EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« Phillip Morris-მა მწეველებისთვის რევოლუციური პროდუქტი შექმნა »

კატეგორია: ბიზნეს ჟურნალი

ავტორი: admin

თარიღი: 2016-11-03 01:04:34

Phillip Morris-მა მწეველებისთვის რევოლუციური პროდუქტი შექმნა

Phillip Morris-Heat-Not-Burn Tobacco

Marlboro-ს, Parliament-ისა და სიგარეტის სხვა ცნობილი ბრენდების მწარმოებელი კომპანია, Philip Morris-ი მწეველებს ტრადიციული სიგარეტის მოწევისაგან თავის დანებებისკენ მოუწოდებს. კომპანიის ლაბორატორიაში მეცნიერები ეძებენ გამოსავალს, რაც ადამიანების ჯანმრთელობას ნაკლებ მავნებლობას მიაყენებს - სიგარეტის ჩამნაცვლებელს, რომელიც იქნება აქტიურად მოხმარებადი, მაგრამ არა მომაკვდინებელი. 

თამბაქოს მოხმარების შედეგად წელიწადში საშუალოდ 6 მილიონი ადამიანი კვდება. მსოფლიოში სიგარეტის მომხმარებელთა შემცირების კვალდაკვალ უმსხვილესი კომპანიები ცდილობენ მომხმარებელს უფრო მეტად უსაფრთხო პროდუქტი შესთავაზონ, რაც ნიკოტინზე დამოკიდებულ ადამიანებს აუცილებლად დააკმაყოფილებს.

iQOS ახალი ტიპის სიგარეტია. მისი დასახელება შემოკლებული წინადადებას წარმოადენს - I quit ordinary smoking (ჩვეულებრივ მოწევას თავს ვანებებ). კომპანიის განცხადებით, iQOS-ში თამბაქო არ იწვის, უბრალოდ ხურდება. Phillip Morris-ის წარმომადგენლის განცხადებით, iQOS ტრადიციულ სიგარეტებთან ბევრად უფრო ახლოსაა, ვიდრე ელექტრონული. iQOS წარმოდგენილია იაპონიაში და რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში, უახლოეს პერიოდში კი ამერიკულ ბაზარზეც გაიყიდება. 

ცვლილებები მარტივი ნამდვილად არ იქნება. კომპანიის ხელმძღვანელის, ანდრე კალანტზოპულოსის განცხადებით, "ხანგრძლივი ისტორია ერთ დღეში არ დაიწერება. iQOS-ის გამოყენების შემთხვევაში მომხმარებლის ორგანიზმში 90-95%-ით ნაკლები მავნე ნივთიერება მოხვდება. ამასთან, ჩვენ iQOS-ის გარდა სხვა არაერთი ინოვაციური პროდუქტი გვაქვს და მჯერა, რომ მომავალში მოთხოვნა ყველა მათგანზე იქნება," - აღნიშნა მან. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში დღეს 1.1 მილიარდი მწეველია. კალანტზოპულოსის აზრით, დემოგრაფიული ცვლილებების გათვალისწინებით, მომავალი 15 წლის განმავლობაში მწეველების რაოდენობა შენარჩუნდება. მართალია, ყოველწლიურად უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი მოიხმარს სიგარეტს, თუმცა მსოფლიოში მოსახლეობის მატების გათვალისწინებით, მწეველების საერთო რაოდენობაში კარდინალურ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. 

გასულ წელს Phillip Morris-მა 850 მილიარდი სიგარეტი გაყიდა, რის შედეგადაც კომპანიის სუფთა მოგება $74 მილიარდით განისაზღვრა. 



commersant.ge