EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ღვეზელი გარგრისა და ნუშის ფანტელით »
კატეგორია: გურმანიავტორი: admin
თარიღი: 2016-11-05 15:09:51
ინგრედიენტები:
კარაქი
125 გ
შაქარი
125 გ
ფქვილი
125 გ
გამაფხვიერებელი
1 ჩ/კ
ვანილის შაქარი
1 შეკვრა
კვერცხი
3 ცალი
1/2 ლიმონის ცედრა
გარგარი
500 გ (9 ცალი)
ნუშის ფანტელი
30 გ
საფანელი
შაქრის პუდრა
2 ს/კ
კარაქი
ფორმაზე წასასმელად
მომზადების წესი:
შეურიეთ ფქვილს გამაფხვიერებელი შაქარს - ვანილის შაქარი.
კარაქი ათქვიფეთ მიქსერით 2 წუთის განმავლობაში დაუმატეთ შაქარი და გააგრძელეთ თქვეფა 5 წუთის განმავლობაში.
დაუკელით მიქსერის სიჩქარეს და შეათქვიფეთ მასას სათითაოდ კვერცხი. დაუმატეთ ლიმონის ცედრა და ფქვილი.
ფორმას წაუსვით კარაქი და გადაიტანეთ ცომი, კარგად მოასწორეთ და ზემოდან დაალაგეთ შუაზე გაჭრილი გარგრები.
მოაყარეთ ზემოდან ნუშის ფანტელი და შაქრის პუდრა.
სულ ზემოდან კი დაფხვნილი ორცხობილა (საფანელი) მოაყარეთ.
შედგით 160 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 35 წუთი.
ღვეზელის მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით. თუ დააკლდა ცხობა, გააჩერეთ კიდევ 10 წუთი ღუმელში