EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« მექსიკელი ექიმი წარმოგვიდგენს დიაბეტის საწინააღმდეგო ვაქცინას »
კატეგორია: იყავით ჯანმრთელიავტორი: admin
თარიღი: 2016-09-30 12:24:35
ახალი ვაქცინის წყალობით, დიაბეტისგან განკურნება უკვე შესაძლებელია. ფონდ „დიაბეტზე გამარჯვების“ პრეზიდენტმა, სალვადორ ჩაკონ რამირესმა და ავტოიმუნური დაავადებების მექსიკური ასოციაციის ხელმძღვანელმა, ლუჩია სარატა ორტეგამ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. სწორედ ამ პრესკონფერენციიდან გახდა ცნობილი, რომ დიაბეტის ვაქცინამ საბოლოო გამოცდა გაიარა და ის უკვე ყველა ტიპის დიაბეტს ჰკურნავს. ესაა პირველი და მეორე ჯგუფის, ასევე დიაბეტის შეძენილი და თანდაყოლილი ფორმები. როგორც რამირესი აცხადებს, ვაქცინაზე მუშაობა მრავალი წლის მანძილზე მიმდინარეობდა.
მეცნიერის განცხადებით, ვაქცინის ვარგისიანობა 60 დღეა, ხოლო განკურნების პროცესი წლამე გრძელდება. ამავე დროს ვაქცინა იცავს დაავადებულებს დიაბეტის გართულებით გამოწვეული პათოლოგიებისგან. პაციენტებმა, რომლებსაც ვაქცინის საკუთარ თავზე გამოცდა სურთ, უნდა მიმართონ იმუნიცაზიის ფონდს მექსიკაში, რათა ყველ საჭირო გამოკვლევა ჩაიტარონ. სწორედ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ვაქცინის გამოყენება და მკურნალობის დაწყება. ჯერ უცნობია, როდის შევა ვაქცინა მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.