EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« არ შემოუშვათ ვირუსი თქვენს ტელეფონში - Apple მომხმარებლებს აფრთხილებს! »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2016-09-23 12:39:56

არ შემოუშვათ ვირუსი თქვენს ტელეფონში - Apple მომხმარებლებს აფრთხილებს!

არ შემოუშვათ ვირუსი თქვენს ტელეფონში - Apple მომხმარებლებს აფრთხილებს!

თუ აიფონი ან აიპადი გაქვთ და არ გინდათ კიბერ შეტევის მსხვერპლი გახდეთ, სასწრაფოდ უნდა განაახლოთ iOS ოპერაციული სისტემა 9.3.5 ვერსიამდე. ეს თავად Apple-ის რჩევაა. სისტემაში აღმოჩენილია ხარვეზი, რომელიც საშუალებას იძლევა ჩაიწერონ თქვენი ხმა, შეაგროვონ პაროლები, წაიკითხონ ტექსტური მესიჯები და თვალყური ადევნონ თქვენს გადაადგილებას. 
ამის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც რამდენიმე დღის წინ უფლებადამცველმა აჰმედ მანსურმა უცხო შეტყობინება მიიღო. მას სთავაზობდნენ გადასულიყო ბმულზე, სადაც საიდუმლო ინფორმაციას გაიგებდა. ამის ნაცვლად უფლებადამცველმა შეტყობინება Citizen Lab-ს გადაუგზავნა. ეს ტორონტოს უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ლაბორატორიაა, რომელიც ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და გლობალურ უსაფრთხოებაზე მუშაობს. 
შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სათვალთვალო პროგრამამ სახელად „პეგასუსი“ გამოიყენა ე.წ. "Zero Day" (სისუსტე სისტემაში, რომლის გამოყენება ჰაკერს საკუთარი მიზნებისთვის შეუძლია) მობილურ ტელეფონზე სრული კონტროლის მოსაპოვებლად. 
"Citizen Lab"-მა ამის შესახებ Apple-ს შეატყობინა. კომპანიამ დაუყოვნებლივ გამოუშვა განახლება, რომელშიც, როგორც თავად ამბობენ, პრობლემა მოგვარებულია. 
„ჩვენ შევიტყვეთ ამ სისუსტის შესახებ და iOS 9.3.5-ში ის აღმოფხვრილია. ვურჩევთ ყველა ჩვენს მომხმარებელს, ყოველთვის ჩამოტვირთონ iOS-ის უახლესი ვერსია, რათა თავი დაიცვან პოტენციური საფრთხეებისგან“ - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. 
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, თავის მხრივ, გირჩევთ, სიფრთხილე გამოიჩინოთ ინტერნეტში ნავიგაციისას და თავი შეიკავოთ საეჭვო ბმულებსა და საიტებზე გადასვლისგან.