EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« მარიხუანას განმეორებით მოხმარებაზე პატიმრობა აღარ იქნება »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2016-10-01 13:11:20
მარიხუანის განმეორებით მოხმარებაზე თავისუფლების აღკვეთა აღარ იქნება - მარიხუანას მოხმარებაზე პატიმრობა, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა რამდენიმეთვიანი მსჯელობის შემდეგ გააუქმა.
ამ გადაწყვეტილებით, სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ნორმატიური შინაარსი, რომელიც მარიხუანას განმეორებითი მოხმარების შემთხვევაში, 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.
პლენუმმა გადაწყვეტილება უზენაესი სასამრთლოს სარჩელთან დაკავშირებით მიიღო. სასმართლოში განმარტავენ, რომ მათ ასევე 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით იხელმძღვანელეს, რომელიც ბექა წიქარიშვილის სარჩელზე საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო. ამ გადაწყვეტილებით პლენუმმა 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანას მოხმარება დაუშვა.
საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციას იზირებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. მათი შეფასებით, მარიხუანას მოხმარებისთვის პატიმრობა არაადამიანური და დამამცირებელი იყო.
არასამთავრობო ორგანიზაციების აზრს იზიარებენ ოპოზიციაში, მმართველ გუნდში კი მარიხუანას მომხმარებელთა კატეგორიებად დაყოფას უჭერენ მხარს.
ავტორი: ბექა მჭედლიშვილი
წყარო: rustavi2