EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« როგორ? ადამიანები, რომელთაც YouTube-ის მეშვეობით მილიონები იშოვეს »

კატეგორია: ბიზნეს ჟურნალი

ავტორი: admin

თარიღი: 2016-12-25 17:45:46

როგორ? ადამიანები, რომელთაც YouTube-ის მეშვეობით მილიონები იშოვეს

როგორ? ადამიანები, რომელთაც YouTube-ის მეშვეობით მილიონები იშოვეს

ის, რომ სოციალურ ქსელში პოპულარობას, ადრე თუ გვიან, შემოსავალი მოაქვს, საიდუმლო აღარ არის. Youtube- ის მომხმარებელს ასობით, ათასობით და მილიონობით ნახვაც კი სჭირდება იმისათვის, რომ სერიოზული თანხა გამოიმუშავოს. თუმცა, გარდა ნახვებისა, კიდევ ძალიან ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი.

Youtube-მა 2005 წლის შემდეგ დღემდე საკმაოდ დიდი და მრავალფეროვანი გზა გაიარა. ვებ გვერდზე პირველი ვიდეო – „Me at the zoo” – თითქმის თორმეტი წლის წინ აიტვირთა. დღესდღეობით კი ყოველთვიურად მომხმარებელი ექვსი მილიარდი საათის ოდენობის ვიდეოებს უყურებს.

გამომწერთა და მნახველთა რაოდენობა  და  ვიდეოს ხანგრძლივობა ის მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რომლებიც მომხმარებლის „ანაზღაურებას“ განსაზღვრავს. ანალიტიკური ვებ გვერდი  Social Blade აწარმოებს youtube არხის მონიტორინგს და ნახვებისა და გამოწერების გათვალისწინებით აფასებს, მომხმარებელმა წელიწადში მინიმუმ რამდენი უნდა გამოიმუშაოს.

 

წარმოგიდგენთ youtube მომხმარებელთა ტოპ ხუთეულს, რომლებმაც შეძლეს საკუთარი ვიდეოების მეშვეობით საკმაოდ დიდი თანხების გამოემუშავება:

 

 

  1. Adam Dahlberg

არხის სახელწოდება:  Sky Does Minecraft

გამომწერთა რაოდენობა: 12,061,356

ნახვების რაოდენობა:  2,533,634,071

საშუალო წლიური გამომუშავება: $161 700 – $2 600 000

 

ადამმა პოპულარობა ვიდეოთამაშ minecraft–ის პაროდიების შექმნით მოიპოვა, სადაც იგი თავად მღერის თამაშის შესახებ. მაგალითად, ქვემოთ მოცემულმა ვიდეომ ამ დრომდე 73 მილიონ ნახვაზე მეტი დააგროვა:

 

 

 

  1. Benny and Rafi Fine

არხის სახელწოდება:  TheFineBros

გამომწერთა რაოდენობა: 14,530,082

ნახვების რაოდენობა:  2,633,199,617

საშუალო წლიური გამომუშავება: $299 700 - $4 800 000

 

TheFineBros ამ სფეროში პიონერებად ითვლებიან, რადგან ისინი ვიდეოების ჩაწერით ოთმოცდაათიანი წლებიდან არიან გატაცებულნი. დუეტი ვირუსულად მას შემდეგ გავრცელდა, რაც მათ სხვადასხვა სიტუაციებში აღმოჩენილი ადამინების რეაქციის ვიდეოფირზე აღბეჭდვა დაიწყეს.

 

 

 

  1. Samuel de Luque

არხის სახელწოდება:  VEGETTA777

გამომწერთა რაოდენობა: 16,235,586

ნახვების რაოდენობა:   2,124,373,067

საშუალო წლიური გამომუშავება: $496 000 - $7 900 000

სემუელი თამაშის პერსონაჟია, რომელიც ისეთი თამაშის ვიდეოებს, როგორებიცაა: Uncharted 3​, Minecraft, GTA V და Mario Kart 8 ესპანურ ენაზე წერს. ვიდეოების მეშვეობით მან მოახერხა ესპანურ სათამაშო ბაზარზე შესვლა და დიდი წარმატების მოპოვება. Youtube–ის ესპანელი მომხმარებელი წარმატების შემდეგ საცხოვრებლად Los Angeles–ში გადავიდა.

 

 

 

 

  1. Ian Hecox and Anthony Padilla

არხ(ებ)ის სახელწოდება:  Smosh / IanH / ElSmosh / SmoshGames / Anthony Padilla / Shut Up! Cartoons

გამომწერთა რაოდენობა: 34 200 000+​

ნახვების რაოდენობა:  6 750 000 000+

საშუალო წლიური გამომუშავება: $10 000 000

 

არხის ძირითადი თემატიკა ვიდეოთამაშები და მულტფილმებია. მათი ყველა დროის ყველაზე ყურებადი ვიდეო „Beef 'n go“ 100 000 000 მილიონ ნახვას აღწევს.

 

  1. Felix  Arvid Ulf Kjellberg

არხის სახელწოდება:  PewDiePie

გამომწერთა რაოდენობა: 49,742,445

ნახვების რაოდენობა:  8 000 000+

საშუალო წლიური გამომუშავება: $1 100 000 - $18 200 000

 

 

  • ის უდიდესი ვარსკვლავი, რომელმაც 26 წლის ასაკში ვიდეოების ატვირთვით მილიონები იშოვა. ინტერნეტ მომხმარებლებს ან ძალიან უყვართ ის, ან ვერ იტანენ, რადგან მისი ვიდეოები საკმაოდ უცნაური და ზოგჯერ აუტანელი ხასიათისაც კი არის. 

PewDiePie — 15 მილიონი დოლარი
ფელიქს არვიდ ულფ კეილბერგი შვედი ვიდეო კომენტატორია, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია YouTube-ზე პოპულარობას ინარჩუნებს. კეილბერგის ვიდეოებში ასახულია, თუ როგორ თამაშობს სხვადასხვა ვიდეო თამაშს. ეკრანის ზედა მხარეს, პატარა ფანჯარაში კი თავად მოთამაშის რეაქციას გვიჩვენებს.

წარმატება მას ბევრმა ფაქტორმა მოუტანა. კეილბერგი დიდ დროს უთმობს საკუთარ გულშემატკივრებს. ის YouTube-ის კომენტარების განყოფილებაში კითხვების უმეტესობას პასუხობს. გეიმერმა საკუთარი გულშემატკივრების კომუნაც ჩამოაყალიბა.
თუმცა კეიბერგმა თქვა, რომ ის საკუთარი YouTube არხის წაშლას აპირებს მას შემდეგ, რაც გამომწერებს რაოდენობამ 50 მილიონს გადააჭარბა. მისი გულშემატკივრების უმეტესობა ამ ინფორმაციას ეჭვქვეშ აყენებს.

რომან ეთვუდი – 8 მილიონი დოლარი
ეთვუდის სახალისო YouTube არხი იუმორისტულ მიმართულებაში ძალიან პოპულარულია. მეუღლის რეაქციის შემოწმების მიზნით, ეთვუდმა რამდენჯერმე შვილის მოკვლის იმიტაციაც კი გააკეთა. თუმცა მისი არხი ნაკლებად საზარელი ვიდოებითაც არის ცნობილი.

ლილი საინი – 7,5 მილიონი დოლარი
საინის YouTube-ის არხი ცნობილია, როგორც ერთი ქალის არხი. ის დამოუკიდებლად აკეთებს მუსიკალურ ვიდოებსაც და მუსიკალურ სკეტჩებსაც. ვარსკვლავის ზედმეტი სახელია Superwoman – ”სუპერქალი”.

Smosh – 7 მილიონი დოლარი
Smosh კომედიური წყვილია YouTube-ზე. იან ჰეკოქსი და ენტონი პადილა ქსელის ვეტერანებად ითვლებიან. Smosh ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც YouTube-ზე ასეთი პოპულარობა მოიპოვა. მათი ვიდეოები პაროდიას უკეთებს ვიდეოთამაშებსა და პოპ კულტურას. წყვილი შეჩერებას არ აპირებს და ამჟამად YouTube-ზე 7 არხი აქვთ.

როსანა პანისო – 6 მილიონი დოლარი
როსანა პანისოს კულინარიული არხი, რომელიც ამ მიმართულებაში ყველაზე პოპულარულია. პანისოს არხის სახელია Nerdy Nummies, სადაც ორიგინალური და საინტერესო რეცეპტების ძალიან დიდი რაოდენობაა განთავსებული.

ტეილერ ოკლი – 6 მილიონი დოლარი
ლგბტ აქტივისტი ტეილერ ოკლი საკუთარ ვიდეოებში კომედიის პოპ კულტურასა და პოლიტიკასთან შერწყმას ახდენს. ის ელენ დეჯენერესის ცნობილი მხარდამჭერია. ოკლიმ 2015 წელს მემუარები, სახელად ”დღესასწაული” გამოუშვა.

Markiplier – 5,5 მილიონი დოლარი
მარკ ფიშბაქი ცნობილია, როგორც Markiplier. ის YouTube-ზე გეიმინგის მიმართულებით აქტიურობს. ფიშბაქს ძალიან ენერგიული სტილი აქვს და მეტად ემოციურია. ვარსკვლავს YouTube-ის მიღმა სხვა გეგმებიც აქვს. ფიშბაქი

 

მუსიკალურ და სამსახიობო კარიერაში აპირებს ძალების მოსინჯვას.

ჯერმან ჯარმენიდია – 5,5 მილიონი დოლარი
ჩილელი ჯერმან ჯარმენდია ლათინური ამერიკის ყველაზე დიდი YouTube ვარსკვლავია. კომიკოსსა და მუსიკოსს ორი არხი აქვს, რომლებიც ტოპ 20-ში შედიან. 2016 წელს გამოუშვა წიგნი სახელად #Chupaelperro.

რეთი და ლინკი – 5 მილიონი დოლარი
YouTube-ის სხვა მაღალანაზღაურებად ვარსკვლავებთან შედარებით, რეთი და ლინკი ყველაზე ასაკოვნები – 39 და 38 წლისები არიან. თუმცა ვიდეო პლატფრომაზე ისინი უდავოდ ძალიან პოპულარულები არიან. წყვილი მხიარული სარეკლამო რგოლებითაა ცნობილი და ბევრი წამყვანი ბრენდი მათი დამკვეთია. ისინი დილის თოქ-შოუს ”მისტიკური დილა მშვიდობისა” წამყვანები არიან.

ქოლინ ბოლინგერი – 5 მილიონი დოლარი
ქოლინ ბოლინგერი და მისი ეგო, სრულიად არაკომპეტენტური Miranda Sings მეტად პოპულარულია. მას გამოშვებული აქვს მემუარები, სახელად Selp-Helf და Netflix-ის სერიები.