EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« როგორ გადავიტანოთ ფოტოზე საკუთარი გარეგნობა ნაკლის გარეშე »
კატეგორია: საინტერესო ამბებიავტორი: Nia
თარიღი: 2016-10-23 14:58:18
ფოტოგენურობა სულაც არ არის თანდაყოლილი, ბევრ ადამიანს კი სწორედ ასე მიაჩნია. იგი შეგიძლიათ შეიძინოთ. ჩვენ რამდენიმე ხრიკს შემოგთავაზებთ, რომელიც მეტ ფოტოგენურობას მოგანიჭებთ გადაღებისას:
- ფოტოების გადაღებისას ძალიან მნიშვნელოვანია მაკიაჟი. ფლეში ყველაფერს ძალიან გამოკვეთს ხოლმე, ამიტომ სახეზე თუ ისვამთ რამეს, აუცილებლად კისერზე და მხრებზეც წაისვით. გაიმუქეთ წარბები, ნაკვთები ფოტოებში სიმკვეთრეს კარგავენ. გამოკვეთეთ ყვრიმალებიც, ლოყა თუ შეფერილი არ გექნათ, ფოტოში სახე ორგანზომილებიანი გამოგიჩნდებათ. ტუჩებზე ღია ფერის საცხი უფრო ახალგაზრდას გამოგაჩენთ, ვიდრე მუქი.
- პორტრეტში ყველაზე მნიშვნელოვანი თვალებია, ასე რომ ფართოდ გაახილეთ. თუკი ფოტოებში თვალები გეხუჭებათ, სურათის გადაღებამდე დახუჭეთ და გაჩხაკუნებამდე ნელ-ნელა გაახილეთ. ასე დაემშვიდობებით ნახევრად დახუჭულ თვალებს.
- სანამ ფოტოს გადაიღებდეთ, შუქს შეხედეთ, ეს თვალის გუგებს დააპატარავებს და წითელ თვალებსაც აირიდებთ.
- თუკი ბუნებრივი სიწითლის მოშორება გსურთ, თვალების გადასაწმენდად და გამოსაცოცხლებლად შესანიშნავი საშუალებაა “ვიზინიც” (თვალის წვეთები).
- თუ გინდათ, რომ თვალები გიბრჭყვიალებდეთ სინათლის წყაროს შეხედეთ, ლამფა ან ანთებული ნაძვის ხის ათინათები შესანიშნავი იქნება.
- ეცადეთ, პირდაპირ არ გაუსწოროთ სახე კამერას. ოდნავ თუ თავს დახრით, ეს ნაკვთებს მეტ სიღრმეს მისცემს.
- ზემოდან გადაღებული ფოტო უფრო კარგი გამოდის ვიდრე ქვემოდან. ასე რომ, თუკი იმ ადამიანზე მაღალი ხართ, ვინც ფოტოს გიღებთ, უმჯობესია დაჯდეთ.
- არ დადგეთ პირდაპირ განათების ქვეშ, ეს უცნაურ ჩრდილებს გაგიჩენთ სახეზე. უმჯობესია სახეზე პირდაპირ ან ოდნავ გვერდულად გირტყამდეთ შუქი, მაგალითად ფანჯრიდან.
- თეთრი კედლის წინ გადაღებული ფოტო უკეთესი გამოდის. ღია ფერის ფონი სახეს გაგინათებთ, გარდა ამასა, კამერას ფერების საუკეთესო ბალანსის პოვნაში ეხმარება. ასე რომ, ყვითელი ან იისფერი კანის ფერს, თავიდან აირიდებთ.
- დგომისას სცადეთ წითელი ხალიჩის პოზა: ხელები წელზე, სხეული ოდნავ გვერდულად და სახე კამერისკენ. ეს კლიშეა, მაგრამ ბევრად უფრო ლამაზ სხეულს აჩენს.
- როცა ხელში რაიმე გვიჭირავს, ეს ხასიათის თავისებურებებს გამოკვეთს და თან დაძაბულობის მოხსნაში გვეხმარება. თუმცა საგანი სწორად უნდა შეირჩეს, მაინცდამაინც წითელ ერთჯერად ჭიქას ნუ ,,დაეყრდნობით“.
- მოულოდნელი ფოტოსთვის 5 წამშიც შეგიძლიათ მოემზადოთ, სახეზე ქაღალდის ხელსახოცი გადაისვით და ლოყებზე იჩქმიტეთ. ეს სახეს აუცილებლად გამოაცოცხლებს.
- დაივიწყეთ ,,,ჩიიიზ“. მაგას სჯობს რაიმე მხიარულზე იფიქროთ. საუკეთესო ვარიანტში კი ფოტოგრაფს გაეხუმროთ. ბუნებრივი ღიმილი წარუმატებელი ფოტოს გადაღების შანსს ამცირებს. მრავალნაცადია წითელი ხალიჩის ღიმილიც, როცა ენას კბილების უკან მალავთ, კბილების სულელურად დაკრეჭვა რომ თავიდან აიცილოთ.
- კარგად დააკვირდით თქვენს საყვარელ ფოტოებს და აღმოაჩინეთ რა აქვთ საერთო. ერთნაირი კუთხიდან არის გადაღებული? განსაკუთრებულად იღიმებით? ერთნაირი მიმიკა გაქვთ? ერთნაირი პოზა? ეცადეთ, შემდეგ ფოტოშიც დაახლოებით იგივე გაიმეოროთ.
- და ბოლოს – გადაიღეთ მეტი ფოტო. ადამიანები, რომლებიც თავს არაფოტოგენურებად მიიჩნევენ, ერიდებიან ფოტოს გადაღებას, არადა რაც უფრო მეტ ფოტოში მოხვდებით, მით უფრო მეტია შანსი რომელიმეში კარგად გამოხვიდეთ. ცნობილი მოდელებიც კი ვერ ახერხებენ ამას. განსაკუთრებით თავიდან.