EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ჩინელებმა, რომლებმაც იძალადეს საქართველოს მოქალაქეებზე, ქვეყნის საზღვარი რამდენიმე დღის წინ გადაკვეთეს »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2016-11-12 15:59:31
„ჩინელებმა, რომლებმაც იძალადეს საქართველოს მოქალაქეებზე, ქვეყნის საზღვარი რამდენიმე დღის წინ გადაკვეთეს“ - ინფორმაცია ამის შესახებ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ლადო სადღობელაშვილმა სოციალური ქსელით გაავრცელა. მისივე განმარტებით, წყარო, რომელმაც ფაქტის შესახებ აცნობა, სანდოა, თუმცა გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე, მისი ვინაობის გამჟღავნება მიზანშეწონილად არ მიიჩნია.
„SOS! SOS! SOS!
სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით, მაქვს ინფორმაცია, რომ ჩინელებმა, რომლებმაც იძალადეს საქართველოს მოქალაქეებზე, ქვეყნის საზღვარი რამდენიმე დღის წინ გადაკვეთეს...! ( გააქციეს ქვეყნიდან)...
შსს-გან ველით პასუხს, რატომ არ წარდგნენ ეს ჩინელები სასამართლოზე?! ვინ უწყობს ხელს და ვინ მფარველობს ასე ჩინელებს ჩვენს ქვეყანაში?! და საერთოდ ასე გაგრძელდება მომავალშიც?! რა გამოდის? ჩამოდის უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოში, კრიმინალობს და ვითომდა არაფერი, ტოვებს ქვეყანას?! საერთოდ ხელისუფლება გვყავს?! დაუცველია საქართველოს მოქალაქე საქართველოში !!!“- წერს ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.