EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« თინათინ მღვდლიაშვილი - ვაინახები »
კატეგორია: პოეზიაავტორი: admin
თარიღი: 2016-10-30 20:48:49
უფლის სარკმელზე მზემ მოხატა თეთრი კამეა...
იჩქერიაშიც, ალბათ, ახლა თეთრი ღამეა...
თეთრი ღამეა და არ სძინავთ ჩეჩენ არწივებს, _
რა დააძინებთ!
თოვს და ფითრდება პეიზაჟი _ ნავენახევი...
თოვს და მწვერვალებს დარაჯობენ ვაინახები..
და თუ ამაღამ გროზნოს ცაზე მეხი იელვებს,
რა მოასვენებთ ბებერ ლომებს _ კავკასიელებს!..
ეჰ, სად არიან უძლეველი, ურჩი მხედრები?!.
ო, რომ შემეძლოს, საქართველოს ავამხედრებდი!..
ო, რომ შემეძლოს, ჯარს შევყრიდი ივრის ჭალაში,
რაა სიცოცხლე, თუ არ მტერთან ჟინით თამაში?!
რაა სიკვდილი, როცა გული რისხვით ივსება?!
რაა სიცოცხლე, თუ აგვართვა მტერმა ღირსება?!
მე რომ შემეძლოს, საქართველოს გავაცოცხლებდი,
იბერიული სიმამაცით გავაოცებდი...
დავარისხებდი დედოზარებს, ქართლთან, კახეთთან
და ჩოლოყაშვილს გავყვებოდი ვაინახებთან!..
შევულეწავდი, შევუნგრევდი გულმკერდს ავსულებს,
დავიფარავდი მზეთუნახავ ჩეჩენ ასულებს...
ყინულის ლოდებს მოვაბნევდი ვარდს და იელებს,
სულს შთავბერავდი ჩემს გათოშილ კავკასიელებს!..
და ნახანჯლარი მრისხანებით ავიმღვრეოდი,
თეთრ მწვერვალებზე მზის სხივებად დავიღვრებოდი...
ალესილ ხმალზე ვაცეკვებდი შურისმგებელებს
და ბინძურ ზრახვებს ავურევდი იუდეველებს!..
თავაწყვეტილი შევმუსრავდი მონღოლ-კალმიკებს
და რუს გენერლებს ჩავაცმევდი კაბა-ვალინკებს
და მათ გალინკებს გავგზავნიდი ცივ რასიაში,
რომ არასოდეს არ დაბრუნდნენ კავკასიაში!..
მერე, პანკისში, ქისტის ჭერქვეშ შევისვენებდი,
საქართველოდან რუსის ჩექმას გავასვენებდი,
დავისვენებდი!..
თოვს უსაშველოდ... მზემ მოხატა თეთრი კამეა...
თეთრი ღამეა... უსაშველოდ თეთრი ღამეა...
იჩქერიაში, ალბათ, ათოვთ ჩეჩენ არწივებს,
რა დამაძინებს!..
თინათინ მღვდლიაშვილი