EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ადამიანს დედამიწაზე ცხოვრების დაახლოებით 1 000 წელი დარჩა »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი: keke

თარიღი: 2016-11-18 14:34:47

ადამიანს დედამიწაზე ცხოვრების დაახლოებით 1 000 წელი დარჩა

ადამიანს დედამიწაზე ცხოვრების დაახლოებით 1 000 წელი დარჩა

მეცნიერის და ასტრონომის სტივენ ჰოკინგის პროგნოზით, ადამიანი დედამიწაზე მაქსიმუმ კიდევ 1 000 წელი იცხოვრებს. მისივე თქმით, ჩვენს პლანეტაზე კაცობრიობის გაქრობის მიზეზი კლიმატური ცვლილებები, ბირთვული იარღი და რობოტები იქნება.

ჰოკინგმა "ოქსფორდის" უნივერსიტეტის კავშირში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ადამიანს გადარჩენის შანსი მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ იგი სხვა პლანეტებზე შექმნის კოლონიებს და დედამიწიდან გადასახლდება.

 

"დედამიწაზე ბუნებრივი კატასტროფების შანსი მომდევნო წლებში საკმაოდ დაბალია, თუმცა, გარკვეული წლების განმავლობაში მათი რიცხვი გაიზრდება.

 

მომდევნო 1000 წელიწადში  ჩვენ უნდა გავიდეთ კოსმოსში და სხვა პლანეტებზე გადავსახლდეთ. თუმცა, კატასტროფები დედამიწაზე არ ნიშნავს ავტომატურად კაცობრიობის აღსასრულს", - აღნიშნა ჰოკინგმა.

 

სხვა პლანეტებზე გადასახლების შესახებ მეცნიერები უკვე დიდი ხანია საუბრობენ. Space X-ის აღმასრულებელ დირექტორს, ელონ მასკს უკვე აქვს გეგმები მომდევნო საუკუნეში მარსზე ადამიანების კოლონიების შექმნის შესახებ.