EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ლემურიელები და ლემურია »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2016-12-06 17:23:11

ლემურიელები და ლემურია

ლემურია — მითიური კუნძული (ან კონტინენტი) ინდოეთის ოკეანეში. ინდოეთის ოკეანეში ლემურიის, როგორც მაღალი ცივილიზაციის მატარებელი მიწის შესახებ გადმოცემები, მსოფლიოს ბევრი ხალხის თქმულებებშია დაცული.

ლემურიელები და ლემურია — დაკარგული კონტინენტია. ფილოსოფოს რუდოლფ შტაინერის მტკიცებით, მსოფლიო ისტორიის საიდუმლო სამალავი — აკაშის ქრონიკები — გვაუწყებენ, რომ დედამიწის მოსახლეობის დიდი წინაპრები ლემურიელები იყვნენ.

ატლანტიდის არსებობის ხანგრძლივობა შეიძლება 4-5 მილიონი წლით ვივარაუდოთ. სწორედ ამ პერიოდში, მაშინ ჯერ კიდევ არსებულ ლემურიის კონტინენტზე, წარმოიშვა ატლანტიდაზე დასახლებული მეოთხე ძირეული რასის პირველი ქვე რასა – რმოაჰალები.
უძველესი რუქებიდან შეიძლება დასკვნის გამოტანა, რომ ერთ დროს ლემურია თითქმის სრულად მოიცავდა დედამიწის გარშემოწერილობას და დაწყებული კაბო ვერდედან, აფრიკიდან აღმოსავლეთის მიმართულებით, ავსტრალიამდე და შემდეგ პატაგონიამდე ტერიტორიას მოიცავდა.


ძიანის წიგნი ძალიან ზუსტად აღწერს მაშინდელ რეპტილიებსა და სხვა დიდი ზომის არსებებს, რომლებიც თბილ და ნესტიან კლიმატში დედამიწაზე ბინადრობდნენ. როგორც აღწერა გვაჩვენებს, ხსენებული პერიოდის უძველეს ლემურიელს, შეუძლებელია ჩვენი გაგებით განვითარებული ადამიანისმსგავსი არსების სტატუსი მივანიჭოთ, რადგან ის ცხოველის ერთ ერთ სახეობას უფრო წააგავს. შეძლებისდაგვარად დაწვრილებით სურათს, იმის შესახებ თუ როგორ წარმოიშვა ლემურიელი ასტრალური სხეულის მეორე რასიდან, ნაშრომი „აკაშას ქრონიკებიდან“ გვთვაზობს, ამჯერად კი მინდა ყურადღება ამ არსებების აღწერაზე შევაჩერო.
ვიდრე საბოლოო ძვლოვანი სტრუქტურა (ჩონჩხი) ფორმირდებოდა, ლემურიელების სახის ორგანოები მეტად ჩამოუყალიბებელი იყო. გამომდინარე იქიდან, რომ ცა გამუდმებით სქელი ღრუბლით იყო დაფარული, სადაც მზის სხივი ნაკლებად ატანდა, ამ არსებების სახის წინა ნაწილში ორი ახლომხედველი თვალი მეტად განუვითარებელი იყო და მხოლოდ მიწაზე საკვების მოპოვებას ემსახურებოდა. მაგრამ ორი თვალის პარალელურად ლემურიელები უკანა ნაწილში არსებულ მესამე თვალსაც ფლობდნენ, რომლის სახეცვლილი ნაშთიც დღეს ჩვენთვის Pineal Gland-ის, იგივე გირჩა ჯირკვალის სახელით არის ცნობილი. დღევანდელ ცხოვრებაში მესამე თვალი მხოლოდ ასტრალური ხედვის ორგანოს წარმოადგენს, მაგრამ ადრეულ პერიოდში ის ასევე მატერიალური სამყაროს ხედვასაც ემსახურებოდა. ლემურიული პერიოდის შუა ნაწილში, ჟელესმაგვარმა რბილმა ჩამოუყალიბებელმა სხეულმა ნელ-ნელა გამკვრივება დაიწყო და თავიდან რბილი, შემდეგ კი შედარებით მაგარი ძვლოვანი ქსოვილის ჩონჩხი ჩამოყალიბდა, რამაც მას სრულყოფილად გამართვის საშუალება მისცა.
გთავაზობთ გვიანდელი ლემურიელის შეძლებისდაგვარად დეტალურ აღწერას:
12 – 14 ფუტი სიმაღლის არსების სხეული, მუქი მოყვითალო-მოყავისფრო მარტორქის მსგავსი კანით იყო დაფარული. სახე ბრტყელი, ხოლო ნიკაპი ძალიან გრძელი ჰქონდა და შუბლის მაგივრად ხორთუმის მსგავსი ხორცის ნაჭერი ეკიდა. წვრილი თვალები იმდენად იყო დაშორებული ერთმანეთს, რომ გვერდზე და ასევე წინ ხედვას უშლიდა, სამაგიეროდ უთმო კეფაზე მესამე თვალი მდებარეობდა, რომელიც უკან ხედვას უწყობდა ხელს. სხეულის განლაგება საშუალებას იძლეოდა, თავი ზევით და უკან ძალიან უცნაური გზით გადაეწია და ემოძრავებინა. ზედმეტად გრძელი კიდურები, განსაკუთრებით ხელები, თანამედროვე ადამიანის პროპორციებთან შედარებით გრძელი იყო, მაგრამ სრულად გაშლის საშუალებას არ იძლეოდა, ხოლო კიდურები ძალიან დიდი ზომის ხელის მტევნებით და ფეხებით ბოლოვდებოდა.
როგორც აღვნიშნეთ, ეს არსებები უფრო ცხოველისმაგვარს წარმოადგენდნენ და ადამიანთან მსგავსება ნაკლები იყო, მხოლოდ სქესის გაყოფის შემდეგ მიიღო სხეულმა მატერიალური სახე და ადამიანის ფორმა.
„ადამიანის მესამე რასის პერიოდში ბინადრობდნენ უძვლო ცხოველები და ამ დროს იწყეს ცვლილება; ისინი ძვლიან არსებებად იქცნენ და მათი სხეულები გამაგრდა…“
„თავდაპირველად ცხოველებმა დაიწყეს გაყოფა და შთამომავლობის წარმოქმნა. ორმაგმა ადამიანმა თქვა: მოდით მივბაძოთ ცხოველებს და გავმრავლდეთ. და ასეც მოხდა.“
სკოტ-ელიოტის ნაშრომიდან “ლემურია და ატლანტიდა”