EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« უფალი სასწაულს მოგივლენთ და სრულიად შეიცვლება შვილი და ოჯახიც სიკეთისკენ - ბრძანა პატრიარქმა »
კატეგორია: რელიგიაავტორი: admin
თარიღი: 2016-10-17 00:33:00
პატრიარქმა ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს მუხლზე დადგომისკენ მოუწოდა და მშობლებისთვის დაწერილი ახალი ლოცვა წაიკითხა.
"მთელს საქართველო წავუკითხავ ამ დალოცვას. ჩვენ შევადგინეთ ტექსტი და ასეთი წესი იქნება. ბავშვსა ან შვილს დააყენებთ მუხლებზე ხატების წინაშე. იმ ხატის წინაშე, რომელითაც თქვენ ლოცავთ. ორივე ხელს დაადებთ თავზე შვილსა და წაიკითხავთ ამ ლოცვას და თქვენ ნახავთ, უფალი სასწაულს მოგივლენთ და სრულიად შეიცვლება შვილი და ოჯახიც სიკეთისკენ.
აი, ამიტომ თქვენ დიდი ყურადღებით უნდა მოიქცეთ. თქვენ უნდა მოემზადოთ, სანამ დალოცავთ თქვენ შვილს მშობლები უნდა მოემზადონ.
მამამ ცალკე უნდა დალოცოს და დედამ ცალკე. ცხოვრებაში ერთი დალოცვა იქნება, ერთხელ მხოლოდ, ამიტომ დღეს შევთხოვოთ უფალს, რომ ძალა ერსა თვისსა მოსცეს, აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. ბიბლიაში წერია, ერთ-ერთი მცნება: პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა.
ბედნიერება მოგანიჭოთ თქვენ უფალმა და მთელს საქართველოს, ყოველ ქართველს რომელიც უცხოეთში და ყველას მკვიდრთა საქართველოსათა", - ბრძანა პატრიარქმა.
"ღმერთო ჩვენო, მამაო ყოვლისა მპყრობელო, ძეო ღვთისაო უფალო ჩვენო იესო ქრისტე. სულო წმიდაო ცხოველმყოფელო, სამებაო ერთარსო და განუყოფელო, გარდამოიხილე ზეცით მოწყალე თვალით და დალოცე შვილები ესე საქართველოისანი. მონანი და მხევალნი ღვთისანი და მიმადლე მათ მრავალჟამიერი სიცოცხლე. მტკიცე მართლმადიდებელი სარწმუნოება, სიყვარული ღვთისა და მოყვასისა. თავმდაბლობა, განცდაი თვისთა ცოდვათა, სიბრძნე, სიმშვიდე და მოთმინება, ნიჭი და უნარი სწავლისა და შრომისა, ბედნიერი ოჯახი, მრავალი შვილი, კეთილდღეობა და სიხარული, გონება საღი და გახსნილი, გული წმინდა, სიყვარული მშობელთა თვისა.
ჰოი, უფლო შეისმინე ჩემი ლოცვა და დაიფარე შვილნი ესე ჩვენნი სულიერი, ხილული და უხილავი მტრებისაგან და ღირსყავ ისინი ცათა სასუფეველისა.
ლოცვითა და მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა და ყოველთა წმიდათა შენთა. ამინ! - ბრძანა პატრიარქმა.