EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« გოგოს, ქალის სახელები - რ »
კატეგორია: სახელები ქალისავტორი: admin
თარიღი: 2016-08-10 11:58:49
გოგოს, ქალის სახელები - რ
ა - ბ - გ - დ - ე - ვ - ზ - თ - ი - კ - ლ - მ - ნ - ო - პ - ჟ - რ - ს - ტ - უ - ფ - ქ - ღ - ყ - შ - ჩ - ც - ძ - წ - ჭ - ხ - ჯ - ჰ
რაისა (ბერძნული) " მსუბუქი " ; ან: (არაბული) " ქალბატონი ".
რიმა (ბერძნული) მნიშვნელობა არაა ნათელი. წინათ კაცის სახელი იყო, შემდეგ კი ქალის სახელად იქცა.
რიტა - წარმომავლობა: ბერძნული. მნიშვნელობა: წარმოდგება ბერძნული სახელიდან მარგარიტა (Margarites, μαργαρίτης), სახელის მნიშვნელობაა მარგალიტი.
რიფსიმე (ბერძნული) " მსროლელი ", " დამგდები ", " ერთის დამტევებელი ".
როდამ (სპარსული) " მდინარის წყალი ", " მდინარის ელვარება ". გვხვდება კაცის სახელადაც. ეს სახელი (რუდაბე||როდაბე – როდამ) ჰქვია ფირდოუსის " შაჰ-ნამეს " ერთ-ერთ გმირს.
როენა.
როზა (ლათინური) " ვარდი " (შეადარეთ ქართული ვარდო, ვარდუა). ქართულში იშვიათად გვხვდება, შემოსულია ბოლო დროს რუსულის მეშვეობით.
რუსუდან (სპარსული) " დღიანი ", " დღეგრძელი " (რუზ - " დღე ", ‘დან’ სპარსული სუფიქსია, რომელიც აწარმოებს აგრეთვე ფარსადან, სარიდან და სხვა სახელებს). მოფერებითი ფორმაა ქართულში რუსიკო. რუსუდანი ერქვა თამარ მეფის ასულს, რომელიც ერთხანს თვითონაც იჯდა საქართველოს სამეფო ტახტზე. ეს სახელი ჰქვია ქართული მწერლობის თვალსაჩინო ძეგლის " რუსუდანიანის " მთავარ გმირს.