EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« „არცერთი ეს სუბორდინაციული ხაზი არ გაუვლიათ, ისე დაიწყეს ხალხის გაყრა-დატერორება” - ფული მუნდირის სანაცვლოდ (?!) -დავით ნემსაძე შეიარაღებულ ძალებში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე საუბრობს »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: Misha
თარიღი: 2016-12-09 20:12:22
“ქართული სამხედრო მუნდირი ,,30 ვერცხლად” იყიდება”- სამხედრო ბლოგერი, შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი , არასამთავრობო ორგანიზაცია ,,უფლებადამცველთა სახლის" სამხედრო მიმართულებათა საკითხების განყოფილების უფროსი, დავით ნემსაძე შეიარაღებულ ძალებში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე საუბრობს და სამხედრო პირებს სამსახურის დატოვების სანაცვლოდ შეთავაზებულ თანხაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს.
“შეაჩერეთ შეიარაღებული ძალების შეგნებული ნგრევა!
კაპრალ-სერჟანტზე - 500ლ. უფროსი ლეიტენანტი - 5000ლ. კაპიტანი - 10 000 ლ. მაიორი - 15 000 ლ , ვიცეპოლკოვნიკი - 25 000ლ. პოლკოვნიკი - 30 000ლ. ამას პლიუს 560 ბრძანებით გათვალისწინებული დანამატი და კადრების ორი თვის ხელფასიც. , , აიღეთ და წადით სახლებში, თორემ ორ თვეში ფიზიკური ნორმატივები იქნება და ვინც ვერ ჩააბარებს პირველივე ჩაჭრაზე უფულოდ გავარდება ჯარიდან" - ესაა ის ტექსტი რაც გუშინ გააცნო ერთ-ერთმა ბაზის მეთაურმა პირად შემადგენლობას, ესაა გენერალური შტაბის და უშუალოდ ჩაჩიბაიას გატარებული ე.წ. რეფორმის დასაწყისი. ჯერ კიდევ კონფუცი ამბობდა “ღმერთო, დაგვიფარე რეფორმებისგან" სისხლის მსმელი დიქტატორი ნერონიც კი ვერ ბედავდა მის ჭკუაზე გადაჭრით ეთქვა, - რომი უნდა გარდავქმნა და არქიტექტურული რეფორმა გავატაროო". იცით, რატომ? იმიტომ, რომ რამის დანგრევა იმის მოლოდინით, რომ უკეთესი შექმნა, გენიოსების და პროფესიონალების ხვედრია მხოლოდ.
ბატონებო, რასაც თქვენ ჩადიხართ, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული!
საერთოდ, იცით, რას ნიშნავს რეფორმა, ან რა ვალდებულებები აქვს სახელმწიფოს მოქალაქების მიმართ, რომლებიც საკადრო რესტრუქტურიზაციას შეეწირებიან? სამოქალაქო პირებს რომ უშვებდით, ეს გასაგები იყო, მაგრამ სამხედროებს რატომ დაერიეთ? სად უნდა წავიდეს ოფიცერი, რომელმაც ათეულობით წლები ჯარში იმსახურა, მისი სიცოცხლე სამშობლოს მიუძღვნა და სხვა სამოქალაქო საქმე უარყო. თქვენ მათ გარეთ ყრით! ეს იგივეა, რაც უიარაღო ჯარისკაცს უთხრა, - “მოკვდი იმიტომ, რომ დღეს არ მჭირდები, შენი არსებობა მაწუხებს!"
შეიარაღებული ძალების რაოდენობას ამტკიცებს პარლამენტი, შემდგომ გენერალური შტაბი მოამზადებს სტრუქტურათა გეგმას, ხოლო გენშტაბის უფროსი წარუდგენს პრეზიდენტს, როგორც უმაღლეს მთავარსარდალს. პრეზიდენტმა უნდა მოიწვიოს უშიშროების საბჭო და განიხილოს წარდგენილი გეგმა. შემდეგ ამტკიცებს მას შეტანილ ცვლილებებთან ერთად და უკან უბრუნებს თავდაცვის უწყებას. თავის მხრივ, თავდაცვის უწყება ვალდებულია, მინიმუმ, ერთი წლით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული პირი შესაძლო შტატის გაუქმების შესახებ. დათხოვნის შემთხვევაში, პირს უნდა გადაუხადო ფულადი კომპენსაცია. (ზოგადად კი ხელისუფლება ვალდებულია იზრუნოს მისი მოქალაქის შემდგომი დასაქმებისთვის). არცერთი ეს სუბორდინაციული ხაზი არ გაუვლიათ, ისე დაიწყეს ხალხის გაყრა-დატერორება.
პოლიციელების და ფიქტიური მეცნიერების გატარებული რეფორმა ჯარს ანგრევს. ცხადია რომ ჩაჩიბაია მართვადია. ესაა კაცი, რომელმაც ხელი მოაწერა შეიარაღებული ძალების ნგრევას სავარძლის გამო. ის, რაც ხდება არის სამშობლოს ღალატი! ამას სხვა შეფასება არაქვს.
ჯარისკაცებო და ოფიცრებო, რომელი თქვენგანიც გაყიდით მუნდირებს ზემოთ შემოთავაზებული ,,30 ვერცხლის“ გამო, ვერასდროს ჩაიცვამთ მას თავიდან. ეს იქნება სამშობლოს ღალატის ტოლფარდი ქმედება… რაც შეეხება ფიზიკური ნორმატივებით თქვენი დაშინების მცდელობას, ვფიქრობ, ეს თქვენთვის ახალი სულაც არაა. ჩაჩიბაიამ ახალაიას დროს ასეთი “მარაზმი" უკვე ჩაიდინა და ნაცვლად იმისა, ამის გამო პასუხი ეგო, დღეს ამის , “რემეიქს" იმეორებს. აი, რა იცის დაუსჯელობამ...
ბატონო ჯარისკაცებო, მე მჯერა თქვენი! გახსოვდეთ, მოვალეობებზე უარის თქმა ლაჩრობაა! - წერს დავით ნემსაძე.
წყარო: sazogadoeba.ge