EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« 1918 წლის სომხეთ-საქართველოს ომი და სომხეთ-საქართველოს ტერიტორიალური საკითხი XX საუკუნეში (გაგრძელება) »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი: admin
თარიღი: 2016-10-22 23:27:05
სადავო ტერიტორიების ეთნიკური შემადგენლობა
თავის მხრივ სომხური მხარე სთვლიდა ორ სადავო მაზრას სომხეთის შემადგენელ ნაწილად მათი მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის მიხედვით. ნამდვილად, XX საუკუნის დასაწყისში ამ ორი მაზრის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდნენ ეთნიკური სომხები, მათი ქართული შემადგელობა კი შეადგენდა მხოლოდ უმნიშვნელო უმცირესობას. სრულიად რუსეთის 1897 წლის აღწერით ამ ორი მაზრის მოსახლეობა ხასიათდებოდა შემდეგნაირად:
ბორჩალოს მაზრა |
ახალქალაქის მაზრა |
|||
ეთნიკური შემადგენლობა | % მთელიმოსახლეობიდან | ეთნიკური შემადგენლობა | % მთელიმოსახლეობიდან | |
სომხები | 32.1 | სომხები | 71.1 | |
თათრები | 31.3 | თათრები Татары | 10.2 | |
ქართველები | 3.6 | ქართველები | 6.2 | |
რუსები | 5.6 | რუსები | 9.4 | |
ბერძნები | 16.7 | ბერძნები | 0.1 | |
გერმანელები | 1.4 | ქურთები | 1.1 | |
სხვანი | 9.3 | სხვანიi | 1.9 |
ცხრილი 1: ბორჩალოსა და ახალქალაქის მაზრების მოსახლეობის დაყოფა ეთნიკურ ჯგუფებად (წყარო: 1897 9 თებერვლის რუსეთის იმპერიის მოსახლეობის საყოველთაო აღწერა)
როგორც ზემოთმოყვანილი ცხრილით სჩანს, ბორჩალოს მაზრაში სომხები შეადგენდნენ მოსახლეობის მესამედზე ცოტა ნაკლებს, ამიტომ წარმოადგენდა ყველაზე მრავალრიცხოვან ეთნიკურ ჯგუფს. მაზრის სამხრეთით, ლორის მხარეში (2(2)) სომხები შეადგენდნენ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას. მხოლოდ მხარის დასავლეთში კომპაქტურად ცხოვრობდნენ რუსი სექტანტები (მალაკანები) ალავერდის რაიონში კი ბერძნები. ბორჩალოს მაზრის ჩრდილოეთი ნაწილი კი უფრო ჭრელი იყო, ზემოთ ჩამოთვლილი ეთნიკური ჯგუფებიდან იქ ბევრი თათარი ცხოვრობდა, აგრეთვე მნიშვნელოვანი რიცხვი გერმანელებისა და ქართველებისა.
ბორჩალოს მაზრის ეთნიკური ხასიათი XIX საუკუნის ბოლოსათვის გამოიყურებოდა ამგვარად:
მხარე | ცენტრი | მთელი მოსახლ. | მ.შ. ქართველი | მ.შ. სომეხი | მ.შ. თათარი | მ.შ. რუსი | მ.შ. ბერძენი | მ.შ. სხვანი |
ბორჩალო | შულავერი | 19109 | 8 | 6724 | 12377 | 0 | 0 | 0 |
ეკატერინენ-ფელდი | ეკატერინენ-ფელდი | 13973 | 560 | 1436 | 10028 | 8 | 727 | 1214 |
ლორე | ჟელალ-ოღლი | 32786 | 27 | 23339 | 1657 | 5315 | 2368 | 80 |
თრიალეთი | ბასკიჩეთი | 35989 | 3578 | 6333 | 8974 | 701 | 15891 | 512 |
სულ მაზრაში | 101857 | 4173 | 37832 | 33036 | 6024 | 18986 | 1806 |
ცხრილი 2:ბორჩალოს მაზრის მოსახლეობის დანაწილება ეთნიკურ ჯგუფებად (წყარო: თბილისის გუბერნიის მოსახლეობის კომლების სია 1887 წ.
ისტორიულად როგორც სომხები, ასევე ქართველები უძველესი დროიდან სახლობდენ ბორჩალოს მაზრაში, რაზეც მეტყველებენ არქიტექტურისა და კულტურის ძეგლები. კერძოდ, მაზრის სამხრეთის არქიტექტურული მემკვიდრეობა – ისტორიული ლორეს (ლეორეს) მხარის მიუთითებს, როგორც ქართული ასევე სომხური კულტურის არსებობის ნაკვალევზე. უპირველეს ყოვლისა ეს არის სომხური მონასტრები ოძუნში, სანაინსა და ახტალაში, აგრეთვე ქართული ეკლესიები ახტალასა და აქორში (ყველანი შუასაუკუნეების პერიოდისა). ამავე დროს ყოფილი მაზრის ჩრდილოეთით კულტურის ძეგლთა ხასიათში ლორესთან შედარებით უფრო მეტად სჭარბობს ქართული ელემენტი (მაგალითად უძველეს ქართულ ეკლესიათგან ჩვენამდის მოღწეული – V საუკუნის ბოლნისის სიონი აუტენთიკური ეპიგრაფიული წარწერით).
თითქმის ოთხსაუკუნოვანმა განუწყვეტელმა ომებმა, სანამ რუსეთის იმპერია საქართველოს შთანთქავდა, გამოიწვია ქართლ-კახეთის სამეფოს სამხრეთ-დასავლეთის საზღვრისპირა ტერიტორიის ეთნიკური სურათის შეცვლა, რომელიც მოიცავდა ბორჩალოს, შამშადინის და ბამბაკის (უკანასკნელი ორი ისტორიული ოლქი მოგვიანებით შევიდა ელიზავეტოპოლისა და ერევნის გუბერნიების კაზახისა და ნაწილობრივ ალექსანდროპოლის მაზრებში). მუსულმანური სახელმწიფოების – ოტომანების იმპერიისა და ირანის – ექსპანსიის და მომთაბარე ტომების გამუდმებული თავდასხმების შედეგი იყო ბორჩალო-ბამბაკის მიწათმოქმედი ქრისტიანი (ქართველებისა და სომხების) მოსახლეობის უმეტესი ნაწილის ამოწყვეტა ან წასვლა ამ მიდამოებიდან. დაცარიელებული ადგილები დასახლებულ იქნა თურქული მომთაბარე ტომებით, რომელთა შთამომავლებიც დღესაც ცხოვრობენ ამ ადგილებში. (2(3)) რუსეთთან შეერთების შემდეგ, იმპერიული ადმინისტრაცია, ცდილობდა რა მხარის ნაწილობრივ დეპოპულაციას და ამაგრებდა თავის იქ ყოფნას, ასახლებდა იქ თურქეთიდან ლტოლვილ ქრისტიანებს (სომხებსა და მცირე რაოდენობით ბერძნებს) და კოლონისტებს ცენტრალური რუსეთიდან და გერმანიიდან, რაც უფრო მეტად ართულებდა ბორჩალოს მაზრის ეთნიკურ პალიტრას. რაც შეეხება ახალქალაქის მაზრას, როგორც პირველი ცხრილიდან სჩანს, XX საუკუნის დასაწყისისთვის სომხები შეადგენდნენ მთელი მოსახლეობის 17%. ქართველების რაოდენობა თუმც ცოტატი მაღალი იყო, ვიდრე ბორჩალოში, მაგრამ მცირედით აღემატებოდა მოსახლეობის საერთო რაოდენობიდან 6%. ამგვარი ეთნო-ლინგვისტური სურათი ჯავახეთში(ახალქალაქის მაზრაში) ჩამოყალიბდა გაცილებით მცირე პერიოდში, ვიდრე მეზობელ ბორჩალოში, კერძოდ კი XIX საუკუნის ბოლო ორი მესამედის განმავლობაში, როდესაც ეს ტერიტორია თურქეთიდან რუსეთის შემადგენლობაში გადავიდა. ქართველების უმრავლესობა, რომლებიც ჯავახეთში 1827 წლისათვის ცხოვრობდნენ (რუსეთ-თურქეთის მორიგი ომის დასაწყისის წინ) რამოდენიმე თაობის მანძილზე, ოტომანების იმპერიასთან ლოიალურ დამოკიდებულებაში იყვნენ და მხოლოდ უმნიშვნელო რიცხვი აღიარებდა მართლმადიდებლობას ან კათოლიციზმს (ქართველები, რომლებიც უარს ამბობდნენ მიეღოთ მუსულმანობა ან კათოლიციზმი მასიურად იქნენ გამოდევნილი ამ მხარიდან XVII – XVIII საუკუნეების განმავლობაში). 1828-1829 წლების რუსეთ თურქეთის ომის მსვლელობისას ჯავახეთის გამუსულმანებულმა ქართველობამ რუსეთს ძლიერ მედგარი წინააღმდეგობა გაუწია, ომის შედეგად მათმა უმრავლესობამ დასტოვა მათი ტრადიციული დასახლების ადგილები და წავიდნენ თურქეთში. მათი ადგილი დაიკავეს უმეტეს წილად თურქეთის არზრუმის ვილაიეთიდან გადმოსახლებულმა სომხებმა, რომლებიც მოვიდნენ რუსეთის იმპერიის მთავრობის მოწვევით.
სიტუაცია ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლებისა ყოფილ ახალქალაქის მაზრაში ასევე არსებითად განსხვავდებოდა ბორჩალოსაგან. აქ ჩვენ ვხედავთ ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დიდი რაოდენობას ადრეული და განვითარებული შუასაუკუნეების პერიოდიდან, რომელიც მოიცავს ქალაქ-ციხესიმაგრა ვარძიას, ზედა თმოგვის კლდოვან-მონასტრულ კომპლექსს, აზავეთის, ფოკას, კუმურდოს ეკლესიებს და მრავალ არქიტექტურულ ძეგლებს. ამავე დროს სომხური ეკლესიები ახალქალაქის მაზრდაში მრავლდებიან არაუადრეს XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან. დასასრულს, მთელი ზემოხსენებული საჭიროება დამატებას, რომ პირველი მსოფლიო ომის დროოს ორთავე მაზრაში მოვიდა თურქეთიდან ლტოლვილი სომხების მნიშვნელოვანი რაოდენობა, რომლებიც გადაურჩნენ 1915-1918 წლების ეთნიკურ წმენდებს.
საზღვრების გაყოფის ზღურბლზე: კონცეპტუალური კონფლიქტი და ურთიერთგაგების არქონა
ასე, რომ 1918 წლისათვის ორი ახლად შექმნილი სახელმწიფო – სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკა (სდრ) და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (სდრ) აღმოჩნდნენ ფიზიკური შეხების წერტილებში და მათ წინაშე წარმოიშვა ტერიტორიული გამიჯვნის აუცილებლობის საკითხი, მხოლოდ მხარეთა პოზიციები, როგორც უკვე ზემოთ ითქვა, შორს იყო თბილისის გუბერნიის ორი მაზრის ახალქალაქისა და ბორჩალოს ტერიტორიული კუთვნილების საკითხის კონსესუსისაგან.
იმ დროისათვის, ოფიციალური თბილისი მტკიცედ იდგა თბილისის გუბერნიის სამხრეთის საზღვრების შეუქცევადობაზე, როგორც საქართველოს ახალი სახელმწიფოებრივი საზღვრები, სომხეთის წამომადგენლობა კი ამტკიცებდა, რომ ყოფილი საიმპერიო გუბერნიების საზღვრები არ უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, რადგან არ შეესაბამება არც ეთნიკურ, არც ისტორიულ საზღვრებს. [2[1]] სომხურმა მხარემ ქართულ მხარეს შეახსენა აგრეთვე იმის შესახებ, რომ 1917 წელში პეტროგრადში ამიერკავკასიის სამხარეო კონფერენციის მსვლელობისას ქართველი სოციალისტები, რომლებიც ერთი წლის მთავრობას ხელმძღვანელობდენ, დაჰპირდნენ სომხეთის ნაციონალისტურ პარტიებს მთელი რიგი ადმინისტრაციული საზღვრების გადახედვას ეთნიკური პრინციპების შესაბამისად (2(2)). ამ დანაპირების საფუძველზე, სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ამ დანაპირებზე დაყრდნობით საქართველოსაგან მოითხოვდა უარი ეთქვა მთელს რიგ სასაზღვრო ტერიტორიებზე, რომელზედაც ეთნიკური სომხები შეადგენდნენ მოსახლეობის უმრავლესობას [2[3]]. 1919 წლის ოფიციალური თბილისის მტკიცების თანახმად კი სომხური მხარის მიერ მითითებული მოლაპარაკებები არ იყო საკუთრივ მოლაპარაკებები, არამედ – მხოლოდ კონსტრუქციული ინიციატივის გამოვლენა, რომელიც ეხებოდა ერთიან ფედერალურ სახელმწიფოს ფარგლებში (რეფორმირებულ რუსეთის იმპერიაში) გამიჯვნას მხოლოდ და მხოლოდ სამეურნეო-ეკონომიკური საქმიანობისა და ადმინისტრირების მოხერხებულობისათვის. მსგავსი განცხადებები – ამტკიცებდნენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები – გაკეთებული იყო საქართველოსა და სომხეთის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე და არ შეიძლება იყოს მიღებული სახელმწიფო საზღვრების განსაზღვრისას.
ამგვარად, 1918 წლის შემოდგომაზე საქართველოსა და სომხეთს შორის არ არსებობდა სადავო ტერიტორიების, ორი მაზრის – ბორჩალოსა და ახალქალაქის, მომავალი კუთვნილების გამო თანხმობა. ამას გარდა, სომხურმა მხარემ წამოაყენა პრეტენზია გორის მაზრის პატარა ნაწილზე, სთავაზობდნენ საზღვარი გაევლოთ ცხრაწყაროს უღელტეხილზე.
შეიარაღებული კონფლიქტის დაწყება: ოქტომბრის შეტაკებები
1918 წლის 18 ოქტომბერს სომხეთის სამხედრო რაზმი სამხრეთიდან სადემარკაციო ხაზით შევიდა ქართველების მიერ კონტროლირებად კობერის სარკინიგზო გასაყარზე (2(1)). გერმანიის სარდლობამ, რომელიც ჯერ კიდევ იმყოფებოდა რეგიონში, სომხებისაგან მოითხოვა კობერის დატოვება, მაგრამ ეს მოთხოვნა არ იქნა შესრულებული. სიტუაცია იმითაც მძიმდებოდა, რომ გერმანელებს თითქმის აღარ ჰყავდათ ხალხი, რამდენადაც აღნიშნულ პერიოდში როგორც გერმანიის, ასევე თურქეთის ჯარებმა დაიწყეს ევაკუაცია, მიუხედავად ქართული მთავრობის ძალისხმევისა, რომელიც მიმართული იყო იქითკენ, რომ გერმანიის ჯარების ნაწილები რაც შეიძლებოდა დიდხანს დარჩენილიყო, თუნდაც ვორონცოვკის რაიონში 3 (2).
საჭიროა აღინიშნოს, რომ როგორც ქართული ისე გერმანული ნაწილები სადემარკაციო ხაზის ზონაში მცირერიცხოვანი იყვნენ და ჰქონდათ მხოლოდ სასაზღვრო და არა საბრძოლო ფუნქცია. ასე მაგალითად, ქართულ-გერმანული დაცვის ნაწილები სოფელ კარინჯში ითვლიდა 20 ქართველ და 12 გერმანელ სამხედროს ერთი ოფიცრით. სხვა ნაწილები იყო ძლიერი მაგრამ უნიშვნელოდ მეტი. განვითარებული მოვლენების მსვლელობისას ქართველები და გერმანელები მოითხოვდნენ თბილისისგან შევსებას. 2 (3)
ქართულმა სარდლობამ დახმარების მოწოდების საპასუხოდ სანანიანი კონფლიქტის ზონაში გაგზავნა 2 ჯავშანმატარებელი და 250 კაციანი რაზმი. ამგვარად, სომხეთის ნაწილმა დასტოვა კობერის სადგური, განალაგა რა ნაწილები რკინიგზის დასავლეთით და აღმოსავლეთით მაღლობებზე. საქართველოს ულტიმატუმზე, დაეტოვებინათ სადემარკაციო ხაზის სამხრეთით სადგური შაგალი, სომხებმა უარით უპასუხეს. ამავდროს საქართველოს მთავრობამ მიიღო პრემიერ კაჩაზნუნის მიერ ხელმოწერილი სამთავრობო შიფროგრამმა იმ დროისათვის სომხების მიერ კონტროლირებად აღსტაფიდან, რომელიც შეიცავდა შემდეგ ტექსტს:
მინისტრთა თავმჯდომარეს ჟორდანიას, ასლი საქართველოში სომხეთის რწმუნებულს ჯამალიანს. დილიჟანის რაზმის უფროსმა მომახსენა, რომ ქართულმა არმიამ მას წაუყენა ულტიმატუმი შაგალის სადგურის დატოვების შესახებ. ჩემს მიერ სომხურ მხარეს მიეცა ბრძანება, რათა არ დასტოვონ სადგური, ხოლო ქართველების მიერ შეტევაზე გადასვლის შემთხვევაში – განახორციელოს თავდაცვითი ბრძოლა. მრავალტანჯული სომხეთისა და საქართველოსთვის ახალი უბედურებების თავიდან ასაცილებლად, სიმართლისა და სამართლიანობის სახელით გთხოვთ, თავი შეიკაოთ აგრესიული ქმედებისაგან და დასტოვოთ ქართული ჯარები არსებულ ხაზზე. ყველა სასაზღვრო საკითხს გადავჭრით მოლაპარაკებების გზით. შეგახსენებთ, რომ საქართველო არ აცხადებს პრეტენზიას ლორეზე და მას მხოლოდ დროებითად იკავებს, რათა არ დაიკაოს ის მესამე ძალამ. ველი თქვენს პასუხს მინისტრთა თავმჯდომარე კაჩზნუნი 2 (4). 23 ოქტომბერს სომხურმა ნაწილებმა სამი ასეულით შეუტიეს გერმანულ პოსტს სოფელ კარინჯში და აიძულეს უკან დაეხიათ გერმანელებს. საქართველოს სარდლობამ გერმანელების დასახმარებლად გაგზავნა ქვეითთა ასეული და ჯავშანმატარებელი. მომდევნო დღეს საქართველოს მთავრობამ ბორჩალოში გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, მაზრის უფროსად დანიშნა გენერალი წულუკიძე.
სქემა 2: ქართული და გერმანული ნაწილების განლაგება სადემარკაციო ხაზის ჩრდილოეთით: თურქული პოსტების შეცვლა სომხურით: პირველი შეტაკებები (1918 წლის ოქტომბერი)
სქემის განმარტება:
♦ სადემარკაციო ხაზი, აგრეთვე რუსეთის იმპერიის დროინდელი ადმინისტრაციული საზღვრები თანამედროვე საერთაშორისო საზღვრები ემთხვევა I სქემის აღნიშვნებს (ნახეთ ზემოთ)
♦ ქართული და გერმანული პოსტები აღნიშნულია სამკუთხა ალმებით – შესაბამისად შავთეთრითა და თეთრი შავი ჯვრებით. მუქი ალუბლისფერი ალმებით შავ-თეთრი კანტით აღნიშნულია ქართული შტაბი, წითელ-თეთრ-შავი ჯვრიანი ალმებით – გერმანული შტაბი.
♦ ყვითელი ფერით აღნიშნულია ტერიტორიები, რომლებიც იმყოფება საქართველოს ფაქტიური კონტროლის ქვეშ.
♦ წითელი დახრილი ნახევარმთვაიანი ალმებით და გვერდით ვერტიკალური ყვითელ-წითელი ალმებით აღნიშნულია თურქული პოსტები, რომლებიც სომხებმა შეცვალეს, სამფეროვანი წითელ-ცისფერ-ყვითელი ალმებით აღნიშნულია სომხური შტაბი.
♦ სომხეთის ჯარების მოქმედებები აღნიშნულია ლილისფერით, ქართულის კი ცისფრით, ჯავსანმატარებლის მოქმედების ჩათვლით.
25-27 ოქრომბერს ბრძოლები გრძელდება სოფელ კარინჟის რაიონში, რომელიც რამდენჯერმე გადადის ხელიდან ხელში. ჯავშანმატარებლის ჩართვა საბრძოლო მოქმედებებში იწვევს გარდატეხას საქართველოს სასარგებლოდ. უკვე 26 ოქტომბერს ერევნიდან პრემიერმინისტრ ოვანეს კაჩანზნუნის სახელით იგზავნება ტელეგრამა საქართველოს მთავრობას შეტყობინებით – სომხური ნაწილების მიერ ცატერისა და კარინჯის დატოვების შესახებ. ამასთანავე სომხური ჯარების მიერ ამ სოფლების დაპყრობა ცხადდება გაუგებრობით,. ტელეგრამა შეიცავს აგრეთვე მოწოდებას სასაზღვრო საკითხისათვის კონფერენციის მოწვევის შესახებ. ამით ქართველებსა და სომხებს შორის სამხედრო მოქმედებები დროებით იქნა შეწყვეტილი.
მკვლევარ არჩილ ჩაჩხიანის აზრით, სომხეთის მთავრობის მხრიდან ოქტომბრის ინციდენტს ჰქონდა მიზანი, ეჩვენებინა ანტანტის მოკავშირე სახელმწიფოებისათვის ერთგულება ცენტრალური ბლოკის კაპიტულაციის წინადღეებში საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების დაწყების გზით, რომელიც იმ დროისათვის ფორმალურად გერმანიის მოკავშირეს წარმოადგენდა და საქართველოში ჯერ კიდევ მყოფი გერმანული ჯარების წინააღმდეგ 2(5). წინ გავუსწრებთ და ავღნიშნავთ, რომ ომის მოერე ეტაპი – 1918 წლის დეკემბერში – დაიწყო ბაქოში ბრიტანული ჯარების შეყვანისთანავე, რაც შესაძლებელია, არ წარმოადგენდა შემთხვევით დამთხვევას.
ამავ დროს პროფესორი რიჩარდ ოვანისიანი ვარაუდობს, რომ ოქტომბრის ინციდენტი იყო მხოლოდ „ქართული ძალების მოსინჯვა“ სომხეთის სამხედროების მიერ იმ მიზნით, თუ რამდენად სერიოზულ წინააღმდეგობას წააწყდებოდა სადაო ტერიტორიების სომხეთისათვის ძალისმიერი მიერთების შემთხვევაში 2(6).
აუცილებელია აგრეთვე თურქეთის როლის აღნიშვნა სომხურ-ქართული კონფლიქტის გაჩაღებაში. ჯერ კიდევ 5 ოქტომბერს, როდესაც ოტომანთა იმპერია ემზადებოდა კაპიტულაციისათვის, და კავკასიიდან მისი ჯარების გაყვანა იწყებოდა, ერევანში მყოფი თურქეთის გენერალმა ხალილ ფაშამ თავისთან მიიწვია რამოდენიმე სომეხი ოფიცერი და შესთავაზა მათ დაეკავებინათ არა მარტო თურქების მიერ ოკუპირებული ეჩმიაძინის მაზრის ნაწილი (ბამბაკი), არამედ აგრეთვე ლორეს ნაწილში კამენკის სამხრეთით ბუფერული ზონა 2 (8).
იმავდროულად თურქეთის წარმომადგენელმა საქართველოში აბდულ კერიმ ფაშამ ანალოგიური წინადადებით მიმართა ქართველებსაც. 3 (8).
საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, სამ დღეში ლორეს ნაწილში კაპიტულაცის გამოაცხადა თურქეთმა, ხელი მოაწერა მუდროსის ზავს. შემდგომი თერთმეტი დღის განმავლობაში ომიდან გავიდნენ ავსტრო-უნგრეთი და გერმანია. პირველი მსოფლიო ომი დამთავრდა. ანტანტის ქვეყნების შეთანხმებით სამხრეთ კავკასია უნდა გადასულიყო დიდი ბრიტანეთის გავლენის სფეროში. ნოემბრის პირველ რიცხვებში ბრიტანული საექსპედიციო კორპუსის სარდალმა სპარსეთში გენერალ-მაიორმა სერ უილიამ მონტგომერ ტომსონმა, რომელიც იმ დროს კასპიის ირანის პორტ ენსელში იმყოფებოდა, გააკეთა ცნობილი განცხადებების მთელი რიგი, რომლებიც სხვასთან ერთად მოიცავდა შემდეგ პოლიტიკურ დადგენილებებს:
1. 1918 წლის 17 ნოემბრის ათსაათამდის თურქეთისა და გერმანიის ჯარებს უნდა დაეტოვებინათ რუსეთის კავკასიის ფარგლები 1914 წლის კავკასიის სამეფისნაცვლო საზღვრებში.2
2. ქალაქი ბაქო და ნავთობსარეწები და ბათუმის პორტი ექვემდებარება ბრიტანულ ოკუპაციას წესრიგის დაცვისათვის და არავითარ სხვა სამხედრო ნაწილებს არ შეუძლიათ დაშვებულ იქნენ ბრიტანული ოკუპაციის ზონაში.
3. დიდი ბრიტანეთი კავკასიას განიხილავს როგორც მისი მოკავშირის ტერიტორიის ნაწილს, თუმც არ გამორიცხავს ადგილებზე არსებულ დე ფაქტო მთავრობებთან თანაშრომლობას.
4. დიდი ბრიტანეთი მისი რწმუნებულების სახით გააკონტროლებს საერთაშორისო ვაჭრობას და წესრიგის დამცავ ორგანოებს კავკასიაში, არ ჩაერევა რა რეგიონის სხვა საშინაო საქმეებში. 2 (9)
17 ნოემბერს ბაქოში შევიდა პირველი ბრიტანული საექსპედიციო კორპუსი, 15 დეკემბერ ს კი მოჰყვა ბათუმის ოკუპაცია ოლქთან ერთად. ბრიტანეთის სარდლობა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში იტოვებდა კავკასიის სხვა მთავარ ქალაქებში ჯარების გაგზავნის და იქ თავისი გარნიზონის განლაგების უფლებას.
აზერბაიჯანის, საქართველოსა და მთიელთა რესპუბლიკის მთავრობები დიდი სიფრთხილით შეხვდნენ რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის მოცემულ ცვლილებებს. სომხეთში ბრიტანეთის ჯარების შემოსვლა იწვევდა ოპტიმისტურ აღტკინებას და წარმოქმნა „ბრწყინვალე მომავლის“ ახალი იმედები, სომეხი ხალხისათვის ანტანტის მაღალი წარმომადგენლების მიერ მრავალი, თუმც დაუკონკრეტებელი დაპირებებით. 2 (10).
წყარო: iberiana.wordpress.com