EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ეკონომ-ნათურები საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: koba

თარიღი: 2016-11-14 12:28:49

ეკონომ-ნათურები საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის

ეკონომ-ნათურები საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის

ეკონომ-ნათურები ადრეც იყო, თუმცა მას არავინ იყენებდა, გამომდინარე იქიდან, რომ ელექტრო ენერგია არ ღირდა ძვირი ანდა თუ 90-იან წლებს გავიხსენებთ თითქმის არ იყო შუქი და რას დაწერდა სოჩიკი მცირე დროის რადიუსში? თავიდან მასზე გადართვა ჭირს თუმცა ადამიანი სწრაფად ეჩვევა ნებისმიერ სიახლეს, თუმცა როგორც აღმოჩნდა ისინი უკიდურესად საზიანოა თქვენი ჯანმრთელობისთვის. 

ე.წ. ეკონომიური ნათურები რადიაციულია, რადგან შუქის ნაკადი გენერირებს ორგანიზმისთვის მავნე ნივთიერებას- ფოსფორს, რომელიც ნათურის კედლებზეა დატანებული.

ენერგიის დამზოგი ნათურები ყურადღებით შეისწავლა გერმანელმა პროფესორმა, წმ ჰედვიგის სახელობის სომნოლოგიური დეპარტამენტის უფროსმა ბერლინში Dieter Kunz-მა. მთელი რიგი გამოკვლევევბის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სწორედ ეს ენერგიის დამზოგი ნათურები, რომლებიც (დღის) ცივ სინათლეს ასხივებენ, წყაროა ძილის დარღვევების. ისინი ასევე უარყოფითად მოქმედებნ ჩვენს მთელ სხეულზე და შეუძლიათ გამოიწვიონ მთელი რიგი პათოლოგიების, როგორიცაა- მომნებელი სისტემის დარღვევა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მიოკარდიუმის ინფარქტი, ფსიქიატრიული დარღვევები და დეპრესია. ადამიანებში კი, რომლებიც ღამის ცვლაში ამ ნათურების თანხლებით მუშაობენ, იზრდება სიმსივნური დაავადებების რისკი.

ეკონომიური ნათურები საკმაოდ აქტუალური თემაა ევროპაში. 2011 წელს ევროპაში გადაწყვეტილი იქნა უარი ეთქვათ სხვა ნათურებზე და მხოლოდ ეკონომიური ნათურები გამოეყენებინათ, რაც ექსპერტების აზრით, 5-10 მილიარდი ევროს ეკონომიას მოიტანდა წელიწადში. ეკონომიურობასთან ერთად, აქტუალური გახდა ასევე მათი მავნებლიანობის საკითხიც.
სტოუნ-ბრუკის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა, დერმატოლოგ მარსი საიმონის ხელმძღვანელობით, ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებშიც ადამიანის კანზე ჩვეულებრივი ნათურებისა და ეკონომიურების ზემოქმედება ერთმანეთს შეადარეს. ეკონომიური ნათურების ზემოქმედების ქვეშ კანის უჯრედები დაზიანდა. ეკონომნათურები ბევრად მეტ ულტრაიისფერს ასხივებს, ვიდრე ჩვეულებრივი. ულტრაიისფერი სხივების ხანგრძლივი გამოსხივება კი კანის უჯრედებს აზიანებს და შესაძლოა, კიბო გამოიწვიოს. გერმანელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ დამსხვრეული ეკონომიური ნათურა დაუშვებლად ბევრ ვერცხლისწყალს გამოყოფს ატმოსფეროში. აგრეთვე დამტკიცებულია მათი ზიანი ბავშვების და ორსულების ორგანიზმზე.

მეცნიერები უკვე დიდი ხანია, გვაფრთხილებენ ეკონომნათურების საშიშროებაზე. ასე, უწინ დიდი ბრიტანეთის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებს ასეთი ნათურის გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა, დაემართოთ გამონაყარი, ეგზემა, ფსორიაზი და კანის სხვა დაავადებები.

რადგან ეს ნათურები ასევე ვერცხლისწყალს შეიცავს, რაც ბუნებრივია მავნეა ჩვენი ჯანმრთელობისათვის და ვერცხლისწყალი ატმოსფეროში ნათურის გატეხვის შედეგად უფრო გამოიყოფა. ასხივებენ დიდი რაოდენობით ულტრაიისფერ სხივებს და საზიანოა ჩვენი კანისთვის. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ რადიოსიხშირულ სპექტრში ელექტრომაგნიტური გამოსხივების წყაროა ასევე ეკონომიური ნათურები, რაც კიდევ ერთი მიზეზია მასზე უარი ვთქვათ.