EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« სარფის საბაჟოზე შექმნილი ვითარება – საქმე სერიოიზულ სკანდალთან გვაქვს! »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2016-10-28 20:14:57

სარფის საბაჟოზე შექმნილი ვითარება – საქმე სერიოიზულ სკანდალთან გვაქვს!

განცხაებას უცვლედად გთავაზობთ:

“უკვე რამდენიმე დღეა, თურქეთსა და საქართველოს შორის სარფის საბაჟო-გამშვებ  პუნქტზე მოქალაქეების გადაადგილება შეზღუდულია.

აღნიშნული შეფერხება გამოწვეულია საპასპორტო კონტროლის, ე.წ. ,,POL NET“ – ის სისტემის გათიშვის გამო და ვრცელდება არა მარტო სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, არამედ მთელი თურქეთის მასშტაბით: სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე.

ამჟამად, პრობლემის აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები, თუმცა, სისტემის გამართვის ზუსტი დრო უცნობია.

“ამჟამინდელი ინფორმაციით, საბაჟო-გამშვები პუნქტი მუშაობს შეფერხებით, ვინაიდან დოკუმენტების კონტროლი უფრო მეტ დროს მოითხოვს, ვიდრე სისტემის მუშაობის პერიოდში.

“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აფრთხილებს საქართველოს მოქალაქეებს:
საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც თურქეთის საზღვარი გადაკვეთეს პასპორტით, რომელშიც დატანილია საზღვრის კვეთის შტამპი და ფიქსირდება შესვლის თარიღი, თურქეთიდან საზღვრის გადმოკვეთა საქართველოს მიმართულებით უფრო მარტივად ხორციელდება, ვიდრე, საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში შესულები არიან ID ბარათის საფუძველზე.

“ასევე ყურადსაღებია, რომ საქართველოდან თურქეთის მიმართულებით საზღვრის გადაკვეთა შეუძლიათ თურქეთის რესპუბლიკაში ცხოვრების ნებართვის მქონე მოქალაქეებს.

“სარფში საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, ადგილზე იმყოფებიან ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები.

“საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ დაკავშირება ცხელი ხაზის შემდეგ ნომრებზე:
ქ. ტრაპიზონის გენერალური საკონსულო: +905413262226,

“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი: +995322945050.”

 

სარფის საბაჟოზე სერიოზული გნიასია. უმრავლესობამ ეს ფაქტი ქოცების მორიგ უნიათობას დააბრალა და უბრალოდ გაატარა. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა საქმე უსერიოზულეს სკანდალთან გვაქვს. მოდით თანმიმვდევრულები ვიყოთ და ქრონოლოგიურად მივყვეთ გამოჟონილ მწირ ინფორმაციას:

ოფიციალურად განაცხადეს, რომ საქმე ეხება მონაცემთა ბაზებთან წვდომის პრობლემას.რომელიც თავის მხრივ საქართველოს მოქალაქეების იმ კაეგორიას ეხება რომლებიც საზღვარს ID ბარათებით კვეთავენ. ზუსტად ამიტომ ჩაიკეტა საზღვარი მხოლოდ თურქეთთან და არა ნებისმიერ სხვა ჩვენს მეზობელთან. ნებისმიერ სხვა ქვეყანაში შესასვლელად საქართველოს მოქალაქეებს საზღვარგარეთის პასპორტი ჭირდებათ.

ზუსტად აქ დაიწყო ინფორმაციის გაჟონვა, რომელიც დადასტურების შემთხვევაში მთლიანად დაანგრევს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციას. როგორც ჩანს საქმე ეხება წულუკიანის უწყების მიერ უზარმაზარი რაოდენობით დაბეჭდილ ყალბ პირადობის მოწმობებს – ID ბარათებს.რომლებიც განკუთვნილი იყო საარჩევნო კარუსელების დასატრიალებლად და “ქართულმა ოცნებამ” პირველ ტურში შესანიშნავად განახორციელა ეს კრიმინალური სპეცოპერაცია. მაგრამ, ძალიან ბევრი აღმოჩნდა ის პირი რომელმაც დამატებითი სარგებლის მიღება მოინდომა და საქართველო-თურქეთის საზღვარი ამ გაყალბებული პირადობის მოწმობებით გადაკვეთა. რამაც შესაბამისად სერიოზული პრობლემები და სკანდალი გამოიწვია თურქული მებაჟეების და სპეც სამსახურების რიგებში. როგორც ჩანს ამ სკანდალის თავიდან ასაცილებლად ქართულმა მხარემ სრულად ჩაუკეტა წვდომა მონაცემთა ბაზებთან თურქული მხარისთვის. რის შედეგადაც ვერცერთი საქართველოს მოქალაქე ID ბარათით ვეღარ ახერხებს თურქეთში შესვლას.

იმასაც მიაქციეთ ყურადღება, რომ ქართულმა მხარემ გააკეთა განცხადება: “პრობლემა ორშაბათისთვის მოგვარდებაო”. ანუ, მიუხედავად სერიოზული სკანდალის საშიშროებისა მავანნი მაინც ვერ ელევიან არჩევნების გაყალბების ამ ინსტრუმენტს და კვირას დანიშნული მეორე ტურები იგივე მეთოდით უნდათ გააყალბონ. მხოლოდ ამის შემდეგ გაწმინდავენ მონაცემთა ბაზებს და აღუდგენენ თურქულ მხარეს ID ბარათების ბაზებთან წვდომას.

აი, რა მოულოდნელად იჩინა თავი კრიმინალურმა ფაქტმა. თან ისეთი მხრიდან საიდანაც საერთოდ არ ელოდნენ ქოცები. ას პროცენტიანი სანდოობით ამ ინფორმაციის დადასტურება შეუძლებელია. მაგრამ, იმდენად საგანგაშო ინფორმაციაა, რომ ოპერატიულად საჭიროებს მაქსიმალურ ჩარევასა და მხილებას.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ამ სკანდალმა შესაძლებელია მთლიანად დაანგრიოს საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაცია და ამხილოს ქართული ოცნება არჩევნების ტოტალურად გაყალბებაში.

 

წყარო: რუსთავი 2

geomediatv.ge