EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« 10 სასარგებლო ჩვევა ტვინის გასავარჯიშებლად! »
კატეგორია: ბიზნეს ჟურნალიავტორი: admin
თარიღი: 2016-11-11 01:24:36
ჩვენი ტვინი ისევე საჭიროებს მუდმივ ვაჯიშს, როგორც სხეულის კუნთები. გთავაზოთ 10 სასარგებლო რჩევას ტვინის განვითარების ასამაღლებლად, რომელსაც შეუძლია გააუმჯიბესოს მეხსიერება, რათა უკეთ მოვახდინოთ ტვინის მაქსიმალური რესურსების ათვისება.
1. დააკვირდით
მტკიცე და დაფიქრებული დაკვირვება საშუალებას მოგცემთ შეათვალიეროთ ის, რაც მიუღწეველია აქეთ იქით მორბენალი თვალისთვის. თქვენ არა მხოლოდ მაყურებელი იქნებით, არამედ იფიქრებთ, გააანალიზებთ და აღიქვამთ იმას რაც თვალისთვის შეუმჩნეველია.
2. მუდმივად ისწავლეთ რაღაც ახალი
ადამიანები, რომლებიც არასოდეს ანებებენ თავს სწავლას, მათ ტვინს ადვილად შეუძლია ახალი ინფორმაციის ათვისება. გამოიყენეთ ყველა საშუალება, რომ ვისწავლოთ ან გავაანალიზოთ ვიღაცის გამოცდილება ანდა გავიგოთ რამე ახალი ყოველდღიურად.
3. მოუსმინეთ
ხმებთან ერთად საკუთარ თავს აძლევთ გარემომცველი სამყაროს აღქმის უნარს. სხვისი აზრი, ნააზრევი, განსჯის თემა (თუ სიდებილეზე არ საუბრობს) სხვადასხვა საკითხებზე, საშუალებას იძლევა მეტად დაკვირვებულები გავხდეთ, განვიხილოთ, გავიაზროთ და გონებას მეტი სამუშაო მასალა მივაწოდოთ.
4. ჩაატარეთ ექსპერიმენტები
თუკი არასდროს გამოხვალთ კომფორტის ზონიდან და არ წავალთ ახალი მიმართულებით, შეიძლება გამოგვრჩეს რაღაც მნიშვნელოვანი, რომელსაც შეუძლია შეცვალოს თქვენი ცხოვრება უკეთესისკენ. თქვენი ექსპერიმენტი მიმართეთ თქვენი ინტერესების შესაბამისად, ამავდროულად დაინტერესდით იმითაც რაც სხვა დროს თითქოსდა არასდროს შედიოდა თქვენი ინტერესის სფეროში.
5. განვითარდით
გაცდით ჩარჩოებს, დაისახეთ ახალი მიზნები სრულიად სხვადასხვა სფეროებში
6. განიხილეთ
გაუზიარეთ იდეა ადამიანს, რომელიც თქვენს გვერდით იყო წლების განმავლობაში და რომელსაც გააჩნია მსგავსი გამოცდილება კონკრეტულ საქმეში. ეს საშუალებას მოგცემთ გააერთიანოთ თქვენი ცოდნა და მიაღწიოთ სასურველ შედეგს.
7. იმუშავეთ ამოცანებზე
აზრი და სხეული ერთი მთლიანობაა. თუ ერთს უჭირს - მეორეც იტანჯება. გამოყავით თუნდაც 20 წუთი გონებისთვის - ამოცანების გადასაჭრელად.
8. მოახდინეთ მედიტაცია
მედიტაცია დაგეხმარებათ იმის გაგებაში თუ რამდენად შეწუხებულია თქვენი გონება. გონებავე მოგცემთ მიმართულებას თუ როგორ მოდუნდეთ, მოიყვანოთ აზრები წესრიგში (აზრებს თავი მოუყაროთ) და მისცეთ საჭირო გეზი, მიმართულება.
9. გამოიყენეთ თქვენი შესაძლებლობები
შეეცადეთ თქვენი აზროვნება ჩარჩოში არ მოაქციოთ. ნებისმიერ შეკითხვაზე ეძებეთ საჭირო, სავარაუდო პასუხი და არა მხოლოდ ის რაც მოცემულია, ხედავთ და იცით. არასდროს არ მოისროლოთ იდეა, მაშინაც კი თუკი უცბად ვერ მოუძებნეთ მას გასაღები.
10. ითამაშეთ გონებასთან
გამოიყენეთ თქვენი გონებრივი შესაძლებლობები, მაშინაც კი, თუკი ერთი შეხედვით ამის საჭიროება არ არსებობს. როცა თქვენი გონება ფანტაზიორობს, ქმნით სამყაროებს აზროვნებით სადაც ყველაფერი შესაძლებელია, ამით თქვენ ავითარებთ ტვინს. მაშინაც კი, როცა ცდილობთ ბრწყინვალედ გაიხუმროთ და გააცინოთ დამსწრე საზოგადოება, თქვენ ავითარებთ ტვინს.
ამ მეთოდების ეფექტურობა დამოკიდებულია რეგულარულად, მუდმივად მათ გამოყენებაში. თუმცა არც ერთ შემთხვევაში არ არის საჭირო ზედმეტად გადაღალოთ გონება. უბრალოდ მოუსმინეთ, დააკვირდით და დატკბით სამყაროთი, რომელიც გარს გვახვევია.
თუ სტატია მოგეწონათ - მოწონებას ან გაზიარებას ნუ დაიზარებთ