EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« გოგოს, ქალის სახელები - ო »

კატეგორია: სახელები ქალის

ავტორი: admin

თარიღი: 2016-08-10 11:58:21

გოგოს, ქალის სახელები - ო

გოგოს, ქალის სახელები - ო

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

girl-names

ოლიმპიადა (ბერძნული) " ოლიმპიელი " (შეადარეთ სხვადასხვა სახის შეჯიბრის აღმნიშვნელი სიტყვა ოლიმპიადა, მთის სახელი ოლიმპო, რომელიც ბერძნებს ღმერთების ადგილსამყოფლად მიაჩნდათ, და ქალაქის სახელი ოლიმპია, სადაც ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ სხვადასხვა შეჯიბრებანი იმართებოდა). საფუძვლად უძევს ბერძნული წარმოშობის რამდენიმე სახელს, როგორც ვაჟისას, ისე ქალისას. ერთ-ერთი მათგანია ვაჟის სახელი ოლიმპიადოს (ოლიმპიადი), რომლისგანაც წარმოქმნილია ქალის სახელი ოლიმპიადა.

ოლღა, ოლგა, ოლია (სკანდინავიური) " წმინდა ". რუსულში ადრეულ ხანაში არის ნასესხები ვაჟის სახელი ოლეგ და მისგან ნაწარმოებია ქალის სახელი ოლგა. ქართულში გვხვდება როგორც ოლეგი, ისე ოლგა, მაგრამ ეს უკანასკნელი უფრო გავრცელებულია ოლღა-ს ფორმით. მისი კნინობითია ოლია, ოლიკო და ოლა. ამათგან ოლია ქცეულია დამოუკიდებელ სახელად.