის სიშიშვლემ, რეალურ ცხოვრებაში იგი მამაკაცთა პატივისცემას დაიმსახურებს, თუმცა არა ხანგრძლივად; და მაინც, მისი მომხიბვლელობა წარმატების საწინდარია.
თუ მას ესიზმრება, რომ მისი აგებულება არ არის მომხიბვლელი, რეპუტაცია შეელახება სკანდალური შემთხვევით. თუ გოგონას ესიზმრება, რომ იგი შიშველი ბანაობს სუფთა წყალში, ელის საიდუმლო სიყვარული, რისთვისაც დაისჯება ავადმყოფობით ან დაკარგავს მომხიბვლელობას. თუ ესიზმრება სუფთა წყალში მობანავე შიშველი მამაკაცები–მას ბევრი თაყვანისმცემლები ეყოლება: თუ წყალი მღვრიეა, ეჭვიანი თაყვანისმცემელი მასზე ცუდ ჭორებს გაავრცელებს

სიცივე - თუ დაგესიზმრათ, რომ შეგცივდათ, თქვენს ჯანმრთელობას უნდა მიხედოთ

სიცილი - თუ სიზმარში იცინით, ბიზნესში წარმატება და საიმედო სქმიანი პარტნიორები გარანტირებული გაქვთ. ხმამაღალი, შეუკავებელი სიცილი სულიერი წონასწორობის დაკარგვას ნიშნავს, ბავშვების მხიარული სიცილი ჯანმრთელობასა და ბედნიერებას მოასწავებს. თუ სიზმარში სხვის უბედურებას დასცინით, ცხადში მიანიშნებს, რომ, თქვენი ეგოისტური მიზნების განსახორციელებლად, არაფრის წინაშე უკან არ დაიხევთ

სიცხე, ციებ–ცხელება - თუ სიზმარში გაქვთ ციებ–ცხელება, ცხადში ტყუილუბრალოდ კარგავთ ძალასა და ენერგიას, რადგან თქვენი ცხოვრების საუკეთესო ნაწილი გვერდს გივლით; ამიტომ, აუციელბელია თავი ხელში აიყვანოთ და იპოვოთ ღირსეული სამუშაო. თუ სიზმარში ხედავთ, რომ ოჯახში ვიღაცა ციებ–ცხელებითაა ავად, ცხადში ვიღაც ახლობელი ნამდვილად ავად გახდება

სიძულვილი - თუ სიზმარში ვინმე გძულთ, ცხადშიც ასეთივე განცდა გექნებათ ამ ადამიანისადმი და, რაც მთავარია, თქვენ ამის საფუძველი გექნებათ.
თუ გესიზმრებათ, რომ გარშემომყოფებს სძულხართ, თქვენს კეთილ ზრახვებს ეგოიზმი და სიმკაცრე გაანადგურებენ.
თუ ქალს ესიზმრა, რომ ის საყვარელს სძულს– შეუყვარდება მისთვის შეუფერებელი ადამიანი; ეს სიზმარი სიფრთხილეზეც მიანიშნებს, რადგანაც, შეიძლება, საკუთარი საქციელით ახლობელს ავნოს

სიძუნწე - თუ სიზამრში ძუნწი დაგესიზმრათ, ეს ნიშნავს, რომ სხვისი ეგოიზმის გამო თქვენ ბედნიერებასა და ნამდვილ სიხარულს ვერ შეიგრძნობთ. თუ გოგონას დაესიზმრა, რომ მისი შეყვარებული ძუნწია, ცხადში იგი თავისი ხასიათის მეშვეობით შეძლებს უფრო მდიდარი ადამიანის სიყვარულის მოპოვებას. თუ სიზმარში თავად ავლენთ სიძუნწეს, ეს საკუთარ თავზე გადაჭარბებულ წარმოდგენას ნიშნავს. თუ სიზმარში რომელიმე თქვენი მეგობარი ძუნწი გამოდგა, ცხადში ნათესავები ძალიან მოგაბეზრებენ თავს

სიწითლე - თუ გოგონას ესიზმრება, რომ იგი წითლდება, მას უსამართლოდ დასდებენ ბრალს. თუ სიზმარში სხვა ვინმე წითლდება, მალე იგი მეგობრების პატივისცემას დაკარგავს და დაცინვის ობიექტი გახდება

სიხარული - სიზმარში სიხარულის გრძნობა დიდ სიყვარულსა და მეგობრების მხარდაჭერას ნიშნავს

სკამი - სიზმარში ნანახი სკამი ნიშნავს, რომ თქვენ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ვერ შეძლებთ და სერიოზული დანაკარგები გექნებათ. თუ დაგესიზმრათ სკამზე გაუნძრევლად მჯდომი თქვენი მეგობარი, მის შესახებ საწყენ ამბებს გაიგებთ.
თუ სკამზე ზიხართ, ეცადეთ თქვენს მევალეებს არ ენდოთ. თუ გესიზმრებათ სკამზე მჯდომი ადამიანები, ე.ი. ცხადში მეგობრებთან არსებული უსიამოვნებები სწრაფად გაირკვევა

სკვერი, ბაღი - სკვერი სიზმარში ვიღაცის სასარგებლოდ თქვენი იმ გეგმების შეცვლას გულისხმობს, რომლებსაც დიდხანს ელოლიავებოდით და შესაძლოა ამან თქვენს ინტერესებს ავნოს

სკი პიდარი - სკი პიდარი–სამსახურში მოულოდნელ სირთულეებს ნიშნავს. თუ ქალს დაესიზმრა, რომ სკი პიდარით ვინმეს ჭრილობებს უმუშავებს, ცხადში იგი ბევრი ადამიანის კეთილგანწყობას მოიპოვებს

სკოლა - თუ დაგესიზმრათ, რომ სკლაში დადიხართ, თქვენ ლიტერატურული ნიჭი გაქვთ. თუ სიზმარში დაგესიზმრათ, რომ ბავშვობაში დაბრუნდით და სკოლაში დადიხართ, ბედის უკუღმართბა თქვენს სულში გააღვიძებს ბავშვობის იმ მოგონებებს, რომლებიც წარსულში ჩაიკარგა. თუ დაგესიზმრათ, რომ სკოლაში რაიმე საგანს ასწავლით, ცხადში მიდრეკილება გაგიჩნდებათ ჰუმანიტარული მეცნიერებებისადმი, მაგრამ მოვლენები თქვენი ოცნებების ახდენის საშუალებას არ მოგცემთ.
თუ სკოლის მასწავლებელი დაგესიზმრათ, ეს მიანიშნებს წყნარი ცხოვრებისადმი თქვენს სიყვარულზე. იგი ცხოვრების მცირედი სიხარულისადმი სიყვარულს ნიშნავს. თუ მოსწავლეებს ხედავთ ეზოში, ნელი, მარამ მტკიცე სამსახურებრივი წინსვლა გელოდებათ

სმა (სპირტიანი სასმელების) - თუ სიზმარში სასმელი შემოგთავაზეს–სიმდიდრის გამო ჩხუბი გელოდებათ. თუ თქვენ ან თქვენმა ახლობელმა თავი დაანებეთ სმას, თქვენი საზოგადოებრივი მდგომარეობა გამოსწორდება და დიდი შემოსავალი გელით.

სოკო - თუ გესიზმრებათ სოკოები, ეს ნიშნავს არც თუ ისე კეთილგონივრულ სურვილსა და გაცხარებულ მცდელობას გამდიდრების მისაღწევად–თქვენ შეიძება გაგიტაცოთ საეჭვო კმაყოფილებამ, რაც სასამართლომდე მიგიყვანთ. სოკოსაგან მომზადებული საჭმელი თქვენს მაგიდაზე–დამცირება და სამარცხვინო სიყვარულია. ასეთი სიზმარი ქალს მოუწოდებს მომავალში თავისი ღირსების დაცვისაკენ

სოუსი, საწებელი - სოუსის მირთმევა სიზმარში–ჯანმრთელობაში პრობლემებს მოასწავებს

სოფელი - სოფელში ყოფნა გპირდებათ ჯანმრთელობასა და უზრუნველყოფას. სიზმარში თქვენი ბავშვობის სახლის ნახვა სოფელში–მოულოდნელ, მაგრამ სასიამოვნო მოვლენასა და მეგობართაგან კარგ ამბავს ნიშნავს. მიტოვებული სოფლის ნახვა სიზმარში შიშისა და განცდის მაუწყებელია

სპექტაკლი, წარმოდგენა - თუ გოგონას დაესიზმრა, რომ წარმოდგენას უყურებს, მას სწორედ ისეთი ქორწინება ელის, როგორიც უნდოდა. თუ სიზმარში ნანახმა წარმოდგენამ გულგრილი არ დაგტოვათ, ეს მოულოდნელობების ნიშანია, თანაც არ არის აუცილებელი, რომ ისინი თქვენთვის უსიამოვნო აღმოჩნდეს

სპილენძი, თითბერი - სპილენძი და სპილენძის ნაწარმი მოასწავებს წარმატებულ და მყარ კარიერას, თუმცა, ამავე დროს, შესაძლებელია საკუთარი ძალებით დაეჭვება და არასწორი ნაბიჯის გაკეთების შიში

სპილო - თუ სიზმარში სპილოზე ზიხართ და მიდიხართ, ეს დიდძალ ქონებასა და გარშემომყოფთაგან დამსახურებულ პატივისცემაზე მიუთითებს. თქვენ მაღალი ავტორიტეტი გექნებათ როგორც სამსახურში, ასევე ოჯახში. სპილოების ჯოგი მიუთითებს თქვენს განსაკუთრებით მყარ მდგომარეობაზე, სიზმარში სპილოს მოშორებით ნახვა მიუთითებს თქვენს განსაკუთრებულ სიკეთესა და საზოგადოების თვალში მაღალ ავტორიტეტზე

სპილოს ძვალი - სპილოს ძვლის ანწარმი უსიამოვნებებია, მაგრამ ეს თქვენს სიხარულს ვერ შეასუსტებს

სრიალი - სიზმარში სრიალი საქმეებში გაცრუებას ნიშნავს. შეყვარებულებს ეს სიზმარი ღალატს უქადის. თუ დაგესიზმრათ, რომ ხალახიან ციცაბოზე სრიალებთ, თქვენ ცრუ დაპირებებით მოგატყუებენ

სტამბა - თუ სიზმარში სტამბაში აღმოჩნდებით, ცხადში ცილისწამებლებს მოერიდეთ. თუ გესიზმრებათ, რომ საბეჭდ დაზგასთან მუშაობთ, თქვენი მომავალი ადვილი არ იქნება

სტვენა - თუ სიზმარში სტვენა გესმით, ცხადში არასასიამოვნო ამბავს გაიგებთ, რომელიც გეგმების შეცვლას და გართობაზე უარის თქმას გაიძულებთ. თუ თავად უსტვენთ სიზმარში, ცხადში სასიამოვნო მოულოდნელი თავგადასავალი გელოდებათ. ქალისთვის ეს სიზმარი იმაზე მიანიშნებს, რომ თავისი თავქარიანობის გამო შესაძლებელია ისეთი შემთხვევა გაუშვას ხელიდან, რასაც მთელი გულით ელოდა. თუ დაგესიზმრათ ისეთი პიროვნება, რომელიც რაღაც მელოდიის მოტივს ხმამაღლა უსტვენს, თქვენს მიმართ გარშემომყოფთა დამოკიდებულება უარყოფითისაკენ შეიცვლება

სული - თუ სიზმარში ხედავთ, რომ თქვენი სული ტოვებს სხეულს, ე.ი. თქვენ იმყოფებით ხიფათში, ვინაიდან თავს მსხვერპლად სწირავთ უსარგებლო გეგმებს, რომლებიც ვნებენ თქვენს პატიოსნებას და გაიძულებენ იყოთ გულქვა და ძუნწი. თუ მხატვარს დაესიზმრა, რომ მისი სული გადავიდა სხვა სხეულში, ის მიაღწევს პოპულარობას, თუ თავს მთლიანად შეწირავს სამუშაოს.
სიზმარში იმის განცდა, რომ თქვენმა სულმა სხვაში გადაინაცვლა, იმის მაუწყებელია, რომ მიიღებძთ ნუგეშსა და მხარდაჭერას უცნობისაგან, რომელიც ჯერ თქვენს ცხოვრბაში არ შემოსულა. თუ ახალგაზრდა მუსიკოსი ქალი ხედავს მეორე ქალს სცენაზე გამჭვირვალე ტანსაცმელში და მოეჩვენება, რომ ეს მისი სულია, ცხადში ის დაძლევს მისთვის ყვლაზე მნიშვნელოვან საქმეს. სიზმარში, რომელშიც თქვენ მსჯელობთ თქვენი სულის უკვდავების შესახებ, მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ გამოიყენებთ მდგომარეობას, რომელიც დაგეხმარებათ მიაღწიოთ სასურველ განათლებას და ინტელექტუალურ ადამიანთა საზოგადოებას.

სუნამო - სუნამოს არომატი სიზმარში ნიშნავს სასიამოვნო თავგადასავალს. თუ სიზმარში ხმარობთ სუნამოს, ე.ი. ცხადში ენდობით ცბიერ ადამიანს. თუ სიზმარში სული შეგიხუთათ სუნამოს არასასიამოვნო სუნმა–ეს მაუწყებელია სულიერი სიცარიელისა, რომელიც წარმოიშვება გადამეტებული უაზრო გართობით. სუნამოს დაღვრა საწყენი ნიშანია– თქვენ სპობთ თქვენი სიხარულის წყაროს, სუნამოს გატეხილი ფლაკონი ნიშნავს, რომ თქვენს ყველაზე სანუკვარ ოცნებას ბოლო მოეღება, თუმცა უკვე ახდენილს, თუნდაც დღეს, აღარაფერი ემუქრება.
ესენციის შეძენა კეთილის მომასწავებელი ნიშანია. თქვენი თანამშრომლები იქნებიან ძალიან სასიამოვნო ადამიანები. ქალისათვის სიზმარში არომატული ვანის მიღება ნიშნავს ცხადში რაღაც ამაღელვებელ საქმეს. მამაკაცისაგან საჩუქარად სუნამოს მიღება გპირდებათ რისკთან დაკავშირებულ კმაყოფილებას

სუნთქვა - ვიღაცის სუფთა და წყნარი სუნთქვის მოსმენა ნიშნავს ღირსეულად მოქცევას და ბიზნესში წარმატებას. ავადმყოფის არაჯანმრთელი სუნთქვა–ავადმყოფობა და თქვენი მოწინააღმდეგის ხრიკებია. თუ თქვენ სული გეხუთებათ, ე.ი. წარუმატებლობა გისაფრდებათ იქ, სადაც თქვენ წარმატება გარანტირებული გქონდათ.
თუ სიზმარში ღრმად ჩაისუნთქავთ, როგორც ეს დიდი განცდის დროს ხდება, სინამდვილეშიც გელით მოულოდნელი მწუხარება, რომელსაც შეამსუბუქებს გამაწონასწორებელი მდგომარეობა. სიზმარში ვიღაცის ოხვრის მოსმენა ცუდი წინასწარმეტყველებაა: თქვენი საყვარელი მეგობრის შეცდომა მძიმე ტვირთად დააწვება თქვენს გულს

სურა, დოქი - გამჭვირვალე სითხით სავსე დოქების დასიზმრება იმის ნიშანია, რომ თქვენს კეთილდღეობაზე მარტო თქვენ არ ზრუნავთ. ძველებურად გარშემორტყმული იქნებით ერთგული მეგობრებით, რომელთაც შეგიძლიათ დაეყრდნოთ ბოლომდე. ცარიელი დოქები მიანიშნებს იმაზე, რომ თქვენი საქციელი მეგობრებს დაგაკარგვინებთ.
დამსხვრეული დოქები მოასწავებენ ავადმყოფობას და წარუმატებლობას საქმეში. თუ სიზმარში თქვენ ღვინოს სვამთ დოქიდან, ეს მიგანიშნებთ ხანგრძლივ ჯანმრთელობაზე და იმაზე, რომ თქვენ იმყოფებით კარგ საზოგადოებაში, ხართ საკუთარ თავში დარწმუნებული და ოპტიმიზმით სავსე. დოქიდან არასასიამოვნო სითხის დალევა–გამოცდით დიდ იმედგაცრუებას თქვენი იმედების განადგურების გამო.

სურათი, ნახატი - თუ სიზმარში ხედავთ სურათს–გელით მტრობა და ტყუილი თანატოლისაგან. თუ სიზმარში თავად ხატავთ სურათს, მოგიწევთ მონაწილეობის მიღება საეჭვო და სარისკო საქმიანობაში. თუ თქვენ სიზმარში გააფუჭეთ სურათი, ე.ი. გაპატიებენ ნებისმიერი საშუალების გამოყენებას საკუთარი უფლების დასაცავად.
სურათის ყიდვა–უნაყოფო თამაშია ბირჟაზე. სიზმარში გენეალოგიურ ხეზე თქვენი პორტრეტის ნახვა, რომელიც თითქოს ხან ჩნდება, ხან იკარგება, გალაღებისა და კმაყოფილების პერსპექტივაა, მაგრამ, ამავე დროს, მეგობრულ ურთიერთობებში იმედგაცრუებისა, აგრეთვე, შეუთანხმებლობისა იდეებისა და გეგმების განხორციელებისას.
თუ სიზმარში გარს გარტყიათ ძველი და თანამედროვე ოსტატთა გრავიურები, თქვენ შეპყრობილი ხართ უდიდესი მიღწევების ძლიერი სურვილით, რომელთან შედარებითაც თქვენი წარმატებები არარაობად გეჩვენებათ

სურო - სურო ხეებზე და სახლის კედლებზე ნიშნავს ჯანმრთელობასა და სიხარულს. ახალგაზრდა ქალისთვის სურო დამსახურებული წარმატების ნიშანია მომავალში. სურო მთვარის შუქზე–საიდუმლო შეხვედრას ნიშნავს. გამხმარი სურო ნიშნავს, რომ ნიშნობა არ შედგება და თქვენ სევდა გელით

სუფრა, მაგიდა - სადილისათვის გამზადებული სუფრა სასიამოვნო ნაცნობობის ნიშანია. ცარიელი ან გაცრეცილი გადასაფარებლით გაწყობილი სუფრა ჩხუბსა და ოჯახურ უსიამოვნებებს მოასწავებს. თუ სიზმარში სუფრას ალაგებთ, სიხარულსა და სიმშვიდეს მწუხარება და უინტერესო ცხოვრება მოჰყვება. თუ თქვენ ზიხართ ცარიელ სუფრასთან, მალე ისეთ დამოუკიდებლობას მიაღწევთ, რომ თქვენ არავისი აღარ შეგშურდებათ.
თუ სიზმარში მაგიდა უცაბედად მოძრაობას იწყებს, თქვენ სერიოზული სულიერი კრიზისის გადატანა მოგიწევთ. გატეხილი მაგიდა უარესობისაკენ ცვლილებებს მოასწავებს. თუ სუფრაზე კაკუნი გესმით, ცხადში უნდა დაფიქრდეთ იმაზე, მეგობრებისა და ახლობლების მიმართ გული ხომ არ გაგიცივდათ; თუ ეს ასეა, შეეცადეთ, შეცვალოთ თქვენი მათდამი დამოკიდებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში ბევრს დაკარგავთ.
საწერი მაგიდა გაფრთხილებთ, რომ საქმიანი პარტნიორების შერჩევისას წინდახედულად მოიქცეთ. მაგიდაზე დადებული ფული ყველა წინააღმდეგობების გადალახვას ნიშნავს

სუფრის მოწყობილობა, დანა–ჩანგალი - დანა–ჩანგალი ნიშნავს, რომ სახლის საქმიანობა სიხარულსა და კმაყოფილებას მოგიტანთ. თუ დაგესიზმრათ, რომ დაგეკარგათ სუფრის მოწყობილობა, ცხადში რაიმე ცუდ საქციელს მოგაწერენ. თუ სიზმარში კოვზი ან სხვა რაიმე ნივთი მოიპარეთ, შეეცდებით წვრილმანი შენიშვნებით ახლობლებს ცხოვრება გაუმწაროთ. გატეხილი ან ჭუჭყიანი სუფრის მოწყობილობა დანაკარგისა და უბედურების მომასწავებელია. სუფთა სუფრაზე ლამაზად დაწყობილი ჭურჭელი ცხადში დღესასწაულზე მხირულებას გიქადით, რომელსაც თქვენი ბედის შეცვლა შეუძლია

სხვენი, მანსარდა - თუ სიზმარში სხვენზე აღმოჩნდით, ე.ი. თქვენს იმედებს ასრულება არ უწერიათ. თუ გოგონას ესიზმრება, რომ მანსარდაში ძინავს, ცხადში მის მიერ არჩეული საქმიანობა კმაყოფილებას არ მოუტანს.
თუ სიზმარში სხვენში ადიხართ, ე.ი. მოქმედების მაგივრად თეორიულ საკითხებს უფრო მეტ დროს უთმობთ; მაგრამ თუ თქვენ არც თუ ისე შეძლებული პიროვნება ხართ, ასეთი სიზმარი სასიკეთო გარდაქმნების მაუწყებელია. ქალი ასეთი სიზმრის შემთხვევაში, შესაძლოა, რთულ სიტუაციაში აღმოჩნდეს

 

გადაფურცლეთ გვ. 1