EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« მცენარეები, რომლებიც ძალიან საშიშია ბავშვებისა და შინაური ცხოველებისთვის »

კატეგორია: ხეები-მცენარეები

ავტორი: admin

თარიღი: 2016-12-12 02:25:30

მცენარეები, რომლებიც ძალიან საშიშია ბავშვებისა და შინაური ცხოველებისთვის

 

არის მცენარეები, რომლებიც შინაური ცხოველების და განსაკუთრებით ბავშვის გარემოცვაში, განსაკუთრებით საშიშია იქონიოთ ასეთი სასიამოვნო სილამაზე მათ სიახლოვეს!

წარმოგიდგენთ რამოდენიმე მათგანს...

 

ნარგიზი

 

narcissus

ნარცისი (Narcissus) — ბალახოვან მცენარეთა გვარი ამარილისისებრთა ოჯახისა. აერთიანებს 60—მდე სახეობას, რომელიც იზრდება ევროპაში, ხმელთაშუაზღვისპირეთში, წინა და შუა აზიაში. ნაცისი ადრემოყვავილე მრავალწლოვანი ბოლქვიანი მცენარეა. ბოლქვი დაფარულია მოყავისფრო ქერქლებით. უფოთლო საყვავილე ღეროზე ერთი ან რამდენიმე თეთრი ან ყვითელი ყვავილი აქვს. ყვავილის რაოდენობის, ყვავილისაფრის სიგრძისა და შეფერვის მიხედვით იყოფა რამდენიმე საბაღო ჯიშად. დეკორატიულია, იყენებენ ბაღ-პარკების გასაფორმებლად და ასაჭრელ მასალად. ნარგიზის ზოგიერთი სახეობის ყვავილი შეიცავს ეთეროვან ზეთს, ბოლქვი— ალკალოიდებს.

narcissus



ყვავილი საკმაოდ ტოქსიკურია, რაც გამოიწვევს კუჭის პრობლემებს, გულის რევის შეგრძნებასა და დიარეას. თუ სამზარეულოში გიდგათ, მდგომარეობა უარესია, რადგნა ნაცისი კუნთების ატროფიას იწვევს, ზრდის სისხლის წნევას, ახშირებს პულსს. თუ მის ბოლქვს გადაყლაპავთ, სიკვდილამდე მიგიყვანთ.

narcissus
 


სუმბული

 

სუმბული

სუმბული (Hyacinthus) — მრავალწლოვანი ბოლქვიანი მცენარის გვარი შროშანისებრთა ოჯახისა. ცნობილია ერთი სახეობა აღმოსავლური სუმბული (Hyacinthus orientalis), რომელიც ველურად იზრდება ხმელთაშუა ზღვისაღმოსავლეთ ქვეყნებში. სუმბულის ჯიშებს სხვადასხვა სიმკვრივის, ფერის, ზომისა და ფორმის ყვავილები აქვს. მოჰყავთ კარგად განათებულ, მსუბუქ თიხნარ და ნოყიერ ნიადაგზე. მრავლდება ბოლქვით, იშვიათად თესლით. სუმბულის ყვავილისაგან მიღებულ ზეთს პარფიუმერიაში ხმარობენ. სუმბული საუკეთესო საორანჟერეო და სათაიგულე მცენარეა. იყენებენ რაბატებში, კლუბებსა და გაზონებში ყვავილწნულებად.

ნარგიზის მსგავსად, სუმბულიც გულის რევის შეგრძნებას იწვევს. შესაძლოა შინაური ცხოველის სიკვდილის მიზეზიც გახდეს.

დიფენბახია

 

დიფენბახია

დიფენბახია (Diffenbachia) მრავალწლიანი, ფოთლოვანი მცენარეა, რომელიც სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის ტროპიკებშია გავრცელებულია. მცენარე 70-მდე სახეობას ითვლის და რამდენიმე მათგანი აქტიურად გამოიყენება საოთახო დეკორატიულ მემცენარეობაში,

თუ სახლში დიფენბახია გაქვთ, აუცილებლად უნდა იცოდეთ ისიც, რომ მისი წვენი საკმაოდ შხამიანია და ზოგ ადამიანში ალერგიას ან კანის გაღიზიანებას იწვევს. ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს, მცენარის რომელიმე ნაწილი შემთხვევით პირში არ ჩაიდონ. მცენარესთან მუშაობა რეკომენდებულია ხელთათმანებით, ხოლო სამუშაოების დამთავრების შემდეგ ხელები აუცილებლად საპნით უნდა დაიბანოთ.
ისე არ გაიგოთ, თითქოს დიფენბახიას მხოლოდ ზიანის მოტანა შეუძლია. იგი ძალიან საჭირო თვისებითაც გამოირჩევა და ოთახის ჰაერს მავნე ნივთიერებებისგან ასუფთავებს.


ამ მცენარეს ბინდი უყვარს და ყელის დაავადებებს იწვევს. დიფენბახიას მიზეზით ხშირად ენაც გისივდებათ. თუ ამ მცენარის წვენი ბავშვის ან შინაური ცხოველის პირში მოხვდება, მოკლავს.

ოლეანდრე

 

ოლეანდრე

მარადმწვანე მაღალი ბუჩქია. შხამიანია. შეიცავს გლიკოზიდებს – ოლეანდრინს, კორნერინს და სხვ. პრეპარატს იყენებენ გულსისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ.

მცენარე ტოქსიკურია. თუ თქვენი შინაური ცხოველი ოლეანდრეს ერთ ფოთოლს შეჭამს დაიღუპება. საშიშია ბავშვებისთვისაც.
ზრდასრულ ადამაინებში იწვევს: სისუსტეს, თავბრუსხვევას, არითმიას.

სპატიფილუმი


 

სპატიფილუმი



ეს მცენარე სინამდვილეში ნამდვილი ლილიაა და ოთახის მცენარეებს შორის საკმაოდ პოპულარულია. ფიქრობენ, რომ ჰაერს წმენდს, მაგრამ ალერგიულია. შესაძლოა ზრდასრული ადამიანის სიკვდილის მიზეზიც გახდეს. იწვევს ტუჩების, პირისა და ენის შეშუპებას.

სიდედრის ენა (სანსევიერია)

სიდედრის-ენა-სანსევიერია


სანსევერია,  ძალიან მარტივად მოსავლელი მცენარეა და იდეალურია მათთვის, ვინც პირველად იწყებს მცენარესთან ურთიერთობას. მცენარე, იზიდავს მავნე ნივთიერებებს ოთახიდან და წმენდს ჰაერს.


ბავშვებში იწვევს ყელის ტკივილს, ზედმეტი ნერწყვის დაგროვებასა და გულისრევას. იშვიათშემთხვევაში კანის სიწითლეს. არ მიუშვათ ბავშვები ახლოს.


ინგლისური სურო


 

ინგლისური-სურო

ინგლისური სურო, იმ მცენარეთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა გაზრდა და მოვლა, ძალიან მარტივია. რაც მთავარია, მცენარეს, შეუძლია გაფილტროს ჰაერი, ეფექტურად გაუმკლავდეს საყოფაცხოვრებო ქიმიკატებსა და ბენზოლის ნაწილაკებს.



ძირითადად დეკორაციისთვის გამოიყენება. მცენარე საზიანოა ნებისმიერი ცხოველისა თუ ადამიანისთვის. იწვევს სუნთქვის პრობლემებს, კრუნჩხვებს, ღებინებას. უკიდურეს შემთხვევაში პარალიჩსა და კომას.

ჰორტენზია


 

ჰორტენზია


ჰორტენზია (ლათ. Hydrángea) — ყვავილოვან მცენარეთა სახეობა ჰორტენზისებრთა ოჯახიდან, რომელის 70-80 სახეობა არსებობს. ყველაზე პოპულარული სახელწოდებაა დიდფოთოლა ჰორტეზია (ლათ. Hydrangea macrophylla), რომელსაც საბაღო ჰორტეზიას უწოდებდნენ. ჰორტეზიის სამშობლოა იაპონია. კულტურაში დაინერგა XVIII საუკუნის ბოლოს. ფოთოლმცვივანი ბუჩქია, რომლის სიმაღლე 1-2 მეტრს აღწევს. აქვს ფართო, კვერცხისებრი ფოთოლი, ლასტისებრი ყვავილედი, რომლის ცენტრში ორსქესიანი წვრილი, ხოლო გარშემო მსხვილი უსქესო ყვავილებია. ცნობილია ჯიშები, რომელთა ყვავილები ჟოლოსფერი, ვარდისფერი, ცისფერი, თეთრია. ისინი გამოჰყავთ ორანჟერეებსა და ოთახის პირობებში. ყვავის ივნისიდან აგვისტომდე. ამრავლებენ მწვანე კალმით. იყენებენ ბორფიურებისათვის, კარგი მასალაა ყვავილწნულებისათვის.

ჰორტენზიის ფესვების საფუძველზე დამზადებული პრეპარატები შველის ისეთ დაავადებებს, როგორიც არის გაფანტული სკლეროზი, ფსორიაზი, დიაბეტისა და ართრიტის ზოგიერთი ფორმა. საქმე ის არის, რომ ჩამოთვლილი დაავადებები ემართებათ ადამიანებს, რომელთაც იმუნიტეტი აქვთ დაქვეითებული. ამჟამად არსებულ იმუნოსტიმულატორებს ყველაზე მძიმე შემთხვევებში მიმართავენ როგორც უკანასკნელ საშუალებას. ისინი პაციენტს ინფექციებისგან არ იცავს, თანაც გვერდითი ეფექტებიც აქვს. სწორედ მათ ალტერნატივად შეიძლება იქცეს ახალი წამალი. ჰორტენზიის ეფექტს განაპირობებს მის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერება, რომელიც აბრკოლებს აუტოიმუნური დაავადებების გამომწვევი განსაზღვრული ტიპის უჯრედების განვითარებას.

მაგრამ


ჰორტენზიას ყვავილი მუცლის ღრუში მოხვედრისას იწვევს მუცლის ტკივილს, დიარეას, შეფერხებულ სუნთქვას. ხანდახან კომის მიზეზიც ხდება. 



ზამბახი ( რუსულად-ირისი)

ზამბახი ( რუსულად-ირისი)

 

(ლათ. Íris)

ამ მრავალწლიან მცენარეს ყველაზე დიდი გავრცელების არეალი აქვს მსოფლიოში. გვხვდება სუბტროპიკულ ზონებსა და ალიასკაშიც კი.

ჰიბრიდული ჯიშები

მთლიანი 270 -დან რუსეთში გვხვდება 58 ველური ჯიში. ჰიბრიდულ ფორმებთან ერთად კი 800 სახეობაა განსხვავებული შეფერილობებით.

მახასიათებლები

მაღალი და ტანადი ზამბახი ღეროზე გრძელი, წამახული კიდის მქონე ფოთლებით აერთიანებს ფურცლებს ყლორტში, თუმცა ხშირად ყვავილი მარტოც იზრდება ღეროზე. გარეგნულად ყვავილი ორქიდეას ჰგავს. ზოგ სახეობას სუსტი, ნაზი სურნელი აქვს. ყვავილობას იწყებს მაისის ბოლოს და გრძელდება ივლისამდე.

სახელწოდების წარმომავლობა

ბერძნული სახელი, თარგმანში ‘’ცისარტყელა’’.  ცისარტყელას მფარველი ქალღმერთი იყო ირიდა. სახელი ლეგენდის თანახმად ჰიპოკრატემ უწოდა.

ისტორია

ამ ყვავილს ხშირად რგავენ ქრისტიანულ მონასტრებში, რადგან ასოცირდება იესო ქრისტეს ტანჯვასთან. იაპონიაში სიმამაცის სიმბოლოა. დღევანდელ მსოფლიოში - მეგობრობის და პატივისცემის სიმბოლო. 


ეს მცენარე მომწამვლელია როგორც ცხოველებისთვის, ისე ადამიანებისთვის. იწვევს გულისრევას, ღებინებასა და ტემპერატურის სწრაფ მატებას.
შესაძლოა შინაური ცხოველის სიკვდილის მიზეზი არ გახდეს, მაგრამ უმჯობესია სიფრთხილე გამოიჩინოთ.