EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« როდემდე უნდა ვდუმდეთ? »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: ქართველი
თარიღი: 2016-12-28 21:53:40
თეატრებში დაძაბულობა პიკს აღწევს
აქართველოს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ბოლო დღეებია საბიუჯეტო შემცირებაზე – ოპტიმიზაციაზე საუბრობს, თუმცა აკონკრეტებს, რომ სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ოპტიმიზაციის პროცესში მისი უწყება არ ჩაერევა.
სახელმწიფო თეატრების მმართველებმა წლის ბოლოს თეატრის მესვეურებს ახალი არასასიამოვნო ინფორმაცია ოპტიმიზაციის შესახებ უკვე შეატყობინეს, რაც არა მარტო ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას ითვალისწინებს, არამედ მსახიობთა ხელფასების შემცირებასაც.
რა გადაწყვეტილებას მიიღებენ სახელმწიფო თეატრების მმართველები, გაათავისუფლებენ მსახიობებს თუ შეუმცირებენ ხელფასებს, ეს 20 იანვარს გახდება ცნობილი, რადგან სწორედ ამ დროს დასრულდება ოპტიმიზაციის პროცესი.
“როდემდე უნდა ვდუმდეთ, როდემდე!”
მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი თემო კილაძე სახელმწიფო თეატრებში ოპტიმიზაციის საკითხს ეხმაურება და კოლეგებს დუმილის დარღვევისკენ მოუწოდებს.
თემო კილაძე:
“როდემდე უნდა ვდუმდეთ, როდემდე! ეს მოცურავე ბოხხმიანი კულტურის მინისტრი თეატრში მე არ მინახავს.
ქამრის შემოჭერა მოინდომა ბიჭმა არტისტების ხარჯზე. ბიძიკო, გეტენებოდით არტისტები ბასეინშიი? არა, ხოო? დააყე რა, ბასეინი არ დაგიცალონ.
პასუხისთვის მზად ვარ, პატივცემულო!”
“რითი ფიქრობს ჩვენი სახელწიფო?”
მარიამ ჭაჭია:
“რითი ფიქრობს ჩვენი სახელწიფო? გარდა იმისა, რომ ბოლო წლების მანძილზე ქართველმა რეჟისორებმა საოცარი ნამუშევრები შექმნეს და ქართული კინო მსოფლიო მაშტაბით ძალიან მაღალ ლეველზე აიყვანეს, ეკონომიური თვალსაზრისითაც დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოს ბიუჯეტში.
ვერც ერთი ქართული ფილმი ვერ ხორციელდება მხოლოდ ქართული ფინანსებით, მეტიც, ფილმების ძირითადი ნაწილი უცხოური დაფინასებითაა დასრულებული. საბოლოო ჯამში ეს ფული (დიდი ნაწილი) ჩვენს ქვეყანაში შემოედინება და ჩვენივე ხალხს ხმარდება, არა?
უცხოური ფონდებიდან ძალიან ჭირს ფულის მოპოვება ფილმისათვის, თუკი შენი ქვეყნიდან არანაირი ფინანსური მხარდაჭერა არ გაქვს! გადმოიღეთ განხორციელებული ფილმების ბიუჯეტები, ევროპიდან და აზიიდან შემოდინებული თანხების ანალიზი გააკეთეთ და მერე დაგვიქვითეთ ბიუჯეტი.
იქნებ იმის დროა, რომ ბიუჯეტი მოუმატოთ და საშუალება მისცეთ მეტ რეჟისორს მეტი ფული შემოიტანოს მსოფლიოდან და ნაკლები პრემიები გადაირიცხოთ ჩვენი შემოტანილი ფულიდან!”
“მინიმუმ საარსებო საშუალებასაც გვისპობთ?”
დავით გველესიანი:
“მაშინ, როცა მილიონები იხარჯება მსოფლიო ვარსკვლავების ჩამოყვანაზე, საკუთარ, თამამად ვიტყვი არანაკლებ ნიჭიერ ადამიანებს მინიმუმ საარსებო საშუალებასაც გვისპობთ?
პრემიები და გაბერილი შტატები შეიმცირეთ და მივლინებებს მოუკელით საზღვარგარეთ ოჯახის წევრებთან ერთად… მალე კონკრეტულ სახელს და გვარებს დავწერ!”