EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« შავი ზღვა - საბრთხეები, ფლორა და ფაუნა »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი: Juloboy
თარიღი: 2016-11-14 00:14:05
მაქსიმალური სიგრძე დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ 1150 კმ, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ — 580 კმ, ყველაზე ვიწრო ადგილზე 265 კმ. ფართობი 422 000 კმ². წყლის მოცულობა 555 000 კმ³. მაქსიმალური სიღრმე 2210 მ, საშუალო სიღრმე 1240 მ. შავ ზღვას ერთვის მდინარეები: დუნაი, დნესტრი, სამხრეთის ბუგი, დნეპრი, რიონი, ყიზილ-ირმაქი და სხვა. ნაპირები სუსტად არის შეჭრილ-შემოჭრილი. ერთადერთი დიდი ნახევარკუნძულია ყირიმი. სანაპირო ხაზის სიგრძე 3400 კმ. დასავლეთი და ჩრდილო-დასავლეთი ნაპირები დაბალია, ზოგან — ფლატოვანი, ჩრდილო-დასავლეთით — ლიმანური. ყირიმის სამხრეთი ნაპირი მთიანია; აღმოსავლეთით და სამხრეთით ეკვრის კავკასიონი, მცირე კავკასიონი და პონტოს მთები. შავი ზღვა ატლანტის ოკეანიდან 2600 კმ-ით არის დაშორებული. წარმოადგენს წაგრძელებული ფორმის ღრმა ქვაბულს, საკმად ბრტყელი ფსკერითა და ციცაბო ფერდობებით. ჭარბობს დიდი სიღრმეები. 200 მ-ზე ნაკლები სიღრმეები მხოლოდ ზღვის ხმელეთში შეჭრილ ჩრდილო-დასავლეთ ნაწილშია. სხვა სანაპიროების გასწვრივ წყალმარჩხი ზოლის სიგანე დიდი არ არის.
ჰიდროლოგების ვერსიით, ზღვა “შავი" იმიტომ არის, რომ ნებისმიერი ლითონის ნივთი, რომელიც ზღვის ღრმა წყლებში ხვდება, შავი ნადებით იფარება. ამის მიზეზი 200 მ.-ს ქვემოთ, წყალი დიდი რაოდენობით გოგირდწყალბადს შეიცავს და ლითონთან შეხების დროს, მის კოროზიას იწვევს. დღეს გოგირდწყალბადიანი წლყის ზღვარი – 150-200 მ. სიღრმეზე გადის. მაგრამ, შესაძლებელია შორეულ წარსულში, ის ბაქტერია, რომელიც ამ ნივთიერებას წარმოქმნის, წყლის ზედა ფენებშიც იყო, რადგან როგორც ძველი მეზღვაურები ამბობდნენ, შავ ზღვაში ცურვის დროს, მათი გემები შავი აპკით იფარებოდა და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ზღვაში შავი წყალი იყო.
იმის გამო, რომ 150-200 მ. ქვემოთ, ზღვის წყალი გოგირდწყალბადით არის გაჯერებული, ზღვა უსიცოცხლოა ანუ ზოგიერთი სახეობის ბაქტერიის გარდა, იქ ფლორისა და ფაუნის არცერთი წარმომადგენელი არ არის. ცოცხალ ორგანიზმებს ასეთ გარემოში არსებობა არ შეუძლიათ.
შავ ზღვაში, 350–400 კმ. სიგრძის, წყლის ორი წრიული დინება არის და ამ წრებრუნვებს, მისი აღმომჩენის, ნ. კნიპოვიჩის საპატივცემულოდ, «კნიპოვიჩის სათვალე» უწოდეს.
ყირიმი – შავი ზღვის ერთადერთი დიდი ნახევარკუნძულია.
შავ ზღვაში ფაუნის 2 500 სახეობა ბინადრობს, რაც ძალიან ცოტაა. შედარებისთვის, ხმელთაშუა ზღვაში, დაახლოებით 9 000-მდე სახეობაა.
შავი ზღვის პლანქტონებიდან, აღსანიშნავია ერთი უჩვეულო სახეობის პლანქტონი – ე. წ. ღამის მანათობელი, რომელსაც ფოსფორიზაციის უნარი აქვს და ამის გამო, აგვისტოში, ხანდახან, შავი ზღვა ანათებს.
ძუძუმწოვრებიდან, შავ ზღვაში ორი სახეობის დელფინი, ზღვის ღორი და თეთრმუცელა სელაპი ბინადრობს. ზოგიერთი ცხოველი, მის აკვატორიაში, ბოსფორის და დარდანელის სრუტეების გავლით ხვდება.
დიდი ზომის ზვიგენების სახეობებიდან, შავ ზღვაში, მხოლოდ ქიცვიანი ზვიგენი, კატრანი, ბინადრობს. მას ადამიანების ეშინია და ნაპირებთან იშვიათად ჩნდება. ერთადერთი ხიფათი, რაც ადამიანებს ამ ზვიგენებისგან ელით, მათ ზურგზე განლაგებული შხამიანი ეკლებია.
ყველაზე სახიფათო თევზი შავ ზღვაში — ზღვის დრაკონი არის. მის ზურგზე განთავსებული ეკლები და ფარფლი, ასევე ლაყუჩების საფარი ძლიერმოქმედ შხამს შეიცავს.
გარდა ამ თევზისა, ასევე სახიფათოა შავი ზღვის მორიელი და სკატი, რომელსაც კუდის ბოლოს შხამიანი წვეტი აქვს.
მთების სიმაღლე, შავი ზღვის ირგვლივ, თანდათანობით იზრდება, ხოლო ზღვა დიდდება. და თუ მთებს, 100 წლის მანძილზე, სიმაღლეში მხოლოდ რამოდენიმე სანტიმეტრი ემატება, ზღვის სანაპირო ზოლი 20–25 სმ-ით იზრდება, იმავე პერიოდში. ამის გამო, სანაპიროსთან მდებარე, უძველესი დასახლების პუნქტები, უკვე წყლით არის დაფარული.
პონტოს შესახებ პირველი დოკუმენტური ცნობები მიეკუთვნება ძველი წელთაღრიცხვის V საუკუნეს. შავ ზღვას ძველი წელთაღრიცხვის VI-V საუკუნეებში ბერძენი ზღვაოსნები უწოდებდნენ პონტოს აქსინოსს (Pontos Axeinos, სიტყვასიტყვით — არასტუმართმოყვარე ზღვა), ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში — პონტოს ევქსინოსს (Pontos Evxeinos — სტუმართმოყვარე ზღვა). IX-XX საუკუნეებიდან არაბები უწოდებდნენ რუსეთის ზღვას, XV საუკუნიდან თურქები — ყარადენიზს (Karadeniz — შავი ზღვა). პონტოს ევქსინოსი ხმელთაშუაზღვისპირეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე მცხოვრები ხალხისთვის კარგად იყოს ცნობილი. პონტოს ევქსინოსის შესახებ ცნობები მოიპოვება ჰომეროსის ოდისეაში.