EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ლობიოს მომზადების რამოდენიმე ხერხი »
კატეგორია: გურმანიავტორი: Nisa
თარიღი: 2016-11-09 00:37:48
წითელი ლობიო ტომატით
რეცეპტის ინგრედიენტები:
• 1 კგ. წითელი ლობიო
• 2 თავი ხახვი
• 3 კბილი ნიორი
• 2 სადილის კოვზი ტომატ-პასტა
• დაფქვილი წითელი წიწაკა
• დაფქვილი ქონდარი
• 2-3 დაფნის ფოთოლი
• ცოცხალი ქინძი, ნიახური, ოხრახუში და კამა (კამა უმჯობესია ცოცხალი)
• 1-2 ღერი პრასი
• მარილი
1. ლობიო ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ წყალი და წამოვადუღოთ. პირველი წყალი გადავღვაროთ. დავასხათ ახალი და დავაცადოთ მოხარშვა.
2. როდესაც ლობიო მოიხარშება, კარგად ამოვლესოთ (ამოვზილოთ) თავისსავე წყალში. თუ გვინდა, რომ სქელი გამოვიდეს, ცოტა წყალი გადავუღვაროთ. თუ არა მაშინ დავტოვოთ ისე, როგორც არის.
3. ზეთიან ტაფაში კარგად მოვშუშოთ ხახვი და დავამატოთ ტომატ პასტა. ამოვურიოთ და ვუქნათ ლობიოს.
4. დავამატოთ ლობიოს დაფქული წიწაკა და ქონდარი. ჩავაჭყლიტოთ ნიორი. ჩავაგდოთ დაფნის ფოთოლი და ჩავაჭრათ ქინძი, ნიახური, ოხრახუში, კამა და პრასი. 5 წუთით გავაჩეროთ ცეცხლზე.
5. შემდეგ დავამატოთ მარილი და ჩვენი გემრიელი ლობიოც მზად არის. გემრიელად მიირთვით!
ლობიო ლორით
შემადგენლობა:
• 750 გრ ან 3 გკ გაფცქვნილი ლობიოს მარცვლები
• 100 გრ ლორი
• 2-3 ხახვი
• 1 ს.კ მწვანე ხახვი
• მარილი
გარეცხეთ ლობიო და ქონდარი. დაჭერით ლორი. დაჭერით ხახვი. ქვაბში შეაწითლეთ ლორი, სანამ ცხიმი
არ გამოდნება. დაამატეთ დაჭრილი ხახვი. როვიე ერთად მოშუშეთ, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს. დაუმატეთ ლობიო და ქონდარი და 150 მლ მარილიანი წყალი.
ქვაბს დაახურეთ და ადუღეთ 20-30 წთ, სანამ ლობიო არ დარბილდება. შეაზავეთ მარილით და მოაყარეთ
მწვანე ხახვი. სუფრაზე ლობიოსთან ერთად შეგიძლიათ მიიტანოთ შემწვარი შაშხის პატარა,თხელი ნაჭრები.
ძალიან გემრიელი ლობიო
შემადგენლობა:
• 200 გრ ლობიო
• 1 ს.კ ზეთი
• 150 გრ ხახვი
• 1 ს.კ ტომატი
• 10 გრ ნიორი
• 1 ჩ.კ ფქვილი
• 5 გრ ოხრახუში
• წიწაკა,მარილი-გემოვნებით
ლობიოს დავასხათ წყალი და დავტოვოთ 2 საათი. გადავწუროთ წყალი, დავასხათ ახალი და სანახევროდ მოვხარშოთ.
წვრილად დაჭრილი ხახვი მოვხრაკოთ ზეთში და ტომატში. შევურიოთ ფქვილი, დანაყილი ნიორი,წიწაკა და მარილი. ლობიოს დავამატოთ შენელებული ტომატი, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი
ოხრახუში და მივიტანოთ სუფრასთან.
ქოთნის ლობიო
- 1კგ. ლობიო
- 2თავი ხახვი
- 100გრ.ზეთი
- 3 დაფნის ფოთოლი
- 3-4 კბილი ნიორი
- ქინძი
- ქონდარი
- უცხო სუნელი
- მარილი და წიწაკა გემოვნებით
მომზადების პროცესი
ლობიო გავრეცხოთ.
ჩავყაროთ თიხის ქოთანში დავასხათ წყალი, იმდენი რომ ფარავდეს ლობიოს.
რომ ადუღდება წყალი გადაუქციოთ.
ისევ დავასხათ ახალ ადუღებული წყალი და რომ წამოდუღდება ისევ გადაუღვაროთ მეორეთ.
დავასხათ ისევ ახალი წყალი და მოვხარშოთ ლობიო, სანამ მოიხარშება თუ წყალი ჩაიშრო დრო და დრო ჩავამატოთ ადუღებული წყალი.
ხარშვისას ჩავაგდოთ დაფნის ფოთოლი და წიწაკა.
კარგად რომ მოიხარშება ლობიო, წვენი ცალკე თასში გადავწუროთ .
ლობიოს მარცვლები ჩავზილოთ.
წვრილად დავჭრათ ხახვი, მწვანილები, დავჭყლიტოთ საჭყლეტში ნიორი.
ხახვი მოვხრაკოთ ზეთში და გაუკეთოთ ლობიოს, დავასხათ შენახული ლობიოს ნახარში (იმდენი რომ ძალიან თხელი არ გამოვიდეს)
შევანელოთ სუნელებით, ნიორით, მწვანილებით, მარილით. წამოვადუღოთ 2 წუთი და გადმოვდგათ გაზიდან.
გემრიელად მიირთვით!