EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ტუჩის ჰერპესი და სამკურნალო რეცეპტები »
კატეგორია: იყავით ჯანმრთელიავტორი: admin
თარიღი: 2016-10-26 19:31:48
ტუჩის ჰერპესი ჰერპესვირუსით გამოწვეული გამონაყარია რომელიც ხასიათდება დაჯგუფებული წვრილბუშტუკოვანი გამონაყარი ტუჩის არეში. იგი იმ შემთხვევაში ვითარდება, როცა ორგანიზმის იმუნიტეტი სუსტდება. იმუნიტეტის დასუსტების მიზეზი კი შეიძლება იყოს გადატანილი ინფექციები, ქრონიკული დაავადებები, სტრესული სიტუაციები, დღის რეჟიმისა და კვების რაციონის ბალანსის დარღვევა; გამონაყარი უპირატესად გაცივებისას იმიტომ ვლინდება ხოლმე, რომ ე.წ. რესპირატორული ვირუსული ინფექცია კიდევ უფრო აძაბუნებს ორგანიზმის იმუნიტეტს.
ჰერპესის სახეობები:
- «გაციება» ტუჩებზე (I ტიპის ვირუსი);
- გენიტალური ჰერპესი (II ტიპის ვირუსი);
- გამონაყარი ვირუსი (III ტიპი);
- ეპშტეინ-ბარის ვირუსი (IV ტიპი);
- ციტომეგალოვირუსი.
ჰერპესის სხვა სახეობები ნაკლებად შესაწავლილია ან გამოვლენის სიმპტომები სუსტი აქვთ.
ჰერპესვირუსული ინფექციის გადატანის შემდეგ მარტივი ჰერპესის ვირუსი ნერვულ უჯრედებში ინახება. გარკვეული ფაქტორების ზემოქმედების შედეგად ის აქტიურდება და გამონაყრის განვითარებას იწვევს. მაპროვოცირებელ ფაქტორებს მიეკუთვნება:
- ვირუსული ინფექცია და ცხლება
- ჰორმონალური ცვლილებები, მაგალითად, მენსტრუაციასთან დაკავშირებული
- სტრესი
- დაღლილობა
- მზის შუქის ან ქარის ზემოქმედება
- იმუნურ სისტემაში მომხდარი ცვლილებები.
ჰერპესული გამონაყარი შემდეგ ეტაპებს გაივლის:
- ქავილის შეგრძნება
- ბუშტუკები
- ფუფხით დაფარული გამსკდარი ბუშტუკები.
ზოგჯერ გამონაყარს შეიძლება თან ახლდეს:
- ცხელება
- მტკივნეული ღრძილები
- ყელის ტკივილი
- თავის ტკივილი
- კუნთების ტკივილი
- გადიდებული ლიმფური კვანძები.
გამონაყრის არსებობის პერიოდში ადამიანი ზოგიერთ შემთხვევაში გადამდებია. ინფექცია პირდაპირი კონტაქტით ან საერთო მოხმარების ნივთებით გადაეცმა.
დიაგნოზი გამონაყრის დათვალიერების საფუძველზე ისმება. იშვითად ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარება შეიძლება გახდეს საჭირო.
საშიშროება
ავადმყოფი პირველივე სიმპტომებზე უნდა მივიდეს ექიმთან, რათა გაარკვიოს როგორ უნდა მოხდეს დაავადების მკურნალობა. დაგვიანება საშიშია იმით, რომ დაწეული იმუნიტეტის და ვირუსის გამწვავების ფონზე, შესაძლოა გაჩნდეს უფრო სერიოზული და მძიმე დაავდებები, როგორიცაა მაგალითად:
- მხედველობის ორგანოების (მხედველობითი ნერვის ნევრიტი);
- პირის ღრუს დაავადებები (სტომატიტი);
- ლორანგიტი (ვესტიბულარული აშლილობა);
- ფილტვების დაავადებები (მაგ: პნევმონია);
- გულსისხლძარღვთა დაავადებები (მიოკარდიოპათია);
- ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები (ენცეფალიტი);
- სასქესო ორგანოების დაავადებები (საშვილოსნოსშიდა ინფექცია, შვილოსნობის ფუნქციის დარღვევა).
პროფილაქტიკა
პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
- იმუნიტეტის კონტროლი;
- ჰიგიენის ნორმების დაცვა.
ტუჩის ჰერპესი მკურნალობის გარეშე 3-4 კვირის განმავლობაში უკუგანვითარდება. პროცესის დასაჩქარებლად ზოგჯერ ანტივირუსული მედიკამენტები გამოიყენება კრემის ან დასალევი ფორმით. ტკივილის და დისკომფორტის შესამცირებლად ცივი საფენები და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები ან მალამოების გამოყენება შეიძლება.
მკურნალობა.
კრაზანის ზეთი
100 გ ბალახი დააქუცმაცეთ, დაასხით 1 ჩ/ჭ ზეითუნის ზეთი, ნახევარი საათი ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში, შემდეგ მოათავსეთ ბნელ ადგილას 10-12 დღე და ამის შემდგომ გადაწურეთ. ეს ზეთი შეგიძლიათ გამოიყენოთ დაჟეჟილობების, გარეგანი სისხლჩაქცევების, მცირე ზომის ჭრილობების არეში შესაზელად, ასევე ამ ზეთით უნდა დაიზილოთ ჰერპესით დაზიანებული არე - რაც შეიძლება ხშირ-ხშირად. საკმაოდ ეფექტიანია ჰერპესის სამკურნალოდ ასეთი საცხიც: მრავალძარღვას ფოთლები დაფქვით და აურიეთ ერბოში ისე, რომ მიიღოთ სქელი მასა.
კრაზანა
კრაზანა მდიდარია ფლავონოიდებით, ფლუორესცენციური და საღებავი ნივთიერებებით, კაროტინით, ეთერზეთებით, ნიკოტინის და ასკორბინის მჟავებით, P და PP ვიტამინებით, ქოლინით, საპონინებით, სპირტებით, ალკალოიდებით, სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით. კრაზანის პრეპარატებს მრავალმხრივი ფარმაკოლოგიური მოქმედება აქვს. მათ შორის აღსანიშნავია ძლიერი ანტიბაქტერიული, ანტიანთებითი, ნაღველმდენი, კენჭსაწინააღმდეგო, სპაზმების მომხსნელი, კაპილარების კედლების გამამაგრებელი ეფექტი. კრაზანა ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ხახა-სასის, კუჭ-ნაწლავის, ღვიძლისა და თირკმლების დაავადებების სამკურნალოდ. ამ მცენარის ნაყენით მკურნალობენ პირის ღრუს ლორწოვანის ანთებით პათოლოგიებს, გინგივიტებს, სტომატიტებს.
კრაზანის ნაყენი გამოიყენება აგრეთვე გარეგანი პათოლოგიების (პანარიციუმის, ფლეგმონის, აბსცესის, ფურუნკულის, კარბუნკულის, ტროფიკული წყლულის, დამწვრობის) სამკურნალოდ. მისი ეფექტიანობა დაკავშირებულია მცენარის ანტიბაქტერიულ, ქსოვილთა რეგენერაციულ და ჭრილობის შემახორცებელ თვისებებთან.
ნიორი
ნივრის კბილი გაჭერით და გაჭრილი ზედაპირით ნახევარი საათის განმავლობაში ისვით ჰერპესული გამონაყარის არეში.
გარდა ამისა, შეურიეთ 250 გ ჭარხლის, 2 ცალი სტაფილოს, 1 ვაშლის და 1 კონა ოხრახუშის წვენი და სვით დღის განმავლობაში. ამ ნარევში იმუნიტეტისთვის სასარგებლო ბევრი ვიტამინი და მინერალი ყოფილა - იმუნიტეტის ამაღლება კი მნიშვნელოვანია ჰერპესის დროს.
ყინული
გამონაყართან ბრძოლის ყველაზე საიმედო და სწრაფი მეთოდია ყინული: როგორც კი იგრძნობთ ჰერპესის პირველ ნიშნებს - შეწითლებასა და ქავილს, მაშინვე დაიდეთ ამ ადგილზე ყინულის ნაჭერი და 2 საათის განმავლობაში ცვალეთ. ეს ტიბეტური მეთოდია და 100%-იან შედეგს იძლევა.
ყინულის გამოყენება დადებით შედეგს მოგცემთ, რადგან ადგილობრივი ანთებით-ალერგიული რეაქციების დროს ცივის გამოყენებისას ანთებითი და შეშუპებითი პროცესები უკუგანვითარდება, თუმცა ამ მეთოდის გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო, რომ არ განვითარდეს ნერვის ანთება