EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« Yves Saint Laurent–ის ბიზნეს კარიერა »
კატეგორია: სუნამო-პარფიუმერიაავტორი: admin
თარიღი: 2016-10-20 00:06:11
მისი სახელი სრულად ასე ჯღერს, ივ ანდრი დონატ მატე სენ–ლორან. იგო ალჟირჟში, ფრანგულ ოჯახში. მოდური სამყაროს ცნობილ წარმომადგენელს, ადვოკატის კარიერა ემუქრებოდა.
მიუხედავად ამისა, მომავალ დიზაინერს ეჭვების სტანჯავდა. იგი ორჭოფობდა პროფესიის არჩევასთან დაკავშირებით. მას არჩევანი უნდა შეეჩერებინა მხატვარსა და მოდელიორს შორის. როცა ახალგაზრდა საშუალო სკოლაში სწავლობდა, დედამ იგი პირველად ჩაიყვანა პარიზში. დედამ შვილი მიშელ დე ბრიუნოფსაც შეახვედრა. ეს უკანასკნელი კი იმ დროისათვის, ჟურნალ Vogue–ს მთავარი რედაქტორია. სენ–ლორანისს ესკიზების ნახვის შემდეგ, ბრუნოფმა გაიგო, რომ ახალგაზრდა ადამიანს მოდელიორის ნიჭი გააჩნია, რომლის განვითარებაც აუცილებელი იყო.
სკოლის დასრულების შემდეგ, ივი პარიზში გადავიდა საცხოვრებლად. მან სამოდელო სკოლაში ჩააბარა და იმავე წლის შემოდგომაზე, ახალგაზრდა მოდელიორების კონკურსში მიიღო მონაწილეობა. შედეგად კი მან მთავარი პრიზი მიიღო, კოქტეილის კაბის ესკიზისთვის. აღსანიშნავია, რომ იმავე კონკურსში მონაწილეობას, ახალგაზრდა მოდელიორი, კარლ ლაგერფელდიც იღებდა.
მიშელ დე ბრიუნოფი განაგრძობდა თავისი პროტეჟეს ბედის შექმნაში მთავარი როლის თამაშს – იგი რეგულარულად ამოწმებდა მის ესკიზებს, აძლევდა რჩევებს და საჭირო პირებს აცნობდა. ერთხელ, ლორენმა ესკიზების ახალი კოლექია წარმოადგინა, რომელიც შემფასებლებს უზომოდ მოეწონათ, სწორედ ამ კოლექციამ მოუტანა ახალგაზრდა დიზაინერს დიდი წარმატება. ეს ესკიზები დიორმა იხილა, რომელმაც სენ–ლორენთან შეხვედრა გადაწყვიტა. ამ შეხვედრის შედეგად კი 18 წლის მოდელიორი დიორის სამოდელო სახლში სამუშაოდ მიიწვიეს. ლორენის მუშაობას აფასებდნენ და ძალიან სწრაფად, იგი ლეგენდარული მოდელიორის პირველი დიზაინერიც გახდა. 1957 წელს, დიორმა შვებულება აიღო და სახლის მმართველობა სენ–ლორენს გადააბარა. დასვენების განმავლობაში კი დიორს ინფარქტი მოუვიდა და იგი სამსახურს აღარასდროს დაბრუნებია.
სენ–ლორეანმა სამოდელო სახლის ისტორია საკმაოდ შეცვალა და 1958 წელს თავისი პირველი, სერიოზული კოლექცია წარმოადგინა. ამ კოლექციამ დიდი წარმატება მოუტანა მოდელიორს. მან მოდის სამყაროში ახალი ტენდენციები შეიტანა. გამომცემლობებმა მაშინვე აღნიშნეს, რომ 21 წლის მოდელიორმა ფრანგული მოდა გადაარჩინა. სამოდელო სახლის გაყიდვების მაჩვენებლები კი 35 პროცენტით გაიზარდა.
მიუხედავად უდიდესი წარმატებისა, ახალგაზრდა მოდელიორს უამრავი მტერი გაუჩნდა. მათ სურდათ ლორენის კოლექციებში ნაკლის აღმოჩენა და ამით მისი წინსვლის დასრულება.
1960 წელს ლორენი სამხედრო მოსამსახურედ წაიყვანეს. დადიოდა ხმები, რომ გაწვევა მას ბუსაკმა გაუკეთა, ერთ–ერთმა დაუძინებელმა მტერმა. მაგრამ ლორენმა იქ მხოლოდ ორი კვირა დაჰყო. არმიიდან ნერვული აშლილობის გამო გამოუშვეს, რის შემდეგაც ორი თვე ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გაატარა. დიორში დაბრუნების შემდეგ კი ლორენმა აღმოაჩინა, რომ მას შემცვლელი უკვე უპოვნეს. მისი შემცვლელი კი მარკ ბოანი გახლდათ. მას კი მარკენტინგული სამუშაო შესთავზეს, რამაც მოდელიორი გააოგნა. მან სამოდელო სახლს უჩივლა და პროცესი მოიგო, მას დანაკლისი 24 ათასი ამერიკული დოლარით აუნაზღაურეს. ეს თანხა კი ახალი კოლექციების შესაქმნელად გამოიყენა.
მოდელიორმა საკუთარი სამოდელო სახლი გახსნა. სახლის გახსნის ოფიციალურ თარიღად კი 1961 წელი ითვლება. მაშინ დიზაინერმა აღნიშნა: „მე ტყავის სამყაროდან სილუეტისა და ხაზების ქვეყანაში გადავედი“. ასე დაიწყო დემოკრატიული პრეტ–ა–პორტე.აღნიშნული ბრენდის პირველ კოლექციას პარიზი მოუთმენლად ელოდა. ბევრი თვლიდა, რომ ჩვენება ჩაიშლებოდა, მაგრამ შეცდნენ. ყოველივემ წარმატებით ჩაიარა.
იმ დროისათვის, ლორენის კარიერა კვლავ მწვერვალისკენ მიიწევდა. ყოველწლიურად იგი ახალ კოლექციებს, სეზონების მიხედვით ქმნიდა. მის კოლექციებში შედიოდა შარვლები, კაბები, მოსაცმელები და ქურთუკები.
მიღწეული წარმატება სამოდელო სახლის საზოგადოებაში პოპულარიზაციას განაპირობებდა. აღნიშნული ბრენდი დღემდე უზომოდ პოპულარულია. იგი განსაკუთრებული სახელით ჰოლივუდის ვარსკვლავებში სარგებლობს. მის შეუდარებელ კოლექციებს კი საზოგადოებისს დიდი ნაწილი უმაღლესი მოდის საუკეთესო წარმომადგენლებად თვლიან.