EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« გოგოს, ქალის სახელები - ფ »

კატეგორია: სახელები ქალის

ავტორი: admin

თარიღი: 2016-08-10 12:32:11

გოგოს, ქალის სახელები - ფ

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

ფატი – ფატმან-ის შემოკლებული ფორმაა, რომელიც ქცეულია ოფიციალურ სახელად.

ფატმან (არაბული) " ძუძუს მოსხლეტილი ". " ვეფხისტყაოსნის " ერთ-ერთი პერსონაჟის სახელია. მისი შემოკლებული ფორმაა ფატი. მასვე უკავშირდება ფატიმა, ფატმა. ეს სახელი ერქვა მაჰმუდ წინასწარმეტყველის ქალიშვილს პირველი ცოლისაგან.

ფაცია (ქართული) მნიშვნელობა უცნობია. პარალელური ფორმაა ფაცა. მსგავსი ფორმები დასტურდება ხურიტულ წარწერებში, რაც მათ შორის შესაძლო კავშირს გვავარაუდებინებს.

ფედოსია (ბერძნული) " ღვთისადმი შეწირული ", " ღვთისადმი მიძღვნილი ". ძველი ფორმაა თედოსია, თედოსი (დაწვრილებით იხ. თედორე).

ფერიდე (თურქული) " ერთადერთი ", " შეუდარებეული ", " ობოლი მარგალიტი ".

ფეფელა, ფეფენა - შემოკლებით ფეფო, ფეფიკო – ქართული სახელებია, უცნობი მნიშვნელობისა. ითვლება ეფემიას მოფერებით ფორმებად, მაგრამ ასეთი დაკავშირება გვიანდებლი მოვლენა ჩანს. მსგავსი ფორმები მოიპოვება ხურიტულში: ფაფა, ფაფალა, ბაბალე.

ფიქრია (არაბული) " ფიქრიანი ". არაბულში გვხვდება როგორც ქალის, ისე კაცის სახელად. ნმიშვნელობით იგივეა, რაც " ფიქრი ".

ფოთოლა (ქართული).

ფოტინე (ბერძნული) " ნათელი ", ბრწყინვალე " (შეადარეთ ნათელა, სანათა, სვეტლანა). ერქვა რამდენიმე მოწამეს.

ფუნდუ – გვხვდება კოლხურში. ეს სახელი ჰქვია დემნა შენგელაიას მოთხრობა " განძის " ერთ-ერთ გმირს

ფოფო - წარმომავლობა: ქართული

ფოტო - წარმომავლობა: ბერძნული მნიშვნელობა: ბრწყინვალე, ნათელი