EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« დანდური (Portulaca) »

კატეგორია: გურმანი

ავტორი: admin

თარიღი: 2016-08-30 22:25:28

დანდური (Portulaca)

დანდური (Portulaca)

ახალ, ქორფა დანდურს მოვაცილოთ მაგარი ღეროები, გავრეცხოთ ცივ წყალში, ჩავდოთ მდუღარე მარილწყლიან ქვაბში და მოვხარშოთ. შემდეგ გავაგრილოთ, გავწუროთ, მოვათავსოთ შესაფერის ჭურჭელში და შევაზავოთ ღვინის ძმარში დანაყილი ნივრით, ახალი ქინძითა და მარილით. სურვილისამებრ შეიძლება მოვასხათ ცოტა ზეთი (უმჯობესია ნიგვზის ან ზეითუნის ზეთი).

მასალა:

  • დანდური - 0,5 კილოგრამი
  • ნიორი - 3-4 კბილი
  • ძმარი, მარილი, ზეთი, ქინძი - გემოვნებით
დანდურის ფოთლები მინერალებითა და ვიტამინებით მდიდარია. ის შეიცავს რკინას, კალციუმს, შეიცავს C ვიტამინს, ვიტამინ A-ს და სასარგებლო ცხიმოვან მჟავებს.
 

საქართველოში თითქმის ყველგან გვხვდება მთის ქვედა სარტყლის დასახლებული ადგილების მახლობლად. მის ნორჩ ღეროსა და ფოთლებს ხმარობენ მხალად და მწნილად. დეკორატიული მცენარედ აშენებენ არგენტინულ და ბრაზილიურ Portulaca grandiflora-ს.

დანდური, რომელსაც უმეტესობა იცნობს როგორც ჩვეულებრივ სარეველად, სინამდვილეში კი ჯანმრთელობის ხელშემწყობი საკვებია!
დანდური ლამაზი მცენარეა ყვითელი ყვავილებით. ის მოდის ინდოეთიდან და სპარსეთიდან, მაგრამ დიდი ხანია გავრცელდა მთელ მსოფლიოში.
 
ეს მცენარე ძალიან მოქნილია იმ გაგებით, რომ მას შეუძლია გაიზარდოს თითქმის ყველგან. დადნდური მდიდარია ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავებით, ბოჭკოებით, A ვიტამინით, C ვიტამინით, B ჯგუფის სხვადასხვა ვიტამინებით, რკინით, მაგნიუმით, კალიუმით, კალციუმით და სპილენძით.
 
აქ არის რამოდენიმე ჯანმრთელობის სარგებელი, რომელიც დაკავშირებულია ამ მცენარის გამოყენებასთან!
 
გულის ჯანმრთელობა
 
ცნობილია, რომ კალიუმი და ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავები ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობას. კალიუმი ამცირებს არტერიულ წნევას, ხოლო ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავები ხელს უწყობს ორგანიზმში ცუდი ქოლესტერინის რაოდენობის შემცირებას.
 
კუჭ-ნაწლავის ჯანმრთელობა
 
ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში დანდურს იყენებენ კუჭ-ნაწლავის პრობლემების სამკურნალოდ, დიარეიდან დიზენტერიამდე. ამ მცენარის ამ პრობლემების მკურნალობის უნარი, სავარაუდოდ, მოდის მის შემადგენლობაში ნაპოვნი რამდენიმე ორგანული ნაერთებიდან – დოფამინი, ვაშლის მჟავა, ლიმონმჟავა, ალანინი და გლუკოზა.
 
ძვლის სიმტკიცე
 
კალციუმი, მაგნიუმი, რკინა და მანგანუმი პურსლანში აუცილებელი ელემენტებია ძვლების ჯანმრთელობის დაცვისა და შენარჩუნებისთვის. ამ “სარეველას” ყოველდღიურ გამოყენებას შეუძლია ოსტეოპოროზის თავიდან აცილებაც კი.
 
სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება
 
როგორც უკვე აღვნიშნეთ, დანდური სავსეა რკინით და სპილენძით.
 
ეს ორი ელემენტი აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობისთვის. ჯანსაღი სისხლის მიმოქცევის სისტემა ხელს უწყობს სხეულის მთლიან ჯანმრთელობას.
 
წონის დაკლება
 
დანდური განთქმულია დაბალი კალორიული შემცველობით, მაგრამ მდიდარია ბოჭკოებით, რაც დაგეხმარებათ რამდენიმე ზედმეტი კილოგრამის მოცილებაში. ეს მცენარე ასევე მდიდარია საკვები ნივთიერებებით და ეს ნიშნავს, რომ ადამიანები, რომლებიც მოიხმარენ ამ მცენარეს, არ მიიღებენ დამატებით კალორიებს.
 
შემდეგ ჯერზე, როცა თქვენს ბაღში დანდურს შეამჩნევთ, ნუ ამოძირკვავთ მას! სჯობს ეს მცენარე თქვენს ყოველდღიურ რაციონში დაამატოთ!
 
ძალიან გემრიელი და სასარგებლოა!