EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ახალი პროექტი ჭკვიანი მრიცხველები - ელექტროენერგიის გადასახადი შესაძლოა გაიზარდოს »

კატეგორია: ბიზნეს ჟურნალი

ავტორი: admin

თარიღი: 2016-10-21 20:03:20

ახალი პროექტი ჭკვიანი მრიცხველები - ელექტროენერგიის გადასახადი შესაძლოა გაიზარდოს

image

არის თუ არა მოსალოდნელი დენის ტარიფის მატება. ენერგეტიკის სამინისტრო ახალი პროექტის განსახორციელებლად ემზადება, რომელიც ე.წ ჭკვიანი მრიცხველების დამონტაჟებას გულისხმობს. მომსახურეობის ახალ სისტემაზე გადასვლის საფასურს კი მოსახლეობა გადაიხდის.

ახალი მრიცხველი დღისით და ღამით დახარჯულ ელექტროენერგიას, სხვადასხვა ტარიფით აჯამებს. ეს პრაქტიკა ბევრ განვითარებულ ქვეყანაში უკვე წარმატებით არის დანერგილი. თუმცა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ საქართველო ასეთი ცვლილებებისთვის ჯერ მზად არ არის.

ენერგეტიკის სამინისტროში ჯერ ვერ აკონკრეტებენ სრულად რა დაჯდება საკმაოდ ძვირადღირებული პროექტის განხრციელება, თუმცა ადასტურებენ, რომ საფასურის ჩადება ტარიფში მოუწევთ, რაც მარტივად დენის გაძვირებას ნიშნავს.

თავდაპირველად ჭკვიანი მრიცხველები დიდ საწარმოებში დამონტაჟდება, რის შემდეგაც მეპატრონე თავად გადაწყვეტს შედარებით იაფ დენზე იმუშაოს თუ ჯერ გაურკვეველი რაოდენობით გაზრდილზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, იქ დასაქმებულ ადამინებს მუშაობა ღამე მოუწევთ.

 

წყარო: rustavi2