EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ტიბეტელი ბერები, სიცოცხლის გახანგრძლივების საიდუმლო »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: admin

თარიღი: 2016-10-21 19:08:33

ტიბეტელი ბერები, სიცოცხლის გახანგრძლივების საიდუმლო

ტიბეტელი ბერები, სიცოცხლის გახანგრძლივების საიდუმლო

მედიცინა მეცნიერებისა და პრაქტიკული საქმიანობის დარგია, რომელიც მიმართულია ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვის, დაავადებების თავიდან აცილებისა და მკურნალობის, სიცოცხლის გახანგრძლივებისაკენ.

საუკუნეების განმავლობაში ადამიანთა გამოცდილებით დაგროვდა სამკურნალო საშუალებები და მეთოდები, რომლებიც შემონახულ იქნა, მათ შორის ხალხურ მედიცინაში და რომლებიც მოგვიანებით მეცნიერული მედიცინის ნაწილი გახდა.
კაცობრიობის ისტორია სავსეა და მოიცავს რიგ განვითარებებს. ის, რომ ჯანმრთელობის ფასი არაფერია, ტყუილი გამონათქვამი არ არის დამეთანხმებით. ძალიან კარგად ხვდებით, რომ ფულით იყიდით ბევრ რამეს, თუმცა გარკვეულ წილად ჯანმრთელობას ვერა.

ეს უკანასკნელი (თუმცა უპირველესი) ხომ განაპირობებს ჩვენი ბედნიერების და ნორმალური ცხოვრების მსვლელობას. ცხადია, რომ დაავადებათა უმეტესი ნაწილი შეძენილი, თანდაყოლილი და გენეტიკური ფაქტორია, რომელთა წინააღმდეგ დღემდე იბრძვიან ჩვენი სწავლული მეცნიერები და ექიმები.

წარსულიდან მოყოლებული დღემდე კი ჩვენი სამედიცინო ისტორია რიგ დაავადებებსა და მათი მკურნალობის მეთოდებს ინახავს. მაშასადამე მედიცინის ისტორია სავსეა ველური სიუჟეტებით, უცნაური მკურნალობითა და სამედიცინო პროცედურებით, რომელშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ტკივილმა და ტანჯვამ.

მიუხედავად ექიმების კეთილშობილური და გულწრფელი სურვილისა ჰუმანური გზით განეკურნა ესა თუ ის პაციენტი, სამედიცინო პროცედურები უფრო საშიში აღმოჩნდა, ვიდრე დაავადება. თუმცა, ძველ სამედიცინო ტრაქტატში ე.წ. “ლურჯ ბერილს” ენიჭება მნიშვნელოვანი როლი, სადაც ძირითად სამკურნალო საშუალებას ბალახები წარმოადგენდა.

ტიბეტელი ბერები, ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ ცნობილი მკურნალები არიან უხსოვარი დროიდან, რომლებიც კურნავდნენ მრავალ დაავადებას საუკუნეების მანძილზე ბალახების მეშვეობით და თაობებიდან-თაობებს გადასცემდნენ მათი მომზადების რეცეპტებს. ძირითად სამკურნალო პროცედურას კი სისხლის გაწმენდა წარმოადგენდა, რომლის დროსაც იწმინდებოდა სისხლი და სრულიად ლიმფა, რაც ხელს უწყობდა პაციენტის ძალიან მალე გამოჯანმრთელებას და ითვლებოდა სხვადასხვა დაავადების პრევენციად.

მრავალი წლის შემდეგ კი დაკარგული იყო მკურნალობის რეცეპტები და მხოლოდ უახლოეს წარსულში გახდა მათი კვლავ მოპოვება შესაძლებელი.

დღევანდელ სტატიაში კი მინდა შემოგთავაზოთ ტიბეტელი ბერების – სამი მეტად ეფექტური, სისხლისა და სისხლ-ძარღვების გამწმენდი რეცეპტი. რა თქმა უნდა, მასში შემავალ თითოეულ პროდუქტს აქვს უკუჩვენება, ამიტომ ორსულებმა და კუჭ-ნაწლავის პრობლემების მქონე პაციენტებმა მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ ჩაიტარეთ მკურნალობის კურსი.

1. ქრისტესისხლას ნაყენი– ლიმფურას გამწმენდი. ამ მცენარის სამკურანლო და საკმაოდ ეფექტურ თვისებებზე მხოლოდ ტიბეტელი ბერებისგან როდი ვიცით, ხშირად მოიხმარდნენ ჩვენი წინაპრებიც ხალხურ მედიცინაში. (პირადად მაქვს გამოყენებული და მართლაც სასწაულებრივია) მისი ნაყენი ხელს უწყობს ლიმფური სისტემის ფუნქციის გაუმჯობესებას და წმენდს ჭარბი პათოგენური ბალასტისგან.

მომზადება და გამოყენება: ქრისტესისხლას მცენარე დაჩეჩქვეთ, გამოადინეთ წვენი და 10 წვეთი გააზავეთ 70 მილიგრამ სამედიცინო სპირტთან. ნაყენი ყოველთვის შეინახეთ მაცივარში. დილის საუზმის წინ მიიღეთ 1 წვეთი, სადილის წინ 2 წვეთი, სამხარის წინ 3 წვეთი და ა.შ… მომდევნო დღეს მოუმატეთ 1 წვეთი. მაგ: დილის საუზმის წინ 2 წვეთი, სადილის წინ 3 წვეთი, სამხარის წინ 4 წვეთი და ა.შ, როდესაც ახვალთ 15 წვეთამდე ყოველ დღე 1 წვეთის მატებით, შემდეგ- მომდევნო დღეს უკვე შეამცირეთ დოზა 1 წვეთით და ასე ყოველ დღე თითო შემცირებული წვეთით მიიღეთ ანალოგიური პრინციპით.

2. კოჭას ნაყენი (იმბირი, ჯინჯერი, კოჭა). კოჭას გააჩნია უნიკალური უნარი ორგანიზმიდან გამოდევნოს ყველა ტოქსინი- ქიმიური, საკვების და რადიაციული, რითიც ასუფთავებს სისხლს. მისი ხშირი მოხმარება ასევე სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, ამარცხებს ჭარბ წონას და აუმჯობესებს თმასა და კანს.

მომზადება და გამოყენება: 10-20 გრამი კოჭას ნედლ ნედლეულს, ან 1 ჩაის კოვზ კოჭას ფხვნილს (რომელსაც მოიპოვებთ) დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი, გააჩერეთ 10 წუთის განმავლობაში და გემოვნების მიხედვით დაამატეთ 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და თაფლი. მიღებული 1 ჭიქა ნაყენის ნახევარი დალიეთ დილით უზმოზე, სადილამდე ნახევარი საათით ადრე, ხოლო მეორე ნახევარი ასევე ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დღის ნებისმიერ მონაკვეთში.

3. ნიორი– სიცოცხლის გახანგრძლივების ელექსირი. კარგად მოგეხსენებათ, რომ ნიორი ძალიან ბევრ რამეს კურნავს. მისი სადეზინფექციო და ანტიბაქტერიული თვისებები ყველასთვის ცნობილია. ის ასევე ძალიან სწრაფად აძლიერებს იმუნურ სისტემას, ზრდის მეტაბოლიზმს და კლავს პარაზიტებს. ტიბეტელი ბერები კი გვთავაზობენ ნიორის მეშვეობით სისხლისა და სისხლ-ძარღვების განმწმენდ ელექსირს.

მომზადება და გამოყენება: 40 გრამი დაქუცმაცებული ნიორი მოათავსეთ მინის კონტეინერში და დაასხით 100 მლ სპირტი ან არაყი. ნარევი შეინახეთ გრილ და ბნელ ადგილას 10 დღის მანძილზე. ჭამამდე ნახევარი საათით ადრე მიიღეთ ნაყენის 10 წვეთი, დღეში 2-3-ჯერ. კურსი ჩაიტარეთ 10 დღის განმავლობაში, დასაშვებია 1 თვემდე.

 

 

წყარო: intermedia.ge