EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« თავდასხმა მაზარ-ი-შარიფში: ქართველებმა გერმანელებს სულზე მიუსწრეს »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2016-11-15 17:17:52

თავდასხმა მაზარ-ი-შარიფში: ქართველებმა გერმანელებს სულზე მიუსწრეს

 

თავდასხმა მაზარ-ი-შარიფში: ქართველებმა გერმანელებს სულზე მიუსწრეს

ავღანეთში „მტიცე მხარდაჭერის“ მისიაში ჩართვის შემდეგ, ქართველ სამხედროებს ერთ-ერთ, ყველაზე რთულ სამხედრო ოპერაციაში მოუხდათ მონაწილეობა, რომელიც წარმატებით და რაც ყველაზე მთავარია, უდანაკარგოდ გადაჭრეს.

10 ნოემბერს, ადგილობრივი დროით, 23:00 საათზე, ჩრდილო ავღანეთის, ბალხის პროვინციის მთავარ ქალაქ მაზარ-ი-შარიფში, ისლამისტმა ფუნდამენტალისტებმა მოძრაობა „თალიბანიდან“ გერმანიის საკონსულოს აფეთქება სცადეს.

 

მაზარ-ი-შარიფის ცენტრი, თალიბების უკან დახევის შემდეგ, 10 ნოემბერი, 2016

 

თავდასხმაში ოციდან-ოცდაათამდე ტერორისტი და ორი თვითმკვლელი იღებდა მონაწილეობას, რომლებიც ქვანახშირით და მასში დამალული ტროტილით, დატვირთულ სატვირთო მანქანებს მართავდნენ.

ერთმა მათგანმა ავტომანქანა ქალაქის ცენტრში, Masar Hotel-თან ახლოს ააფეთქა, მეორე კი პირდაპირ დაცულ ტერიტორიაზე შევარდა, სადაც გერმანიის საკონსულოა განლაგებული.

მართალია, საკონსულოს დაცვის სამსახურმა მოასწრო რეაგირება და ცეცხლი გახსნა, თუმცა აფეთქება თავიდან ვერ აიცილა. მას შემდეგ რაც, თითქმის მთლიანად ჩამოინგრა საკონსულოს ტერიტორიის დამცავი - უსაფრთხოების კედელი, დაიწყო ორმხრივი სროლა. თალიბებმა საკონსულოს ტერიტორიაზე შეჭრა სცადეს.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღიარა, რომ არა დამხმარე ძალა, 2012 წლის 11 სექტემბრის, ბენღაზის მსგავსი ტრაგედია გარდაუვალი იქნებოდა. ერთ-ერთმა პირველმა, გერმანელებს დახმარება სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეულმა აღმოუჩინა, მათთან ერთად, დასახმარებლად ასევე მივიდნენ, ავღანელი, ბელგიელი და ლატვიელი სამხედროები.

სენაკის მეორე ქვეითის ბრიგადის მებრძოლები მაზარ-ი-შარიფში, 2016 წლის ნოემბერი

სენაკის მეორე ქვეითის ბრიგადის მებრძოლები მაზარ-ი-შარიფში, 2016 წლის ნოემბერი

ბრძოლა, მთლიანად ჩაბნელებულ მაზარ-ი-შარიფის ცენტრში, თითქმის, ერთი საათი გაგრძელდა, რის შემდეგაც თალიბებმა უკან დაიხიეს. კოალიციის ჯარისკაცებმა კი გერმანიის საკონსულოს 21 თანამშრომლის ევაკუაცია შეძლეს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია ამბობს:

ქართველებმა იმოქმედეს მყისიერად. ჩვენი ოცეულმა, რომელიც იმყოფებოდა სწრაფი რეაგირების ამოცანით, ადგილზე გასვლის შემდეგ მოიგერია, მოწინააღმდეგის მიერ გახსნილი ცეცხლი და სწრაფად მოხდა გერმანიის საკონსულოს დიპლომატების უსაფრთხო ადგილზე ევაკუირება.“
ვლადიმერ ჩაჩიბაია, ბრიგადის გენერალი, გენშტაბის უფროსის მოადგილე

„ქართველებმა იმოქმედეს მყისიერად. ჩვენი ოცეულმა, რომელიც იმყოფებოდა სწრაფი რეაგირების ამოცანით, ადგილზე გასვლის შემდეგ მოიგერია, მოწინააღმდეგის მიერ გახსნილი ცეცხლი. და სწრაფად მოხდა გერმანიის საკონსულოს დიპლომატების უსაფრთხო ადგილზე ევაკუირება.“

აფეთქების შედეგად, მაზარ-ი- შარიფის ცენტრში - 6 ადამიანი დაიღუპა და 130-ზე მეტი დაიჭრა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრან ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ უფრო დიდი მსხვერპლის თავიდან აცილება და თავდასხმის შეჩერება მხოლოდ დამხმარე ძალების „დიდი სიმამაცისა და პროფესიონალიზმის“ ხარჯზე მოხერხდა, რომლებმაც „საკუთარი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ“ დააყენეს.

გერმანიის საკონსულო მაზარ-ი-შარიფში

გერმანიის საკონსულო მაზარ-ი-შარიფში

 

შტაინმაიერმა შაბათს, პირადად დაურეკა საქართველოს პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილს და მეორე ქვეითი ბრიგადის მებრძოლების დახმარების გამო, გერმანელი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა.

სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული, მაზარ-ი-შარიფში 2016 წლის ივლისში იქნა გადასროლილი და ეს დანაყოფი, გერმანიის საზღვრებს მიღმა, ბუნდესვერის ყველაზე დიდ სამხედრო ბაზა „მარმალზე“, სწორედ გერმანული სარდლობის ქვეშ იმყოფება.

თავდასხმამდე 5 დღით ადრე, 5 ნოემბერს, ბაზა „მარმალზე“ გერმანელი, ქართველი და ლიტველი სამხედროების მონაწილეობით ერთობლივი სწავლება მოეწყო, რომელსაც გერმანიის შეიარაღებული ძალების მეთაური, გენერალი ვიკერი, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის ჩრდილოეთ სარდლობის მეთაური, ბრიგადის გენერალი რენკი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი იზორია დაესწრნენ.

გერმანულ-ქართული სამხედრო სწავლება

გერმანულ-ქართული სამხედრო სწავლება "მარმალის" ბაზაზე

 

გერმანია სწორედ ის ქვეყანაა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ინტეგრაციას NATO-ში და ბოლო დრომდე ორჭოფობს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით.

ამ ფონზე, გერმანიაში საქართველოს ელჩი ლადო ჭანტურია ამბობს, რომ ქართველმა მეომრებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს საკუთარი მაღალი პროფესიონალიზმი, რითაც დიდი წვლილი შეიტანეს გერმანურ-ქართული ურთიერთობების გაუმჯობესებაში.

„ქართველი ჯარისკაცები ძალიან მაღალი დონის პროფესიონალები არიან. ამას ხშირად აღნიშნავენ მათი გერმანელი კოლეგები, რომელთან ერთადაც ქართველი მეომრები მომზადებას გერმანიის სხვადასხვა სამხედრო ბაზებზე გადიან.“

მაზარ-ი-შარიფში, გერმანიის საკონსულოზე სისხლიანი თავდასხმის შემდეგ, თალიბებმა, შაბათს, 12 ნოემბერს, დილის 5 საათზე, მორიგი ტერორისტული თავდასხმა, ამჯერად ავღანეთის დედაქალაქ, ქაბულიდან, 50 კილომეტრით მოშორებულ, „ბაგრამის“ სამხედრო ბაზაზე განახორციელეს, რომელიც ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაშია.

აფეთქება, ბაზის სიახლოვეს მდებარე ავღანური ბაზრის ტერიტორიაზე მოხდა, რომელსაც საერთაშორისო კოალიციის ჯარისკაცები ხშირად სტუმრობენ.

საბედნიეროდ, „ბაგრამზე“ ამჟამად დისლოცირებული, ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადის, 32-ე ბატალიონის ჯარისკაცებიდან არავინ დაშავებული. ტერორისტულ აქტს - 4 ამერიკელი ჯარისკაცი შეეწირა, 14 ამერიკელი მეომარი კი დაიჭრა.

 

წყარო: amerikiskhma.com

ქართველი ჯარ