EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« მიხეილ სააკაშვილმა ახალი პოლიტიკური პარტია დააფუძნა და ვადამდელ არჩევნებს ითხოვს »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: ia

თარიღი: 2016-11-12 16:23:17

მიხეილ სააკაშვილმა ახალი პოლიტიკური პარტია დააფუძნა და ვადამდელ არჩევნებს ითხოვს

მიხეილ სააკაშვილმა ახალი პოლიტიკური პარტია დააფუძნა და ვადამდელ არჩევნებს ითხოვს

მიხეილ სააკაშვილმა ახალი პოლიტიკური პარტია დააფუძნა და ვადამდელ არჩევნებს ითხოვს. ამის შესახებ განცხადება დღეს ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ახალი ძალების პლატფორმა - ეს მიხეილ სააკაშვილის ახალი გაერთიანების სახელწოდებაა. 

"მე დღეს ვაცხადებ, რომ ვაფუძნებთ ახალ პოლიტიკურ გუნდს, რომლის მიზანია, არსებული პოლიტიკური ელიტის შეცვლა, რომელიც აკონტროლებს რადას, ჩვენი მიზანია ვადამდელი არჩევნების დანიშვნა," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

სააკაშვილის გუნდში არ იქნება არც ერთ ის დეპუტატი, რომელიც ერთ ვადაზე მეტი იყო უკრაინის უმაღლესი რადას წევრი. სააკაშვილის თქმით, მისი გუნდის საარჩევნო სიაში არ იქნება, არც ერთი ბიზნესმენი.

"ჩვენ მხარს დავუჭერთ ბიზნესს, მაგრამ ჩვენ არ შევიყვანთ ბიზნესმენებს რადაში," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

სააკაშვილი განმარტავს, რომ მის გუნდში იქნებიან სხვადასხვა ასაკის ადამიანები, რომლებსაც სურთ არა ფულის კეთება და მოღვაწეობა ოლიგარქებისთვის, არამედ საკუთარი ქვეყნის სამსახურში ყოფნა. 

სააკაშვილმა ისაუბრა მის ურთიერთობაზე პეტრო პოროშენკოსთან და აღნიშნა, რომ მაშინ როცა დონალდ ტრამპი წლების წინ თვლიდა, რომ სააკაშვილის გამოცდილების გამოყენება შეიძლებოდა და იგივე აზრზე იყო ჰილარი კლინტონი, პოროშენკომ ეს შანსი ხელიდან გაუშვა.

ოდესის ყოფილი გუბერნატორის თქმით პოროშენკოს სურდა ის გამოეყენებინა კორუფციისა და ინტრიგებისთვის და არა რეფორმებისთვის.

„მე ვარ აქ იმისთვის, რომ გამოვიყენო ჩემი გამოცდილება. პოროშენკოს არ უნდოდა ჩემი გამოცდილების გაზიარება რადგან მას არ სურდა ხალხის დახმარება,“- აღნიშნა სააკაშვილმა.

მან განაცხადა, რომ არ შეხვდება არც პოროშენკოს და არც მისი ადმინისტრაციის წევრებს მანამ, სანამ არ დაინიშნება ვადამდელი არჩევნები.

სააკაშვილმა ასევე პარალელი გაავლო საქართველოში მის ოპოზიციაში ყოფნასთან და 2001 წელი გაიხსენა.

"მე ახლა თავს ვგრძნობ უკრაინაში, როგორც ვგრძნობდი საქართველოში 2001 წელს, როდესაც წავედი ხელისუფლებიდან ოპოზიციაში,"-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ დატოვა ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტი. 

 

წყარო: rustavi2.com