EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« გოგოს, ქალის სახელები - ხ »

კატეგორია: სახელები ქალის

ავტორი: admin

თარიღი: 2016-08-10 14:05:19

გოგოს, ქალის სახელები - ხ

გოგოს, ქალის სახელები - ხ

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

ხათუთა - იგივეა რაც ხათუნა.

ხათუნა – თურქულ და ირანულ ენებში ნიშნავს " ქალბატონს ", " მანდილოსანს ". ქართულში საკუთარ სახელად პირველად გვხვდება ფუზნარის ტაძრის წარწერაში (ივრის ხეობაში), რომელიც XIII-XIV საუკუნეებით თარიღდება.

ხატია (ქართული) " დახატული ", ე. ი. " ძალიან ლამაზი " (შეადარეთ გამოთქმა " კალმით ნახატი "). ეს სახელი ჰქვია ნოდარ დუმბაძის რომანს " მე ვხედავ მზეს " ერთ-ერთ მთავარ მოქმედ გმირს.

ხატიჯე (არაბული) " ნაადრევად დაბადებული ", " დღენაკლული ".

ხატული (ქართული).

ხვარამზე (სპარსული) " მზისა ", " მზიანი ". ძველი ფორმაა ხუარანძე. ასე იხსენიებს მემატიანე ვახტანგ გორგასლის დას " ქართლის ცხოვრებაში " : " მიუდგა დედოფალი საგდუხტ და შვა ასული, და უწოდა სახელი მისი ხუარანძე " ( " ქართლის ცხოვრება ", I, 143). ჰვარ//ხვარ ირანულ ენებში " მზეს ნიშნავს ", ასე რომ ხვარა-მზე თითქოს ერთად, სინონიმურად წარმოდგიდგენს მზის ირანულ და ქართულ სახელებს.

ხვაშაქი (ირანული) " კარგი ", " ლამაზი ". ცნობილია თამარ მეფის დროინდელი დარბაისელი ქალი ხვაშაქ ცოქალი.

ხორეშან (სპარსული) " ბედნიერი ". გავრცელებული სახელი იყო განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში. სხვათა შორის, ეს სახელი ერქვა მეფე-პოეტის თეიმურაზ პირველის მეუღლეს, გიორგი X-ის ასულს.