EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« სააკაშვილმა ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის საიდუმლო გათქვა! »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: Shadow

თარიღი: 2016-11-13 15:49:44

სააკაშვილმა ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის საიდუმლო გათქვა!

სააკაშვილმა ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის საიდუმლო გათქვა!

ბადრი პატარკაციშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობაზე საუბრობს. მისი აზრით, ამ საქმეში დასავლეთის სპეცსამსახურები იყვნენ ჩართულები. აქვე დასძენს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილი საკმაოდ დიდ ინფორმაციას ფლობს. 

 

„ბადრი რომ გარდაიცვალა, გამოვიდა მისი პირადი ექიმი, კარდიოლოგი და ხმამაღლა განაცხადა - ბადრი პატარკაციშვილს აბსოლუტურად ჯანმრთელი გული ჰქონდა და წარმოუდგენელია, გულით გარდაცვლილიყო, რამდენიმე დღის წინათ ჩემთან კონსულტაციაზეც კი იყოო! იმ ინგლისელი კარდიოლოგის ეს განცხადება საქმიდან გააქრეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბადრი მოკლეს! დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ კოდუას ბადრი არ ჩაუწერია, რადგან ბადრის ლონდონის ბინაში შეხვედრისას პატარკაციშვილი და კოდუა ერთხანს აივანზე გავიდნენ, სადაც საუბრობდნენ. ამ საუბრის ჩანაწერი საქმეში არ არსებობს... ანუ თუ ბადრის კოდუა იწერდა, მაშინ აპარატურა კოდუას უნდა ჰქონოდა მიმაგრებული და ჩაწერა აივანზეც გაეგრძელებინა, რაც არ მოხდა. ე.ი. კოდუას არავითარი „ჟუჩოკი" არ ჰქონია.

 

ბადრის მიმართ დასავლეთის სახელმწიფოების დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა მას შემდეგ, რაც დავით კეზერაშვილი ამერიკაში ჩავიდა და ებრაელებს შეხვდა. ამის შემდეგ მოხდა ბადრის ლიკვიდაცია, რაშიც, ჩემი ღრმა რწმენით, ჩართული იყვნენ დასავლეთის სპეცსამსახურები!

 

სხვათაშორის, ბადრი რომ მოკლულია, ეს 2008 წლის 6 მაისს სააკაშვილმაც აღიარა, როცა პოლიციის დღეს განაცხადა - ჩვენმა ძალოვანებმა ინგლისში ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ სპეცოპერაცია წარმატებით ჩაატარეს და არ მისცეს საშუალება, საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება მოეწყოო! როგორც ვიცი, ამის გამო შიდაპარტიულ გარჩევაზე ადეიშვილმა და სხვებმა სააკაშვილს უსაყვედურეს, რადგან, ფაქტობრივად, სააკაშვილმა ბადრის მკვლელობის საიდუმლო გათქვა! მოკლედ, სააკაშვილმა ძალიან ბევრი რამ იცის, ბევრის მონაწილეა და მისი ცხოვრება ძალიან ცუდი ფინალისკენ  მიექანება!" - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

 

წყარო: reportiori.ge