EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ჩვენი საქმე - ინციდენტი (ექსკლუზივი მხოლოდ EVPATORI.GE_ზე) »

კატეგორია: ელ. წიგნები

ავტორი: admin

თარიღი: 2016-09-29 18:12:22

ჩვენი საქმე - ინციდენტი (ექსკლუზივი მხოლოდ EVPATORI.GE_ზე)

ჩვენი საქმე - ინციდენტი (ექსკლუზივი მხოლოდ EVPATORI.GE_ზე)

ნოველა მოგვითხრობს რამოდენიმე ადამიანის თავგადასავალს, სიტუაციურ ქმედებებს, ბოჰემურ მისწრაფებებს, მათ აინტერესებთ წამიერი ქმედებებით დატკბნენ ამაო წუთისოფელში, მოისროლონ გვერდზე ყოველდღიური პრობლემები და მისცენ თავს მაქსიმალური თავისუფლება წამიერ უსასრულობაში.

ინციდენტი

რომელიღაც ჩაკარგული უბნის ერთ ლამაზ ოჯახში მე და ჯორჯი სტუმრად ვართ მიწვეული. ტრადიციულად გაიშალა პურ-მარილი და ტრადიციული სასმელები დავაჭაშნიკეთ ოჯახის დალოცვისა და კეთილდღეობისათვის. ჭიქას ჭიქა მოსდევს, განსხვავებულს განსხვავებული ენაცვლება.

სადღეგრძელოს რა დალევს ქართულ გულებში?!

სიყვარულს რა დაშრეტს უკვდავ სულებში?!

წამები საათებად გარდაისახა და სიბნელე შეეპარა ლამაზ ქალაქს.

გაისმა ტელეფონის ზარი, რომელმაც გვამცნო, რომ ჩვენი ძველი მეგობრები ჩვენსკენ მოეშურებოდნენ სახლში და დრო იყო ჩვენი მასპინძლები დაგვესვენებინა და სტუმრებს თუ ვერ დავხვდებოდით, მიგვესწრო მაინც მათთვის.

რამოდენიმე აუცილებელი სადღეგრძელოც ვთქვით და წამოვდექით სუფრიდან. უკვე ღამის თერთმეტი იქნებოდა ასე და ბოლო სამარშუტოსთვისაც შეიძლებოდა რომ  მიგვესწრო.

სამარშრუტო გაჩერებაზე არ იდგა, როგორც ჩანს გაესწრო. ერთი ტაქსი იდგა იქვე ობლად და მანაც ოცი ლარი გვთხლიშა მეტრომდე, რაც საკმაოდ მეძვირა და მეც გადაჭრით უარი განვუცხადე ფულის გადახდაზე. მძღოლმა მანქანა დაქოქა და სახლში წავიდა ალბათ.

ვდგავართ და ველოდებით რაღაცას. უცებ გზაზე იქვე რომელიღაცა სადარბაზოდან ვიღაც ჩვენზე მთვრალი გამობოდიალდა და გვერდით ამოგვიდგა, ცოტა ხანი ათვალიერა გარემო და შემდეგ ჩვენ მოგვიტრიალდა...

-მარშუტკა არ მოსულა ჯეერ?

-რა მარშუტკა ვეუბნები გაბრაზებული, - საათს დახედე.

-არ მაქვს! რომელი საათია?

-ამ უბანში ტაქსები თუ დადიან საერთოდ? შევუბრუნე შეკითხვა.

-კი ერთი უნდა იდგეს მაინც... რატომ არ დგას?

-მე მკითხე.

აუ ერთი ნაშა მელოდება ისნის მეტროსთან. - რა ვქნა ეხლა? მანქანა მყავს მაგრამ მთვრალი რომ დავჯდე... ერთხელ უკვე გამშტრფეს და ან კიდე გამშტრაფავენ ან ლიშენიას მომცემენ.

-შენ მაგაზე არ ინერვიულო, მე ხომ აქ ვარ!  გაგაჩერებენ?! დავრეკავ და პრობლემაც მოგვარებულია!

ტიპმა ეჭვის თვალით შემომხედა, მაგრამ რომ დარწმუნდა რომ არ ვხუმრობდი მანქანის გამოსაყვანად გაიქცა (ნუ რამდენადაც შეეძლო რომ გაქცეულიყო თავის მდგომარეობაში). რამოდენიმე წუთში მანქანაც გამოჩნდა ჩვენი ახალი ნაცნობის სილუეტით საჭესთან. მე წინ ჩავხტი, ჯორჯი უკან და დავადექით გზას. წოტა ხანში წამთვლიმა. არ ვიცი ზუსტად რამდენი წამი გავიდა, მაგრამ მხარზე ვიღაცამ შემანჯღრია და გონში ჩამაგდო. თვალები გავახილე...

-გძინავს ბიჭო მეკითხება ჯორჯი?

-რა ხდება?

-პატრულმა გაგვაჩერა?

-მერედა ამ შუაღამეზე რა უნდათ? მაგათ ადგილზე ცოტას წავუძინებდი და თვალები დავხუჭე.

-რას წაუძინებდი შეჩემა კაცს უჭირს და მიეხმარე.

ამასობაში ჩვენი მძღოლი დაბრუნდა და მანქანაში ჩაჯდა. გარეთ გავიხედე და პატრულის თანამშრომელი ჩვენგან მოშორებით, თავისი მანქანის კაპოტზე, წყნარად და აუჩქარებლად წერდა რაღაცას.

-რა ხდება? ვეკითხები მძღოლს - განაჩენს წერს?

-არიქა მიშველე რაღაცა ჩაიბურტყუნა გამწარებულმა და გამოფხიზლებულმა მძღოლმა.

-რა პრობლემაა გავამხნევე მეც, ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე და ჩემს ძველ ნაცნობს ვურეკავ რომელიც იმავე სტუქტურაში მუშაობდა კარგ თანამდებობაზე.

-ჰეე თიკუშ რაფერ ხარ? რამდენი ხანია ჩემო პატარა არ მინახიხარ...

-რა გინდა?

-დღეს მუშაობ ჩემო პატარა?

-ამ შუაღამეზე რამ გაგახსენა ჩემი თავი? - რა მნიშვნელობა აქვს შენთვის ვმუშაობ თუ არა? თვეებია არ შემხმიანებიხარ თუ წელი არაა უკვე გასული და დღეს რა ხდება?

-დროს რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია არ დამვიწყებიხარ.

-მოგენატრე?

-შენ როგორ ფიქრობ?

-ჰა დაფქვი რა პრობლემა გაქვს... გიჭერენ? რა გააფუჭე ამჯერად? მიაწოდე ტელეფონი მაგ ოფიცრებს მადლობას ვეტყვი პირიქით თუ დაგიჭერენ.

-რატო ჩემო პატარა ესე ვერ მიტან?

-ნერვებს აღარ მომიშლი შენი ხმის გაგონებით!

-ყოველდღე ხომ არ გიშლი მერე ნერვებს?! საუკუნეში ერთხელ რა მოხდა მერე? მისმინე სიხარული ერთი ადამიანი შარში გაეხვა სერიოზულ შარში, ნუ მანდ პრობლემა ისაა რომ მე ვზივარ მის მანქანაში და მინდა დავეხმარო...

-შენ რა დედა ტერეზა ხარ რომ ყველას დაეხმარო?

-არა დედა ტერეზა არა. უბრალოდ ადამიანი ვარ.

-თუ კარგი ტიპი ხარ და გინდა დაეხმარო, შენი ტრაკით დაეხმარე სხვას რას ურეკავ?

-ზოგადად მართალი ხარ, მაგრამ ამჯერად ჩემი ავტორიტეტული ტრაკი როგორც აღნიშნე მაგათთან კავშირში არაა შენც იცი ეგ! და რომ არა ეს სიტუაცია, იცი რომ მაგ თემაზე შენ არ დაგირეკავდი, მე არ მინდა პიროვნება რომელიც პრაკტიკულად მე დავსვი ლაითად ნასვამი მანქანაზე მეორედ გაშტრაფონ ან ლიშენია მისცენ.

-ლაითად ნასვამი? ჰაჰა კარგი გამასაუბრე მაგ ოფიცრებს.

კარები გავაღე და მათკენ აუჩქარებლად გავემართე,

-გიყვარვარ? მეკითხება თიკო.

-ხომ იცი რომ ვგიჟდები შენზე.

-შე აფერისტო კაცო...

განსაკუთრებით სასტუმროს ნომერში, ერთად, როდესაც რაღაცას ვაკეთებთ ხოლმე, რას ვაკეთებთ?  აღარ მახსოვს რას ვაკეთებთ არ გინდა გამახსენო?

შე გარყვნილო კაცო.

ამასობაში მივუახლოვდი მას ვინც ჯარიმას წერდა და ტელეფონი ნელა მაღლა ავწიე...

-არ გაინძრე გადმოხტა იარაღშემართული მეორე თანამშრომელი პირველი წერას შეეშვა და მანაც საბრძოლო პოზა მიიღო.

-ყოველგვარი ნერვული დაძაბულობის გარეშე, მე უბრალოდ მინდა ტელეფონზე გაესაუბროთ კეთილგანწყობილ ადამიანს.

-პირველმა გამომცდელი თვალით შემომხედა.

-ვინ არის? ვის უნდა გავესაუბროო? მე აქ ჩემს საქმეს ვაკეთებ და არ მცალია სასაუბროდ.

-იქნებ თქვენი ხელმძღვანელია?

-მაშინ პირადად დაგვირეკავდა.

-ნება თქვენია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ვუპასუხებდი თუ რა თქმა უნდა რამის არ გეშინია. მე ვიცი ჩვენნაირ ადამიანებს იცავთ ორივე თქვენგანი და ხანდახან ჩენც გვიცავთ ხალხს, ჩვენივე თავისგან, შეგვეძლო კისერი მოგვეტეხა, მაგრამ თქვენ გადაგვარჩინეთ დღეს ამავდროულად სახელმწიფო ბიუჯეტსაც ავსებთ.

-რა ბიუჯეტს?

-აბა ჯარიმა ბიუჯეტში არ შედის?

-შენ რა დაბოლილი ხარ თუ კაიფში ხარ?

-არც ერთი. მაგრამ გამომართმევთ თუ არა ტელეფონს იქნებ მადლობა უნდა ვინმეს გითხრათ არ გიფიქრია მაგაზე?

პირველმა ტელეფონი ჩამომართვა და მანქანაში ჩაჯდა,

-შენ ვფიქრობ ნარკოლოგიურში მოხვდები დღეს მეუბნება მეორე. რაღაც აშკარად მინაღები გაქვს.

-უკეთესი. ეგ ჩემს სახლთან ახლოსაა და სახლამდე ფულის გადახდა თუ არ დამჭირდება მადლობის მეტი რა მეთქმის. ჩემს ძმასაც მაქეთ აქვს საქმე და ერთად წაგვიყვანეთ ბარემ...

 ნუ თუ არ შეწუხდებით რა თქმა უნდა.

-მეკაიფები?

-მეე?

ამასობაში პირველი საუბარს მორჩა,  უკან დამიბრუნა  ტელეფონი და ჯარიმის წერა გააგრძელა. ცოტა ხანში თიკო მირეკავს.

-რა მოხდა? ვეკითხები მე.

-ისეთი სიტუაციაა ვერაფრით დაგეხმარები და მაგ ტიპს უთხარი მეორედ ეგეთი მთვრალი არ გამოვიდეს სახლიდან და საერთოდ მანქანას არ გაეკაროს.

-მაინც მადლობა თიკუშ, შეგეხმიანები და თითო პივა ჩავარტყათ მე და შენ.

-სამსახურის მერე მოჟნა.

-კარგი დროებით.

-შეხვედრამდე...

მისმინეთ მივუტრიალდი პოლიციელებს, ხელოვანი ადამიანი ვარ და ეს სული თითოეულ ადამიანში დევს, მოდი დავეხმაროთ რაღაცით ერთმანეთს ჰა?... ჰა?

ეგ აშკარად კაიფშია. ეუბნება მეორე პირველს.

მისმინე მომიბრუნდა პირველი, ეგ ტიპი ზედმეტად მთვრალია, ხაზზე ბარბაცით გაიარა კი არა წაიქცა და კარგი კიდევ, რომ ღამით აქ საერთოდ მანქანები არ დადიან თორემ...

მოკლედ ჯარიმას მაინც გვიწერ?

ერთადერთი რაც შემიძლია გავაკეთო (გამიღიმა ირონიულად) ალბათ, იმიტომ, რომ ხელოვნების ნატამალი და ცოტა ადამიანობა ალბათ დევს ჩვენში... მანქანას საჯარიმოზე არ გადავიყვანთ თუ ნახევარ საათის განმავლობაში ვინმე ფხიზელი მძღოლი თავდებად დაგიდგებათ, ხელს მოგვიწერს, რომ მანქანას არ დაძრავთ ადგილიდან. ან თვითონ დაჯდეს მანქანაზე და წაგიყვანოთ სადაც გინდათ იქ.

ესეც რაღაცა იყო. ვეცით ტელეფონს თუმცა ვისაც ტელეფონი გამორთული არ ქონდა, ყველა მთვრალი აღმოჩნდა. ამასობაში ტაქსი გამოჩნდა როგორც იქნა და გავაჩერეთ. ტაქსისტი იქნებოდა ასე ორმოცდაათი-ორმოცდათხუტმეთიოდე წლის, როცა გაიგო რატომ გავაჩერეთ უარი გვტკიცა ეგრევე. საშველი რომ არ გავართვით - აქვე ახლოს ტაქსისტების ცენტრიაო გვითხრა მან და ერთ თქვენგანს უფასოდ გაგიყოლებთო. მეც გავყევი.

ხუთასი მეტრის გავლის სემდეგ, ტაქსის მძღოლმა გამიჩერა მანქანა და ადგილისკენ მიმითითა, სადაც მისი თქმით ტაქსისტების გაჩერება იყო. მითითებულ ადგილას ტერიტორია სანახევროდ შემოღობილი ჩანდა, სიბნელეში ჩაკარგული. ეზოში ორი მანქანა იდგა, მაგრამ ტაქსის არანაირი ემბლემა ზედ არ ჰქონდათ, თუმცა ეგ დიდი პრობლემა არ იყო უემბლემოდაც ბევრი დადიოდა. ერთ მათგანს ვკითხე:

-ტაქსის მძღოლები თუ არიან აქ სადმე?

ტიპმა ისე ამომხედა, რომ სახეზე აშკარად დაეტყო - მეკაიფება ალბად ეს ვიღაც მოთრეულიო, იხტიბარი მაინც არ გაიტეხა და ხრინწიანი ხმით მომიგო:

-შიგ არიან ეგ უმაქნისები! თან ხელით შენობისკენ მიმითითა, რომლის შესასვლელშიც ნათურა ოდნავ თუ ბჟუტავდა და თავის თავს ანათებდა საცოდავად. მეც იქით გავემართე. ფეხი შევდგი შენობაში, ირგვლივ მიმოვიხედე, რომ კარგად შემეთვალიერებინა გარემო. ცისფერი განათება ცუდად ჭრიდა სიბნელეს მიჩვეულ თვალებს, დერეფნული სისტემა სადღაც მიწისქვეშ მიემართებოდა, საიდანაც ტექნო მუსიკის ამომავალი ხმები აჟრიალებდა არემარეს და სინათლე სიბნელეში იკარგებოდა. უცებ სიბნელიდან წინ ამესვეტა წელს ზევით შიშველი ჩასხმული ქალი.

-მოდი, მოდი საყვარელო...

-მისმინე... ვეუბნები გაკვირვებული ტაქსი...

-ტაქსიც მოვა. კი რა პრობლემაა... მეორე ქალი გამოდის, მესამე... იქით ვიღაც შიშველი ქალი ცეკვავს, აქეთ ვიღაც წაპიდარასტო კაცი ეცეკვება სვეტს.

დაა ვთქვი ჩემთვის.

-მოგეწონა ხო აქაურობა? მეკითხება ჩასხმული.

-ენა თევზივით, ბსკერზე დაცურააავს...

-ეგ რას ნიშნავს? არ გიდგება? შეიკრა წარბები ქალმა.

-არა უბრალოდ აღბრთოვანებისგან მეტყველება დავკარგე.

ხიხიხი ვიცოდი რომ მოგეწონებოდა. წამო ჩემთან მისაღებში, იქ კიდევ არიან გოგოები და რომელი მოგწონს მითხარი, მე მელოდება ერთი თუ ორი..  ერთი სიტყვით...

-მისმინე რამოდენიმეს გაგჟიმავდით, მაგრამ ამ წუთას არ მცალია, რამეს მოვიფიქრებ და რახან კარგი ტიპი ვარ...

-ხო საყვარელო რამდენი გინდა? ორი? სამი? თუ ისეთ თანხას გადაიხდი ბონუსად მეც მოვყვები...

-რა თანხას?

აბა ხომ არ გეგონა შენი ლამაზი თვალების გამო ან იმიტომ რომ კარგი ტიპი ხარ მაგის გამო მოგცემს ვინმე?

-ხო, რატომაც არა? თუმცა აქ სასექსაოდ არ მოვსულვარ, მაგრამ რახან მპატიჟებთ უარს სიამოვნებაზე არ ვამბობ!

-არავინაც არ გპატიჟებს აქ უფულოდ.  თანხა დაგვანახე ჯერ.

-თქვენ რა გამომძალველები ხართ თუ ბიზნესმენები? ჯერ დამანახეთ რამდენად ღირხართ რომ ფული გადაიხადოს კაცმა, ფული ხვალ, საქმე დღეს!

-ვაიმე ეხლა აფრები არ გამაშლევინო!

-დიდი აფრები გაქვს ძალიან?

-ვაიმე შე ავადმყოფო რა გინდა აქ?

-ზოგადად ტაქსი მომასწავლეს აქეთ

-ვინ არის შენი ტაქსი? გაეთრიე აქედან შე ვიგინდარა.

-იცი რას ნიშნავს ვიგინდარა? ანუ ვინ გინდა რას... მე კიდე ძალიან ძალიან მაგარი ქალი მინდა და მოიყვანეთ.

-რას მიედ მოედები?

-მაგრამ შენნაირები არ მინდა ასე რომ...

-პაშოლ პაშოლ ეხლა აქედანი...

-იცი უნდა გამეჟიმე მაგრამ ზოგადად ქალებს ჟიმავენ და არა ალქაჯებს!

-ვინ არის ალქაჯი შე გათახსირებულო შენა, შე ბოზო, შე ბოროტო შენა...

-მე თუ გათახსირებული და ბოზი ვარ შენ თავი რათ წარმოიდგინე? ვითომ ჯოჯოხეთის აჯილღა ხარ? (შემსკდა ხარხარი)

-ვაიმე როგორ ამიშალა ამ საზიზღარმა ნერვის შტორფები

-შტორფები რას ნიშნავს? არა სუფთა ცნობისმოყვარეობის კუთხით მაინტერესებს...

„აჯილღამ“ აქეთ იქით მიმოიხედა და თვალი ბნელ კუთხეში რაღაცას დაადგა...

-ესე იგი ტაქსები დავიწყე ისევ მე...

-ეხლავე მოვა შენი ტაქსი და გაგიყვანს...

-მართლა?

-კი გაღმა მარილზე.

-მდაა... მაქეთ ჯერ არ მეჩქარება. ესე იგი აქ ბოზები იძლევიან თუ არა ბოლოს და ბოლოს?

-ვინ არის ბოზი შენ ჩათლახუნ ოღლი? დაიღრიალა მან,  წარბები მაღლა აწია და თვალები გადმოყვლიპა…

-ყველა პატიოსანი ხომ ვერ იქნება აბა? გავიკვირვე მე

ამასობაში ეტყობა იპოვა რასაც ეძებდა, რაღაც მყარმა ყურთან ჩამიწუილა და კედელს შეეხეთქა.

-მშვენივრად ისვრი მაგრამ შენთვის არ მცალია რომ სროლა უკეთ გასწავლო საქმეზე ვარ.

-საზიზღარი ხარ საზიზღარი გაჰკიოდა ის აი გავიგებ სადაც ცხოვრობ და მოგხედავენ მერე

-აბა შენ იცი, წარმატებები და ასი კაცი დღეში, დავლოცე ლანძღვა გინებაში გართული უმწიკვლო პატიოსნება და გარეთ გამოვედი.

ტრასაზე გამოსულმა მიმოვიხედე ირგვლივ და შორს შევნიშნე სირენების ციმციმი, მეც იქით გავემართე.

როცა მივედი იმ ადგილამდე სადაც პატრულმა გაგვაჩერა, ამათ მოესწროთ ვიღაცის ღვთისნიერის გაჩერება, რომელსაც ხელი მოუწერია თანამშრომლებისთვის ადგილიდან მეორე დილამდე მანქანის არ დაძვრაზე.

-მეც მქონდა ერთხელ მასეთი შემთხვევა,  გთხოვთ ნუ დაძრავთ მანქანას ადგილიდან და მე ნუ გამხვევთ კიდევ შარში გვითხრა ჩვენმა ახალმა ნაცნობმა წასვლისას.

-ჩვენ დავამშვიდეთ და სიტყვა მივეცით.

პატრული წავიდა.

ჩვენს მძღოლს შევთავაზეთ ჩვენთან წამოსულიყო და ტაქსზე დავპატიჟეთ, რაზეც მან გადაჭრით უარი განაცხადა. ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით და საწინააღმდეგო გზას დავადექით.

-არ იყვნენ იქ ტაქსები? მეკითხება ჯორჯი.

-არა.

-აბა ვინ იყვნენ?

-ბოზები.

-პირდაპირი მნიშვნელობით ბოზები?

-ხო.

-ვა მაგარია. წამო.

-სად?

-ბოზებში.

მეტი საქმე არ მაქვს.

რატომ?

ფული ვუხადო მაგათ? როცა უფულოდაც შეიძლება?!

-ეგ მართალია. დამეთანხმა ჯორჯი.

-უფულოდ არაო?

-გადაგყვებით თანო.

ხუთი წუთის სიარულის შემდეგ ტაქსი წამოგვეწია.

-ათად დანიშულების ადგილამდე.

-კარგი.

 

გადაფურცლეთ გვ. 2

<   1  2  3  4   >

უშანგი სიხარულიძის წიგნიდან - დასასრულის დასაწყისი

საავტორო უფლებები დაცულია

უშანგი სიხარულიძე - ushangi sikharulidze