EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« იაგდტერიერი / Jagdterrier »
კატეგორია: ცხოველებიავტორი: admin
თარიღი: 2016-11-18 22:45:14
გერმანული იაგდტერიერი — ძაღლის ეს ჯიში, გამოყვანილია გერმანიაში 1920-იან წლებში.
ნებისყოფიანი, საზრიანი და ძლიერი გერმანული იაგდტერიერი გამოიყვანეს გერმანიაში XX საუკუნის დასაწყისში, როდესაც შეაჯვარეს უელშ-ტერიერი და ძველინგლისური შავ-ხორბლისფერი ტერიერი, მათი შთამომავლები კი — ინგლისურ ფოქსტერიერთან. იაგდტერიერების გამრავლებისას მთავარი ყურადღება მის
მუშა თვისებებს ენიჭება. გერმანული იაგდტერიერი ერთნაირი ხალისით მუშაობს მიწის ზედაპირზე, სოროებში, ხშირ ტყესა და წყალში, სიხარულით მოაქვს ნანადირევი პატრონთან. გერმანული იაგდტერიერი „კლასიკური“ ტერიერია, ამიტომ გამოირჩევა სიჯიუტით, კარგი მოდარაჯეა, უყვარს ღია ცის ქვეშ ძილი და, როგორც ყველა ტერიერი, ჯერ კბენს და მხოლოდ მერე ფიქრობს, რატომ გააკეთა ეს.( ძაღლის ეს ჯიში არის უშიშარი და არასდროს იხევს უკან)
იაგდტერიერს სჭირდება მნიშვნელოვანი დატვირთვა — სამშობლოში, გერმანიაში, როგორც წესი, ისინი მხოლოდ გამოცდილ მონადირეებს ჰყავთ. იაგდტერიერი შესანიშნავი მუშა ძაღლია, ის სიამოვნებით ატარებს მთელ დღეებს ნადირობაში, მაგრამ დამოუკიდებელი ხასიათის გამო ვერ ეჩვევა ქალაქის ბინაში ცხოვრებას.(თუ მიანც და მაინც გვინდა გვყავდეს ქალაქის ბინაში საჭიროა დიდი ფიზიკური დატვირტვა) ადვილად უძლებს სიცივეს, ძნელად იწვრთნება, ძნელად ეგუება სხვა ძაღლებს. იაგდტერიერს აქვს ზომიერად გრძელი, ძლიერი, სწორი ზურგი, გრძელი, დაკუნთული უკანა ფეხები. ჩვეულებრივ უხეშ ბალანს განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება, მისი შეფერილობა შეიძლება იყოს ჟღალი, ყავისფერი ხორბლისფრით, შავი ხორბლისფრით. ძლიერ ქვედა ყბაზე განლაგებულია ძალიან დიდი კბილები. არსებობს ორი ტიპის გრძელ-მოკლე ბეწვიანი.
წონა 9-11 კგ.
სიმაღლე 34-40 სმ.
სიცოცხლის ხანრძლივობა 13-15 წელი