EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« აყვანილია სამი ჩინელი სუტენიორი, რომლებიც ქართველ ქალებს პროსტიტუციას აიძულებდნენ »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: koba

თარიღი: 2016-11-13 15:33:57

აყვანილია სამი ჩინელი სუტენიორი, რომლებიც ქართველ ქალებს პროსტიტუციას აიძულებდნენ

აყვანილია სამი ჩინელი სუტენიორი, რომლებიც ქართველ ქალებს პროსტიტუციას აიძულებდნენ

თბილისში პროსტიტუციაში თანამონაწილეობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. აქედან, ორი ჩინეთის მოქალაქეა. სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, დაკავებულების საკუთრებაში სასტუმრო, რამოდენიმე ბარი და ჩინური მასაჟის სალონებია. ბრალდებულები როგორც ჩინელ, ისე ქართველ ქალებს მინიმალური გასამრჯელოს სანაცვლოდ სხეულით ვაჭრობას სთავაზობდნენ. 
პოლიციამ უკვე დაკითხა სასტუმროს პერსონალი და სალონის თანამშრომლები. ასევე ის ქალებიც, რომლებიც აღნიშნულ ბოზებიდაწესებულებებში პროსტიტუციას ეწეოდნენ. 
საქართველოში პროსტიტუციას კანონით ისჯება. სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის თანახმად, პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.  
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სექსმუშაკებს ეკისრებათ სანქცია, რომელიც გულისხმობს ადმინისტრაციულ შტრაფს მინიმალური შემოსავლის ნახევრის სახით, რომელიც ამ შემთხვევაში 20 ლარით განისაზღვრა. 
 
 
 
 
წყარო: mediacity.ge