EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« როგორ მოვამზადოთ ტრადიციული ჩინური ბრინჯი? »

კატეგორია: გურმანი

ავტორი: admin

თარიღი: 2016-10-27 01:16:34

როგორ მოვამზადოთ ტრადიციული ჩინური ბრინჯი?

როგორ-მოვამზადოთ-ტრადიციული-ჩინური-ბრინჯი?

გიყვართ ჩინური სამზარეულო? გაინტერესებთ, როგორ მზადდება ტრადიციული ჩინური ბრინჯი და რით არის განსაკუთრებული? პეკინიდან ჩამოსული ჩინელი მზარეული სპეციალურად მაყურებლისთვის ბრინჯს მოამზადებს.

 

 

ინგრედიენტები

ბრინჯი მოხარშული - 400 გრ ან 4 ჭიქა;

ჯინჯერი, ანუ ჯანჯაფილი – 3 სმ სიგრძის (სურვილისამებრ);

კვერცხი – 3 ცალი;

სოიოს სოუსი, (მსუბუქი) – 2 ჩაის კოვზი;

ხამანწკების სოუსი – 2 ჩაის კოვზი (სასურველია);

მწვანე ხახვი – 2 ცალი;

ბოსტნეული – 250 გრ საერთო ჯამში ან 2 ჭიქა;

საერთოდ უმატებენ 2 ან 3 სახის ბოსტნეულს მაქსიმუმ;

სურვილისამებრ:

ბარდა, სტაფილო,, სიმინდი მარცვლებად, ან ჩვილი სიმინდი დაჭრილი; მწვანე ფრანგული ლობიო (წვრილი), ბულგარული წიწაკა, და ა.შ.

ასევე, შეიძლება შერეული ქონდეს – წვრილად დაჭრილი ლორი.

 

მომზადების დრო – 10 წუთი;

ინვენტარი – ვოკი, ან ფართე ძირიანი ტაფა; ხის კოვზი.

2


მომზადების წესი

წინასწარ მოხარშეთ ბრინჯი და გააცივეთ, ასე ფანტია იქნება, ან წინა დღის ნარჩენი გამოიყენეთ;

დაჭერით ბარდის (გაროხის) მარცვლის ხელებზე სხვა ბოსტნეულიც, ან დახეხეთ - სურვილისამებრ;

გაახურეთ ტაფა და დაასხით 2 სადილის კოვზი ზეთი;

ათქვიფეთ კვერცხი და დაასხით ტაფაზე, მუდმივად ურიეთ, თან კოვზით შეეცადეთ დააქუცმაცოთ კვერცხი;

როცა კვერცხი მომზადდება, გადმოიღეთ თეფშზე და იმავე ტაფაზე შეწვით ბოსტნეული ცოტაოდენი ზეთის დამატებით;

დაახლოებით 3-4 წუთში ბოსტნეული მზად იქნება და დაამატეთ დაჭრილი ჯინჯერი და დაჭყლეტილი ნიორი, მოურიეთ, მაშინვე დაამატეთ ბრინჯიც;

აქვე შეურიეთ სოიოსა და ხამანწკების სოუსებიც;

როცა ბრინჯი გაცხელდება, დაამატეთ კვერცხი, მარილი და წიწაკა გემოვნებით;

სულ ბოლოს შეურიეთ რგოლებად დაჭრილი მწვანე ხახვი;

მიირთმევენ ცხლად.

ბრინჯის ფერი თეთრიდან-მუქ ფერამდე კი დამოკიდებულია სოუსების რაოდენობაზე;