EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ადამიანის გამოცნობა არც ისე რთულია თუ დავაკვირდებით და გავიაზრებთ. »
კატეგორია: ბიზნეს ჟურნალიავტორი: admin
თარიღი: 2016-11-05 15:23:52
როგორ გავშიფროთ ადამიანები, ამისთვის რამდენიმე მეთოდს შემოგთავაზებთ:
ადამიანს კრიტიკულ სიტუაციაში დააკვირდით
როცა ადამიანი კრიტიკულ სიტუაციაში მოქმედებს, მას თვალთმაქცობა და თამაში უკვე აღარ შეუძლია. მისი ცხოვრების ნიღაბი გაქრება და ისე მოიქცევა, როგორც ამას საკუთარი ინსტინქტები უკარნახებენ.
მომსახურე პერსონალთან მისი დამოკიდებულება
ცხოვრებისგან განაწყენებული ადამიანები, როგორც წესი, თავიანთ ბოღმას მომსახურე პერსონალზე ანთხევენ. ოფიციანტებს, დამლაგებლებს, გამყიდვლებს ასეთი ადამიანები აგრესიულად და უპატივცემულოდ ექცევიან. კარგს რას უნდა ველოდოთ ასეთი ადამიანებისგან?!
დააკვირდით სხეულის ენას და ინტონაციას
სხეულის ენის წაკითხვა რთული არ არის. სიყალბის გამომზეურება რამდენიმე ნიშნით შეიძლება:
პაუზა საუბრებში,
პასუხის გაცემისას თვალების მორიდება,
საუბრის თემის შეცვლა,
თავის მართლება, როცა ამის საჭიროება არ არის,
ხშირად სახეზე ხელის შეხება.
რა თქმა უნდა, მოსაუბრის ჟესტების დაკვირვებაში გადამატება არ შეიძლება, მაგრამ ზოგჯერ ეს ტყუილის გამოსავლენად კარგ სამსახურს გაგიწევთ.
ეჭორავეთ საერთო ნაცნობებზე
როგორც წესი, ადამიანებს ჭორები დიდი ან მცირე დოზით უყვართ. საერთო ნაცნობებზე ჭორაობის პროცესი დაგანახებთ, რომ ერთი შეხედვით “კარგი ადამიანი” თავის თავში რამდენ “შავ ლაქას” მალავს.
ასესხეთ ან ისესხეთ მისგან ფული
საერთოდ ფულის სესხებას ან გასესხებას თავი უნდა მოვარიდოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ადამიანის შესახებ ბევრი ახალი რამ შეიძლება გავიგოთ.
ერთად მოგზაურობა
ადამიანთან ერთად მოგზაურობაში წასვლა მისი ნამდვილი სახის დანახვის შესანიშნავი საშუალებაა.
გაანდეთ საიდუმლო
საიდუმლოს განდობით თქვენ დაინახავთ, თუ რამდენად საიმედო ადამიანთან გაქვთ საქმე.