EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« წითელა, წითურა, ჩუტყვავილა - ნიშნები და საერთო დახასიათება »
კატეგორია: იყავით ჯანმრთელიავტორი: admin
თარიღი: 2016-11-02 23:27:21
– წითელა, წითურა, ჩუტყვავილა მწვავე ვირუსული დაავადებებია. ინფექცია ჰაერწვეთოვანი მექანიზმით გადაეცემა (ავადმყოფი ლაპარაკის, ხველისა თუ ცხვირის დაცემინებისას უმცირეს წვეთებს გარემოში გამოყოფს, იქ არსებული ვირუსები კი ჩასუნთქულ ჰაერთან ერთად მეორე ადამიანის ორგანიზში ხვდება). ჩუტყვავილას დროს მნიშვნელოვანია კონტაქტური გზაც (ამ შემთხვევაში ინფექციის წყაროს ავადმყოფის ნახმარი ჭურჭელი, საყოფაცხოვრებო ნივთები, სათამაშოები წარმოადგენს). ამ ინფექციებს განსაკუთრებით მაღალი კონტაგიოზურობა ანუ სხვა ადამიანების დასნებოვნების უნარი ახასიათებს. განსაკუთრებით სწრაფად დახურულ შენობაში ვრცელდება. ინფიცირების რისკი განსაკუთრებით მაღალია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში: საბავშვო ბაღებში, სკოლებში, ტრანსპორტში. ადამიანის გარეშე ვირუსი სწრაფად იღუპება, ამიტომ მესამე პირით ინფექციის გადატანა იშვიათია.
დროის შუალედს, რომელიც ვირუსთან შეხვედრიდან და დაავადების გამოვლენამდე გადის ექიმები ინკუბაციურ პერიოდს ვუწოდებთ. ეს პერიოდი ყველა ინფექციას სხვადასხვა აქვს
წითელა
წითელა (ლათ. Morbilli) , მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადება, რომელსაც ახასიათებს ტემპერატურის აწევა, ინტოქსიკაცია, ზემო სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანი გარსების ანთება, ლაქოვან-კვანძოვანი გამონაყარი. წითელას ვირუსი ორგანიზმის გარეთ მალე იღუპება, ამიტომ ჯანმრთელს ეს ინფექცია გადაეცემა მხოლოდ ავადმყოფისგან ჰაერწვეთოვანი გზით. ძირითადად ავადდებიან 1-დან 4 წლამდე ბავშვები. მისი მოხდის შემდეგ რჩება მყარი იმუნიტეტი. წითელას ფარული პერიოდი 8-10 დღე გრძელდება. წითელას პირველი სიმპტომებია: მაღალი ტემპერატურა, მშრალი ხველა, სურდო, ქუთუთოების შეწითლება, მოთეთრო-მონაცისფრო წერტილები ლოყის შიგნითა ნაწილზე. დაახლოებით მე-3 მე-4 დღეს იწყება გამონაყარის გამოჩენა, ჯერ სახეზე და შემდეგ მთელ ტანზე. გამონაყარი მე-6 მე-7 დღეს ქრება, მაგრამ რჩება ლურჯი კვალი. ცოტა ხნის შემდეგ ტემპერატურა ქვემოთ იწევს. მცირეწლოვან ასაკში წითელას შეიძლება დაერთოს ფილტვების, ყურის და სხვა ანთებები. ხოლო მოზარდებში შეიძლება ტვინის ანთებაც კი დაერთოს.
მკურნალობა
ჩვეულებრივ მკურნალობა სახლშივე ტარდება, მაგრამ დაავადების გართულების შემთხვევაში ხდება ავადმყოფის სააავამდყოფოში გადაყვანა. წოლითი რეჟიმი, დიეტა ბოსტნეულისა და ხილის წვენი, ხაჭო, კეფირი, ასკილის ნაყენი), უნდა სვას დიდი რაოდენობით სითხე და ანტიბიოტიკები, ხოლო სხვა წამლები მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. ავადმყოფთან მყოფი პირები არ დაიშვებიან ფართო საზოგადოებაში ბოლო კონტაქტიდან 17 დღის მანძილზე. 15-18 თვის ბავშვებს უტარდებათ წითელას საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრა ცოცხალი დასუსტებული ვირუსის შემცველი ვაქცინით.
წითურა
წითურა წარმოადგენს ვირუსულ ინფექციას, რომელსაც ახასიათებს გამონაყარი და ლიმფადენოპათია, საშუალო სიმძიმის პროდრომი: ცხელება, ანორექსია, თავისა და სახსრების ტკივილი.
• ძირითადად მიმდინარეობა და გამოსავალი კეთილსაიმედოა
• წითელას ვირუსი წარმოადგენს ჭეშმარიტად ტერატოგენულ ვირუსს, თუ მოხდა ორსულის დაინფიცირება ორსულობის პირველ 16 კვირაში , ეს გამოიწვევს 30% -ში ორსულობის შეწყვეტას, 30%-ში ნაყოფის სიმახინჯეებს.
• წითურას ძირითად არასასურველ გართულებებს წარმოადგენს ქრონიკული ართრიტი, ენცეფალიტი და თრომბოციტოპენიური პურპურა.
დაუყოვნებელი მოქმედებები:
თუ ორსულ ქალს დაესვა სავარაუდო წითურას დიაგნოზი, ის აუცილებლად უნდა გადამოწმდეს წითურას საწინააღმდეგო ანტისხეულებზე, ადრეული დიაგნოზი საშუალებას მოგვცემს ვიმსჯელოთ ორსულობის გაგრძელება – არ გაგრძელებაზე.
კლინიკური ნიშნები
•მწვავე კონტაგიოზური დაავდებაა, დამახასიათებელია გარდამავალი გამონაყარი ლიმფადენოპათიით.
• პროდრომი (თავის, სახსრების ტკივილი, შემცივნება, ანორექსია და ცხელება) გამოხატულია საშუალო სიმძიმით.
• ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 12-23 დღემდე • მოზრდილ ქალებში ვითარდება პერსისტირებული ართრალგია
თანდაყოლილი წითურა
• ვინაიდან ვირუსი არის ძლიერ ტერატოგენული, იგი იწვევს ნაყოფის დაზიანებას და ზოგჯერ თანდაყოლილი წითურას განვითარებას • გადადის ტრანსპლაცენტარულად
• 30% მთავრდება სპონტანური აბორტით, ან ნაადრევი მშობიარობით
• 25% ბავშვებისა დაბადებისას ჩანს ნორმალური, 2 წლის ასაკისათვის დაზიანებები აღმოაჩნდება 80%-ს • დამახასიათებელია კლასიკური ტრიადა: გულის მანკი, სმენის დეფექტი და თვალის ანომალიები
გადაცემის გზები
• ჰაერ-წვეთოვანი გზა, ანუ კონტაქტი დაავადებულის ცხვირხახის სეკრეტთან
• დაავადებულის სისხლით, შარდით ან განავლით დაბინძურებულ თეთრეულთან კონტაქტი
• ტრანსპლაცენტარული გზა დაავადებული დედისაგან
დიაგნოზი
კლინიკური მონაცემები
• პროდრომი თითქმის არ არის გამოხატული ბავშვებში და საშუალო სიმძიმით არის მოზრდილებში: თავის ტკივილი, ანორექსია, რინორეა, ყელის ტკივილი, კუჭ-ნაწლავის დისფუნქცია
• გამონაყარი
• მსუბუქი კონიუნქტივიტი • თავისა და თვალების ტკივილი (მოზრდილებში)
• სახსრების ტკივილი ან ანთება, რომელიც გრძელდება რამდენიმე კვირა (უფრო ხშირია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში)
• ცხელება- უფრო ხშირია ბავშვებში და მოზარდებში
• ლიმფადენოპათია (კეფის, კისრის უკანა და ყურის უკანა ლიმფური კვანძების), გაივლის გამონაყრის გაქრობიდან 7 დღეში. ხდება პალპაციით მტკივნეული გამონაყრის გაჩენისთანავე.
• გამონაყარი მაკულოპაპულური ტიპის, ვარდისფერიდან- წითლამდე შეფერილობის, არა აქვს გაერთიანების ტენდენცია. გამონაყარი იწყება სახიდან და ვრცელდება მთელს სხეულზე, გრძელდება 3-5 დღე და არ ტოვებს არანაირ კვალს დიფერენციალური დიაგნოზი
• წითელა
• წითელი ცხელება • წამლისმიერი რეაქცია
• კავასაკის სინდრომი
• ენტეროვირუსული ინფექცია
• როზეოლა
• ინფექციური მონონუკლეოზი
• ჩუტყვავილა • მარტივი ჰერპესი
ჩუტყვავილა
ჩუტყვავილა — ბავშვთა ასაკის მწვავე ვირუსული დაავადება. ავადმყოფი ადამიანი ვირუსს გამოყოფს ხველის, ცემინების დროს და დაავადების დაწყებიდან 9-10 დღის განმავლობაში ინფექციის წყაროს წარმოადგენს. ვირუსი გარემოში უმალვე იღუპება, ამიტომ ავადმყოფის ნივთებით და მესამე პირით ინფექცია არ ვრცელდება. ჩუტყვავილას გადატანის შემდეგ ყალიბდება მყარი იმუნიტეტი და განმეორებითი დაავადების შემთხვევები არ გვხვდება.
ფარული პერიოდი 13-14 დღეა. დაავადება იწყება ტემპერატურის მომატებით 37,5-38 გრადუსამდე, მადის დაქვეითებით, საერთო მოდუნებით. პირველ დღესვე კანზე ჩნდება კვანძოვანი გამონაყარი, რომელიც ძლიერ სწრაფად სითხით სავსე ბუშტუკებად იქცევა. შემდეგ სითხე შეიღვრევა და ზოგჯერ ჩირქდება კიდეც. საბოლოოდ კი შრება და ქერქად გადაიქცევა. გამონაყარი ძირითადად პირსახიდან და გულმკერდიდან იწყება, შემდეგ თავის თმიან ნაწილებშიც ჩნდება. ყოველ ახალ გამონაყარზე ტემპერატურა მატულობს და ავადმყოფის მდგომარეობაც უარესდება. ჩუტყვავილა ძირითადად მსუბუქად მიმდინარეობს და 10-12 დღეში სრული განკურნებით მთავრდება.
იშვიათად შეიძლება ჩუტყვავილამ მძიმე მიმდინარეობა მიიღოს. სხეულის ტემპერატურა 39 გრადუსამდე აღწევს, გამონაყარი უხვია, დაჩირქება ინტენსიური, ზოგჯერ გამონაყარის ელემენტებში სისხლიც ჩაიქცევა ხოლმე. იშვიათია გართულება ფილტვების, შუა ყურისა და ტვინის ანთებით. ჩუტყვავილას მსუბუქი ფორმა წამლებით მკურნალობას არ მოითხოვს, მაგრამ საჭიროა წოლითი რეჯიმი, კანის, ხელებისა და ფრჩხილების სისუფთავე, პირის ღრუს გამოვლება სოდიანი წყლით. გართულებული, მძიმე ფორმები საჭიროებს მკურნალობას საავადმყოფოს პირობებში.
ავადმყოფი ბინის პირობებში გამოცალკევებული უნდა იყოს 9 დღის განმავლობაში.კონტაქტში მყოფი ბავშვები რომელთაც წინათ არ მოუხდიათ ჩუტყვავილა, ინფეციის შესაძლო წყაროს წარმოადგენენ. ამიტომ ამ პერიოდში ისინი 21 დღის განმავლობაში არ უნდა დავუშვათ დაწესებულებებში.
დაავადება შესაძლოა გადავიდეს მძიმე ფორმებში:
- ბულოზური ფორმა (რთულად მოშუშებადი წყლულების გაჩენა კანზე);
- ჰემორაგიული ფორმა (სისხლდენა ცხვირიდან, სისხლჩაქცევები კანზე, სისხლიანი ვეზიკულების გაჩენა);
- განგრენული ფორმა (მსხვილი ვეზიკულების გაჩენა, კანზე შავი წარმონაქმნების გაჩენა გარშემო ანთებითი პროცესით).
მიზეზები
დაავადება ვითარდება ორგანიზმში დნმ-გენომური ვირუსის მოხვედრის გამო, რომელიც კლასიფიცირდება როგორც ადამიანის მე-3 ტიპის ჰერპესის ვირუსი. ის გადამდებია ჰაერ-წვეთოვანი გზით. ასევე შეიძლება ვირუსი გადაეცეს ფეხმძიმე ქალისგან ნაყოფს.
ჩუტყვავილას სიმპტომები
დაავადების ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 1-3 კვირის მანძილზე. ჩუტყვავილას დამახასიათებელი სიმპტომებია:
- ზოგადი უგუნებობა;
- თავის ტკივილი;
- მადის დაკარგვა;
- სხეულის ტემპერატურის აწევა 39°-მდე;
- გულის რევა, ღებინება;
- გამონაყარი სახეზე, ყელზე, თავში, კიდურებზე;
- წითელი ლაქების გაჩენა ხორხის, სასქესო ორგანოების ლორწოვან გარსზე და კონიუქტივიტზე.
დიაგნოსტიკა
ჩუტყვავილას მკურნალობის მეთოდებს ადგენს ექიმი-პედიატრი, რომელიც ატარებს პაციენტის საერთო დათვალიერებას.
ასევე შესაძლოა საჭირო გახდეს შემდეგი სახის გამოკვლევები:
- პჯრ-რეაქცია (პოლიმერაზულ-ჯაჭვური რეაქცია);
- სისხლის საერთო ანალიზი;
- სეროლოგიური ანალიზი.
მკურნალობა
დაავადების მკურნალობის პირობები ბავშვებში და ზრდასრულებში ერთნაირია. ინიშნება:
- წოლითი რეჟიმი;
- სითხის მიღება;
- გამონაყარზე „ბრილიანტის მწვანე“-ს წასმა;
- პირის ღრუს ანტიბაქტერიალური სავლებით დამუშავება (პირში ლაქების გაჩენის შემთხვევაში);
- ანტივირუსული პრეპარატები;
- იმუნომოდულირებადი პრეპარატები.
დიეტა
დაავადების მკურნალობის პერიოდში რეკომენდირებულია რძე-მცენარეული დიეტის დაცვა, რომელიც მოიცავს:
- ხილ-ბოსტნეულის წვნიანებს;
- რძის ფაფებს.
რაციონიდან უნდა გამოირიცხოს:
- მარილიანი;
- მჟავე;
- ცხარე.
საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული მკრუნალობა, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:
- ენცეფალიტი;
- მხედველობითი ნერვების ნევრიტი;
- მენინგიტი;
- ცრუ-კრუპი;
- აბსცესი;
- სეფსისი;
- ართრიტი.
ჩუტყვავილა საშიშია ფეხმძიმე ქალებისთვის, რადგან შეიძლება გამოიწვიოს:
ნაყოფის თანდაყოლილი ჩუტყვავილა;
- ადრეული მშობიარობა;
- ნაყოფის დაღუპვა.
რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან:
- 10 წლამდე ბავშვები;
- იმუნოდეფიციტის მქონე ადამიანები (აივ-ინფიცირებულები);
- ზრდასრულები, რომლებსაც არ გადაუტანიათ ჩუტყვავილა ბავშვობაში.
პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის პაციენტებს უტარდებათ ვაქცინაცია.