EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« გოგოს, ქალის სახელები - ტ »
კატეგორია: სახელები ქალისავტორი: admin
თარიღი: 2016-08-10 12:18:37
გოგოს, ქალის სახელები - ტ
ა - ბ - გ - დ - ე - ვ - ზ - თ - ი - კ - ლ - მ - ნ - ო - პ - ჟ - რ - ს - ტ - უ - ფ - ქ - ღ - ყ - შ - ჩ - ც - ძ - წ - ჭ - ხ - ჯ - ჰ
ტასო - ანასტასია-ს მოფერებითი ფორმაა, ამჟღავნებს დამოუკიდებელ სახელად ქცევის ტენდენციას.
ტატიანა (ბერძნული) " მომწყობი ", " დამფუძნებელი ". განსაკუთრებით ფართოდ გავრცელებული სახელია რუსულში. ეს სახელი ჰქვია პუშკინის " ევგენი ონეგინის " გმირ ქალს. მისი მოფერებითი ტორმებია ტანია, ტატა.
ტერეზა – ზუსტი ეტიმოლოგია არ მოეპოვება. უკავშირებენ ძველ ბერძნულს, რომლის მიხედვითაც ნიშნავს " დაცვას " ან " მონადირეს " (უფრო ზუსტად: " სანადიროდ სიარულს "); სხვაგვარი ვარაუდით, ძველი გერმანული სახელია და ნიშნავს " სიყვარულს " ან " ძლიერს ".
ტრედონა (ქართული).
ტურფა (ქართული) ჰქვია აკაკი წერეთლის ისტორული დრამის " პატარა კახის " გმირ ქალს. დღეს შედარებით იშვიათი სახელია. საეკლესიო კალენდრის მიხედვით მას შეეფერება ლათინური " პულხერია " - " ლამაზი ". ტურფა წარმოშობით არაბული სიტყვაა, ნიშნავს " სიახლეს ", " უცხოს, საუცხოოს, იშვიათ რამეს ", " საჩუქარს ".