EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ლეღვი - სასარგებლო და გემრიელი »
კატეგორია: იყავით ჯანმრთელიავტორი: Nina
თარიღი: 2016-12-12 01:19:51
ლეღვი - სუბტროპიკული მცენარე თუთისებრთა ოჯახის ფიკუსის გვარისა. ლეღვი მეჩხერად დატოტვილი ხეა. სიმაღლე 4-12 მ აღწევს. ნორჩი ყლორტები მომწვანო-ნაცრისფერია, შებუსვილი ან შიშველი, შეიცავს რძეწვენს. ლეღვი ერთ- ან ორსახლიანი მცენარეა. ერთსქესიანი ყვავილები მოთავსებულია ძალზე გამსცვილებულ ყვავილსაჯდომის ღრუში. ლეღვი ბუნებრივად გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთში, მცირე აზიაში, ირანსა და ჩრდილოეთ-დასავლეთ ინდოეთში, კულტივირებულია მრავალ ქვეყნებში, განსაკუთრებით თურქეთში, ალჟირსა და აშშ-ში. საქართველოში გვხვდება ყველგან მთის ქვედა სარტყელსა და დაბლობებზე. ლეღვს იყენებენ ნედლად და გადამუშავებულს (ჩირი, მურაბა, ჯემი, კომპოტი). საქართველოში ლეღვი ძველთაგანვე ცნობილია და ფართოდაა კულტივირებული კახეთში, ქვემო ქართლში, იმერეთში, გურია-სამეგრელოში, აფხაზეთსა და აჭარაში.
ლეღვს ძალიან ბევრი სასარგებლო თვისება გააჩნია. ლეღვი შეიცავს დიდი ოდენობით B და C ვიტამინებს, აგრეთვე - პროვიტამინ A-ს, მინერალურ ნივთიერებებს: რკინას, კალიუმს, კალციუმს, მანგანუმს, ფოსფორს, ბრომს, გოგირდს, ცოტაოდენ დარიშხანს, აგრეთვე - პექტინებს, უჯრედისს, ცხიმებს, ცილებს, ყველაზე დიდი ოდენობით კი შაქარს.
ლეღვი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ. შეიცავს ფერმენტ ფიცინს, რომელიც კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლძარღვოვანი თრომბოზების მკურნალობაზე. ლეღვი სასარგებლოა ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებებისა და სისხლნაკლებობის დროსაც, ხელს უწყობს ძვლოვანი ქსოვილის გამაგრებას, კარგი ეფექტი აქვს ბუასილის, სხვადასხვა გენეზის შეკრულობისა და კოლიკის (მუცლის ღრუს ორგანოებში მოვლითი ტკივილის) დროს. ნაყოფს აქვს ოფლმდენი მოქმედება.
ლეღვის ახალმოკრეფილი ნაყოფი კლავს წყურვილს და გამაგრილებელი ეფექტით გამოირჩევა, ხელს უწყობს ტემპერატურის დაქვეითებას მაღალი სიცხის დროს, გადიდებული ელენთის დაპატარავებას.
ლეღვის რძეც ძალიან სასარგებლოა. ხელის თითებზე ამოსულ მეჭეჭებისთვის ლეღვის რძე ყველაზე ეფექტურია. აქედან გამომდინარე, სამედიცინო რჩევებს თუ გავითვალისწინებთ, არ არის აუცილებელი ექიმთან წასვლა და ზედმეტი თანხის დახარჯვა მეჭეჭების მოსაშორებლად. სცადეთ ლეღვის ფოთლების სამკურნალო რძე!!!!!
ლეღვის ფოთლის რძე ასევე საკმაოდ ეფექტური შხამსაწინააღმდეგო ანტიბოიტიკია. დადებითად მოქმედებს მორიელის ან ობობის დაკბენილზე. ლეღვის ფოთლის რძე ნაზად წაისვით იმ ადგილებში, სადაც ნაკბენი გექნებათ.
ლეღვი ასევე სასარგებლოა გრიპის, ხველების და სიცხის წინააღმდეგ. თუ ხველა გაგიხანგრძლივდათ, აიღეთ ლეღვის 4-5 ცალი ნაყოფი და ერთ ჭიქა მდუღარე რძეში
დაალბეთ, რამდენიმე წუთს გააჩერეთ და შემდეგ კარგად გაქენით. მიირთვით ნახევარი
ჭიქა დღეში 2-4-ჯერ, ოღონდ თბილი... ამის შემდეგ მიხვდებით, თუ რამდენად ეფექტურია ლეღვი გაციების წინააღმდეგ.
როგორც ხედავთ ლეღვს ძალიან ბევრი სასარგებლო თვისება აქვს, მაგრამ ეს მხოლოდ ამით არ მთავრდება, მკითხველებო მოგახსენებთ, რომ ლეღვს აქვს ძალიან დაბალი კალორია, ამიტომ მისი მირთმევის ნუ შეგეშინდებათ!!!
თუ ფიქრობთ, რომ სიბერე მოახლოვებულია და დამარცხებას არ აპირებთ, მაშინ აუცილებლად მიირთვით ლეღვი! და თუ ორგანიზმში რკინის ნაკლებობა გაქვთ, ლეღვი კარგი საშუალებაა მის შესავსებათ.
მოამზადა ნინამ