EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ცოტა რამ კანონიერ ქურდებზე -ბლოგერები ქურდებზე, ფაქტები და აზრები »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი: keke

თარიღი: 2016-11-05 13:51:45

ცოტა რამ კანონიერ ქურდებზე - ბლოგერები ქურდებზე, ფაქტები და აზრები

thieves-in-law

1929 წელს სტალინმა გამოიძახა გპუ–ს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ჰენრიხ იაგოდა:


— ჰენრიხ გრიგორიევიჩ, მე მსურს სახელმწიფო მნიშვნელობის საქმე დაგავალოთ. თქვენი აზრით, როგორ უნდა ვებრძოლო კრიმინალურ ტალღას, რომელმაც ქვეყანა წალეკა?
— გამოსავალი ერთია, ამხანაგო სტალინ, უნდა გავაკონტროლოთ კრიმინალური სამყაროს ელიტა.
— როგორ?
— ოდესღაც ამ პრობლემაზე თავად ვილჰელმ შტიბერი მუშაობდა, ეს მან შექმნა გერმანული დაზვერა, კონტრდაზვერვა, კრიმინალური პოლიცია…
— თქვენზე კარგად ვიცი, ვინაა შტიბერი, – მკვახედ შეაწყვეტინა სტალინმა, მას არ უყვარდა, როდესაც ვინმე მის წინაშე საკუთარი ცოდნის დემონსტრირებას ახდენდა.
— მაპატიეთ, ამხანაგო სტალინ.
— გთხოვთ, საქმეზე ილაპარაკოთ.
— ჩემი აზრით, უნდა შევისწავლოთ ამ შტიბერის გამოცდილება.
— რამდენადაც მახსოვს, შტიბერი რუსეთშიაც მოიწვიეს, არა?
— დიახ.
— კეთილი, შეისწავლეთ. რამდენი ხანი დაგჭირდებათ საამოსოდ?
— ორი კვირა.
— ბევრია, გირჩევთ, ხუთ დღეში ჩაეტიოთ.
— არის, ამხანაგო სტალინ!

სტალინის ბრძანება იაგოდამ დანიშნულ ვადაში შეასრულა. მისმა მოხსენებამ სტალინზე შთაბეჭდილება მოახდინა.
— შექმნილ ვითარებაში, როდესაც სახეზეა კრიმინალური აფეთქება, მის შესაჩერებლად არსებობს ერთადერთი გზა: კონტროლი დამნაშავეთა სამყაროს ელიტაზე. დაე, მათ გაარჩიონ საქმეები, დასაჯონ უმართავები, ან დაგვეხმარონ მათ დასჯაში. მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ ჩვენი აქტიური ძალისხმევით შეიქმნას კრიმინალთა ახალი ელიტა. ძველებზე ეს იმოქმედებს.
— ანუ თქვენ გსურთ კრიმინალი კანონის ჩარჩოებში მოაქციოთ? შეეკითხა სტალინი.
— დიახ, მე მსურს შევქმნა ქურდის ახალი ტიპი, რომელიც კანონის კონტროლქვეშ იქნება, ასე ვთქვათ, კანონიერი ქურდი, 
– მიუგო იაგოდამ.


ასე გაჩნდა ხსენებული ტერმინი. იაგოდაც აქტიურად მუშაობდა. მალე ვორკუტისა და მაგადანის ზონებში გაჩნდნენ პირები, რომლებიც თავს კანონიერ ქურდებს უწოდებდნენ. კანონიერ ქურდს ეკრძალებოდა ოჯახის ყოლა, პოლიტიკაში მონაწილეობა, გაზეთების კითხვა. კანონიერ ქურდად შეიძლებოდა ეკურთხებინათ მხოლოდ ის პირი, რომელიც რამდენიმეჯერ იქნებოდა ნასამართლევი. საგანგებო “სხოდკა” წყვეტდა, რამდენად იმსახურებდა ის ამას. კანონიერი ქურდი ხელშეუხებელი პირი იყო. ყველა, ვინც მას შეეხებოდა, სასტიკად ისჯებოდა.


J_E_N_K_O

ვინც 20-ი 30 - ანი წლების საბჭოთა და ზოგადად გულაგის ისტორიას იცნობს ყველა მიხვდება თუ რისთვის შეიქმნა ასე რომ ვთქვათ "ქურდული იდეა"...როგორც მოგეხსენებათ ამ დროს რეპრესიების შედეგად ბევრი დისიდენტი,დასავლეთში განათლებამიღებული ადამიანი და საერთოდ განათლებული,ნაკითხი და ინტელიგენტი ადამიანები მოხვდა ციხეებში და ბანაკებში(ე.წ.გულაგებში) რომლებიც პოტენციური მტრები იყვნენ საბჭოთა ხელისუფლებისთვის...ეს ადამიანები აქტიურად ეწეოდნენ ჩვეულებრივ პატიმრებთან ანტისაბჭოთა პროპაგანდას.....ეს პატიმრები სასჯელის მოხდის შემდეგ გამოდიოდნენ ციხიდან და ამ პროპაგანდის გავლენით ასევე პოტენციურ მტრებად იქცეოდნენ საბჭოთა ხელისუფლებისთვის....ბოლშევიკებმა და პირველ რიგში სტალინმა ამის საპირწონეთ გადაწყვიტეს შეექმნათ ისეთი "ინსტიტუტი" ციხეში რომელიც უფრო ავტორიტეტული იქნებოდა პატიმრებს შორის ვიდრე ის ინტელიგენცია,რომლებმაც კარგად იცოდნენ ყველა ბოლშევიკური "სიკეთე".იმ დროს რათქმა უნდა იყვნენ ციხეებში და ბანაკებში "კრიმინალური ავტორიტეტები",მაგრამ მათ ასე რომ ვთქვათ ორგანიზებული,სისტემური სახე არ ქონდათ,ამასთან განათლებითაც არ გამოირჩეოდნენ და კონკურენციას ვერ უწევდნენ იმ განათლებულ რეპრესირებულებს პატიმრებში ავტორიტეტის მოპოვებაში(როგორც ზემოთ ავღნიშნე ეს პატიმრები რეპრესირებულების გავლენით გამოსვლის შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებისთვის საშიშები ხდებოდნენ)...ბოლშევიკებმა მოახდინეს ამ კრიმინალური ავტორიტეტების ერთ სისტემაში მოქცევა და ეს ორგანიზებული ძალა დაუპირისპირეს რეპრესირებულებს,რათა ციხეები შიგნიდანაც ეკონტროლებინათ.....ასე წარმოიშვა კასტა ე.წ. "კანონიერი ქურდი"...20-იან წლებამდე ვერსად ვერც წიგნებში ვერც პრესაში ვერ შეხვდებით ტერმინს "კანონიერი ქურდი",რადგან ეს წარმონაქმნი წმინდაწყლის ბოლშევიკური პროდუქტია...

 

როდესაც მათი ე.წ. დაუწერელი კანონები შეიქმნა იქ "ეწერა",რომ ქურდმა მხოლოდ უნდა მოიპაროს....ქურდი უნდა იყოს მხოლოდ ჯიბგირი ან/და სახლების გამტანი,სხვა დანარჩენები მათი გაგებით იყვნენ ჩვეულებრივი ყაჩაღები/ბანდიტები....ისინი საკუთარ თავს უწოდებდნენ უბრალოდ "ქურდს"...ხოლო ტერმინები "კანონიერი ქურდი","აპელსინი" და ა.შ. ეს ყველაფერი მოგონილი და შემოგდებულია საზოგადოებაში ან კგბ-ეს მიერ(უმეტეს შემთხვევაში) ან კიდევ ჟურნალისტების ფანტაზიის ნაყოფია....სხვათაშორის ნამდვილი "ქურდი" საზოგადოებისთვის განსაკუთრებით საშიში არ იყო(შეიძლება ბევრს არ ესიამოვნოს აქ ამას რომ ვწერ laugh,რადგან "ქურდი" არასდროს არ შევიდოდა გასაქურდად ისეთ სახლში სადაც ვინმე ეგულებოდა და რისკი არსებობდა იმის ,რომ ვინმე დაეშავებინა ან თვითონ დაშავებულიყო....ასევე არ იჯიბგირებდა იქ სადაც იმის რისკი არსებობდა, რომ დაშავებულიყო/დაეშავებინა ვინმე....

სტალინის სიკვდილი შემდეგ გამოცხადდა დიდი ამნისტია....ასევე ციხეებში და გულაგში რეჟიმი შედარებით შემსუბუქდა....საბჭოთა ხელისუფლება დადგა დილემის წინაშე როგორ მოეშორებინა კასტა "ქურდები",რადგან მათ თავის ფუნქცია ამოწურეს სტალინის სიკვდილის შემდეგ,ამიტომ შეიქმნა ხრუშოვის დროს "ბელი ლებედი","დელფინი" და მკაცრი რეჟიმის სპეც ციხეები მაგადანში და საბჭოთა კავშირის სხვადასხვა კუთხეებში.რომელთა შექმნის მიზანი იყო "ქურდების" განადგურება,მაგრამ როგორც აღმოჩნდა რუსულ სივრცეში ამ კასტისთვის ნოყიერი ნიადაგია და დღემდე არსებობენ.....აი რაც შეეხება საქართველოს აქ ამ იდეისთვის ნოყიერი ნიადაგი არ არის,ამიტომ ვფიქრობ ნელ-ნელა ე.წ. "ქურდული იდეა" ქართული საზოგადოებიდან სრულად განიდევნება....თუმცა კრიმინალი იარსებებს რათქმაუნდა.... შეუძლებელია კრიმინალის სრულად ამოძირკვა ნებისმიერი საზოგადოებიდან....."ქურდულ იდეას" დიდი დარტყმა მიაყენა ნაცების ხელისუფლებამ,მიუხედავად იმისა თუ რა მიზანი ქონდა ამას და დააჩქარა ქართული საზოგადოებიდან ამ იდეის განდევნა,რაც არ უნდა დავუკარგოთ ნაცებს,მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრი ცუდი აქვთ ნაკეთები.... 

აშკარა

რაც არ უნდა იყოს 

დამეთანხმები რომ ეს იდეოლოგია და იერარქია იმპორტირებულია საქართველოში.

არაა ქურდული გაგება ქართული სოციალური პროდუქტი.

ადრე საქართველოში მასისთვის კრიმინალური ავტორიტეტები იყვნენ ყაჩაღები, აბრაგები, ტყეში გავარდნილი ფირალები. მათთან ბრძოლა ძალიან უჭირდა იმპერიას.

მაგრამ რევოლუციის შემდეგ ნელ-ნელა კრიმინალური სამყაროს იერარქიულ სათავეში რაღაც გზებით მოვიდნენ კანონიერი ქურდები რამაც იდეაში გააადვილა საერთო კრიმინალური სიტუაციის კონტროლი.

ციხიდან გაქცევას ან ბუნტის ატეხვას აპირებდა ვინმე, ქურდი უნდა ჩაეყენებინა საქმის ყურში.

მოპარვით ცხოვრობდა ვინმე ქურდისთვის უნდა ეთქვა.

რამე საქმეზე უთანხმოება ქონდათ, ქურდთან უნდა გაერჩიათ.

პრინციპში დიდი ინფორმაცია გროვდებოდა, ქურდებთან.

დანარჩენი დასკვვნები თავად გამოიტანე.

 

დღევანდელ დღეს ხშირია ახალგაზრდებში ქურდულ მენტალიტეტზე საუბარი და სტატიის დადებაც ამიტომ გადავწყვიტე...

თქვენ რას ფიქრობთ ყოველივე ამაზე?