EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« „ტოტალიზატორები, სათამაშო აპარატები და კაზინოები, ძირითადად, სადგურებთან და ბაზრებთანაა განლაგებული - ჩამოდის ადამიანი, ყიდის პროდუქტს და სახლამდე ვერ მიაქვს” »
კატეგორია: ბიზნეს ჟურნალიავტორი: admin
თარიღი: 2016-12-25 17:56:30
დააკვირდით, ტოტალიზატორები, სათამაშო აპარატები და კაზინოები, ძირითადად, ავტოსადგურებთან, რკინიგზის სადგურთან და ბაზრებთანაა განლაგებული. ჩამოდის ადამიანი დედაქალაქში, ყიდის პროდუქტს და სახლამდე ვერ მიაქვს” - ამის შესახებ „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, გიორგი უძილაური ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. მისი თქმით, ადამიაინ გადაწყვეიტლების მიღებაში თავისუფალია, მაგრამ მისი ასე ალყაში მოქცევა და ცდუნებაც არ შეიძლება.
“ნახევარი საუკუნეა, ქართველების უმრავლესობა წარმატებად მიიჩნევს მხოლოდ ისეთ საქმეს, რომელიც უცბად, შრომის გარეშე ამდიდრებს. იმიტომ, რომ შრომის და ბიზნესის კულტურა ნულის ტოლია, იმიტომ რომ ტვინის განძრევა გვეზარება... მოკლედ, წვრილმა და მსხვილმა შულერებმა კარგად იციან გაბეჩავებული ხალხის ფსიქოლოგია და იყენებენ ამას, თავს კი იმით იმართლებენ, რომ გადასახადებს იხდიან.
და რამდენი ადამიანის გაღატაკების ხარჯზე ხდება ეს? რამდენმა დაკარგა სამიდამოდ წვრილი მეურნეობის ან ბიზნესის წამოწყების შანსი? რამდენი იქცა ბანკების მონად? მოკლედ, ამ შულერების ასალაგმად მოქმედებაა საჭირო, თუნდაც მინიმალური. დასაწყისისთვის საჭიროა იმ ისტორიების შეგროვება, რომლებიც თვალს აუხელენ მიამიტ და უცებ გამდიდრებაზე მეოცნებეებს, დაანახვებენ მათ ამგვარი ოცნებების ცუდი დასასრულების პრეცენდენტებს“- წერს გიორგი უძილაური.
წყარო: sazogadoeba.ge