EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ქვეყნები, სადაც საქართველოდან მიგრაცია ყველაზე მაღალია »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2016-11-18 14:20:40

ქვეყნები, სადაც საქართველოდან მიგრაცია ყველაზე მაღალია

ქვეყნები, სადაც საქართველოდან მიგრაცია ყველაზე მაღალია

ზოგადად უმუშევრობა, რომელიც საქართველოში  დღემდე სოციალურად ყველაზე მნიშვნელოვან და  გადაუჭრელ პრობლემად რჩება, პირდაპირ  აისახება ემიგრანტთა რიცხვაზე, შესაბამისად შრომითი მიგრაციის ძირითადი მიზეზიც სწორედ ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ამ აქტუალური პრობლემის კვალდაკვალ საინტერესოა, რა პოლიტიკა აქვს დღეს სახელმწიფოს ემიგრაციასთან მიმართებაში და  კონკრეტულად, რას აკეთებს ქვეყანა მოსახლეობის გადინების შესაჩერებლად, ასევე საინტერესოა, რამდენია  დღეს საქართველოში მიგრაციის პროცენტული მაჩვენებელი.

 

საქართველოს მოსახლეობა 2002 წელთან შედარებით 15%-ით ანუ 657 731 ადამიანით ნაკლებია, ამ შემცირების ერთ-ერთი მიზეზი ემიგრაციაა. საქსტატის ცნობით, 2002 წლის შემდეგ საქართველოს ტერიტორია სულ 88.5 ათასმა ადამიანმა დატოვა, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს. ემიგრაციის შესახებ მონაცემები საქსტატმა გამოაქვეყნა.

აღწერის შედეგებით, ემიგრანტთა რაოდენობამ შეადგინა 88.5 ათასი ადამიანი, მათი 44.4% მამაკაცია, 54.6% კი ქალია. საქართველოს ეკონომიკა ამ ადამიანთა მიერ უკან გამოგზავნილ ფულად გზავნილებზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული.

ქვეყნების მიხედვით კი მიგრაცია ასე გამოიყურება:

  1. რუსეთის ფედერაცია – 21.7%
  2. საბერძნეთი – 15.9%
  3. თურქეთი – 11.2%
  4. იტალია – 10.9%
  5. გერმანია – 7.1%
  6. აშშ – 5.7%
  7. ესპანეთი – 4.1%
  8. საფრანგეთი – 3.7%
  9. უკრაინა – 3.7%
  10. აზერბაიჯანი -2%
  11. სხვა ქვეყნები და მიუთითებელი მონაცემები – 13.1%

აღწერის შედეგებით გამოიკვეთა, რომ რუსეთში, საფრანგეთში, უკრაინასა და აზერბაიჯანში ემიგრირებულთა უმრავლესობას მამაკაცები შეადგენენ, ქალების უმეტესობა კი ემიგრირებულია: საბერძნეთში, თურქეთში, იტალიაში, გერმანიაში, აშშ-სა და ესპანეთში.

განსხვავებულია ის სამუშაოები, რომლებსაც ემიგრანტები უცხოეთში ასრულებენ. 39 წლამდე ასაკის ემიგრანტებში მამაკაცები ჭარბობენ, 40 წელს ზევით ემიგრანტებში კი – ქალები. ასევე 50 წელზე მეტი ასაკის ემიგრანტებში ქალები მამაკაცების რაოდენობას ორჯერ სჭარბობენ. ემიგრანტების უმეტესი ნაწილი, 66%, უცხოეთში წასვლამდე ქალაქის მცხოვრები იყო, 33% კი – სოფლის.

უცხოეთში ემიგრირებული მოსახლეობა საქართველოში ყოველთვიურად დაახლოებით $100 მილიონს აგზავნის. ყოველთვიურად საქართველოში ყველაზე მეტი მოცულობის ფულადი გზავნილი რუსეთის ფედერაციიდან შემოდის. გზავნილების მიხედვით 2016 წლის მარტში უმსხვილესი დონორი ქვეყნების სია ასე გამოიყურება:

  1. რუსეთი – $30 მილიონი
  2. აშშ – $10 მილიონი
  3. საბერძნეთი – $9.9 მილიონი
  4. იტალია – $9.8 მილიონი
  5. თურქეთი – $7.4 მილიონი