EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« მომავალ წელს ახალქალაქის შესასვლელ-გასასვლელში საგზაო ბანერებზე წარწერები სომხურ ენაზე გაკეთდება »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2016-11-28 01:58:54
ახალქალაქის რაიონული საკრებულოს დეპუტატების ინიციატივით, მომავალ წელს ახალქალაქის შესასვლელ-გასასვლელში საგზაო ბანერებზე წარწერები ქართულთან ერთად, სომხურ ენაზეც გაკეთდება. იდეის ავტორი და ინიციატორი სახალხო დეპუტატი შირვან შირინიანია.
«კანონში წერია, რომ ჩვენი უფლებები საქართველოს კონსტიტუციითაა გარანტირებული. სახელმწიფო ენასთან ერთად, უფლება მაქვს, ვწერო ნებისმიერ სხვა ენაზე, - ამით კანონს არავინ არღვევს. გსურს, შენი მაღაზიის თავზე ბანერი სომხურად განათავსო? - განათავსე, ინგლისურად გინდა — კი ბატონო! მთავარია, იქვე იყოს წარწერა ქართულ ენაზეც», – განაცხადა შირინიანმა.
კრების მონაწილეებმა ამ ინიციატივას მხარი დაუჭირეს და ისიც დაამატეს, რომ სომხურენოვანი წარწერები უნდა გაკეთდეს ქუჩებსა და სოფლების აღმნიშვნელ საგზაო ნიშნებზეც.
წყარო: ekhokavkaza.com