EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« გოგოს, ქალის სახელები - ს »
კატეგორია: სახელები ქალისავტორი: admin
თარიღი: 2016-08-10 12:05:00
გოგოს, ქალის სახელები - ს
ა - ბ - გ - დ - ე - ვ - ზ - თ - ი - კ - ლ - მ - ნ - ო - პ - ჟ - რ - ს - ტ - უ - ფ - ქ - ღ - ყ - შ - ჩ - ც - ძ - წ - ჭ - ხ - ჯ - ჰ
საბედა, საბედო (ქართული) " ვისაც ბედი ელის ", " საბედნიერო " (შეადარეთ ბედისა). როგორც არაკალენდარული სახელი, მიჩნეული იყო ელისაბედ-ის შემოკლებულ ფორმად.
სალომე (ძველი ებრაული) " მშვიდობა ". ეს სახელი ერქვა ერთ-ერთ მენელსაცხებლე დედათაგანს. საქართველოს ისტორიიდან ცნობილია იბერიის დედოფალი, რევ მირიანის ძის მეუღლე, სომეხთა მეფის თრდატის (287-330 წწ.) ასული სალომე უჯარმელი, რომელმაც პეროჟავრი სივნიელთან ერთად აღწერა წმინდა ნინოს ცხოვრება: " რამეთუ მოსცა თრდატ ასული თვისი, რომელსა ერქუა სალომე, ძესა მირიანისსა ცოლად, რომელსა ერქუა რევ " ( " ქართლის ცხოვრება " I, 70).
სამაია (ქართული).
სამძივარი, სამძივარა (ქართული) როცა ანდრია მოციქული, პირველწოდებული, მოვიდა საქართველოში, მესხეთში, და შეუდგა ქრისტეს მოძღვრების ქადაგებას, " მთავრობდა მაშინ დედაკაცი ვინმე ქურივი სამძივარი " ( " ქართლის ცხივრება ", I 39). შეიძლება იმავე სახელის ფონეტიკური ვარიანტი იყოს სამძიმარა, რომელიც ძველი ქართული წარმართული ღვთაების სახელად გვხვდება ფოლკლორულსა და წერილობით წყაროებში. მთის კილოებში დასტურდება მისი ვარიანტული ფორმები: სამძიმი, სამძიმა, სამძიმარი, სამძიმარო. დღეს კი ეს სახელი თუ სახელები თითქმის მივიწყებულია.
სანდუა (ქართული) " სანდომიანი " ან " სანდო ".
სანათა (ქართული) მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ ნათელა, სვეტლანა, ფოტინე. სანათა ჰქვია ვაჟა-ფშაველას " ბახტრიონის " ერთ-ერთ პერსონაჟს, გმირი ვაჟკაცების დედას.
სარა (ძველი ებრაული) " ქალბატონი ", " ჩემი მბრძანებელი ". ეს სახელი ერქვა ბიბლიური აბრაამის ცოლს, საიდანაც სათავე დაედო ებრაელთა მოდგმას.
სევდია _ სიტყვა წარმოშობით არაბულია (სავდა - " მწუხარება ", " ნაღველი "), ქალის სახელად ქცეულია აზერბაიჯანულში (სევდა - " წუხილი სიყვარულის გამო "). ქართულში ცნობილია სევდია-ს ფორმით, მაგრამ თავისი " სევდიანი " მნიშვნელობის გამო ამჟამად იშვიათად გვხვდება.
სვეტლანა (სლავური) " ნათელისა ". ნაწარმოებია კაცის სახელისაგან: " სვეტლან - " ნათელი ". შეადარეთ ქართული ნათელა, სანათა, ბერძნული ფოტინე.
სიდონია - შემოკლებით სიდო – ზუსტი ეტიმოლოგია უცნობია, შესაძლოა უკავშირდებოდეს გეოგრაფიულ სახელს სიდონ-ს, ე. ი. ნიშნავდეს " სიდონელს " (თვით სიდონი ებრაულად ნიშნავს " სათევზაო ადგილს ").
სილვა - ახალი ნასესხებია დასავლეთ ევროპის ენებიდან, წარმოადგენს სილვია-ს შემოკლებულ ფორმას, რომელიც მომდინარეობს ლათინურიდან და ნიშნავს " ტყისას " (დაწვრილებით იხ. სილიბისტრო).
სოფიო (ბერძნული) " სიბრძნე ". თვით ბერძნულში პირველადი ფორმაა სოფია. შეადარეთ მეცნიერების სახელწოდება ფილოსოფია. სოფისტები ერქვათ ერთ-ერთი ბერძნული ფილოსოფიური სკოლის მიმდევრებს. ბულგარეთის დედაქალაქში არის წმინდა სოფიოს სახელწოდების ტაძარი, რომლისგანაც მთელ ქალაქს მიუღია სახელი – სოფია. სოფიოს მოფერებითი ფორმებია ქართულში: სოფო, სოფიკო.
სულიკო (ქართული).
სურათა (არაბული) " სურათი ", " ნახატი ", " სახე ".
სუსანა (ძველი ებრაული) " შროშანა " (შეადარეთ ყვავილის სახელწოდება სოსანი). ამ სახელის სომხური ფორმაა შუშანიკ. სუსანა მენელსაცხებლე დედისა და რამდენიმე მოწმის სახელია.