EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« საინტერესო ფაქტები, ისტორიები, ამბები »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2016-12-28 22:09:26

საინტერესო ფაქტები, ისტორიები, ამბები

1. ქალის ორგანიზმი 6-ჯერ მეტ ოქროს შეიცავს, ვიდრე კაცის.

image

2. კაპიტანი კუკი იყო პირველი ადამიანი, ვინც ყველა კონტინენტზე დადგა ფეხი, ანტარქტიდის გარდა.


3. პირველად ავსტრალიაში ფული რომ დაბეჭდეს, 50 ცენტიანი მონეტა, 2 დოლარის ღირებულების ვერცხლს შეიცავდა.

image

4. მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.

image

5. გაირკვა, რომ ყველაზე დიდი ტვინი, სხეულის მასასთან შედარებით, ხერხემლიანებს შორის, კოლიბრის აქვს. ამ ფრინველების ტვინისა და სხეულის მასებს შორის თანაფარდობა 112 არის. ხოლო უხერხემლოებს შორის, რეკორდცმენი ჭიანჭველაა. მისი ნეირონული კვანძების მასის თანაფარდობა სხეულის მასასთან – 14-ია. 

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ საიმირების (ცხვირფართო მაიმუნების გვარი) ტვვინისა და სხეულის თანაფარდობა 117 ტოლია. ხოლო, ადამიანის იგივე პარამეტრი – 140 არის.


6. ნილოსი 2-ჯერ გაიყინა - IX და XI საუკუნეში.

 

7. კატას რომელიც ვარდება XII სართულიდან, გადარჩენის უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე VII სართულიდან გადმოვარდნილ კატას.

8. დედამიწაზე მცხოვრები ცოცხალი ორგანიზმების 70% ბაქტერიებია.

 

9. კუზის მიუხედავად, აქლემს სწორი ხერხემალი აქვს.

 

10. ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო “ოსკარი", II მსოფლიო ომის დროს, ლითონის ეკონომიის მიზნით, ხისგან მზადდებოდა.

 

11. შავი ზღვის ქორჭილები უმრავლესობა, თავდაპირველად მდედრობითი სქესის არის და დაახლოებით, 5 წლის ასაკში, სქესს იცვლიან.

12. ტოკიოს ზოოპარკი, ყოველ წელს, 2 თვით იკეტება, რომ ცხოველებს დამთვალიერებლებისგან დასვენების საშუალება ჰქონდეთ.


13. როდესაც ჟირაფი მშობიარობს, მისი შვილი ძირს 1, 5 მ. სიმაღლიდან ვარდება.

image

14. ყოველწლიურად ფუტკრის ნაკბენით უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე გველის ნაკბენით.

 

15. თუ ჩართული პლეიერის ყურსასმენებს ცხვირის ნესტოებთან მიიდებთ და ყურებზე

ხელებს დაიფარებთ, თქვენი პირის ღრუ დინამიკის ფუნქციას შეასრულებს.

 

16. ზვიგენებს იმუნიტეტი აქვთ სიმსივნეზე.

 

17. ცხოველი, რომელსაც ყველაზე დიდი ხნის მანძილზე შეუძლია წყლის გარეშე გაძლება არის ვირთხა.

 

18. თხუნელას 12 საათში 76 მ. გვირაბის გათხრა შეუძლია.
 

19. თუ გინდათ, რომ არ დააცემინოთ, ცხვირის ფუძე (ჩაღრმავება თვალებს შორის) უნდა დაიფხანოთ.

 

20. აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნებში, აბორიგენები ლუდს ბანანისგან ხარშავენ.

 

21. ლევი სტრაუსმა პირველი ჯინსის შარვალი 1850 წელს შექმნა და ის ამერიკელი მემაღაროელებისთვის იყო განკუთვნილი.

 

22. ზაფხულის მანძილზე, ერთ ბაყაყს 10 000 მწერის შეჭმა შეუძლია.

 

23. ჩვენმა ცივილიზაციამ, ომის გარეშე, საერთო ჯამში, 230 წელი გაატარა.

 

24. მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ნაგავი, სიგარეტის ნამწვავია.

 

25. ხმაური, რომელიც ნიჟარის ყურთან მიდების დროს გვესმის, ჩვენს ვენებში მიმდინარე სისხლის ცირკულაციის ხმა არის.

 

26. „ტიტანიკის“ მსგავსი გემის ასაგებად 7 მილიონი დოლარი არის საჭირო, ხოლო „ტიტანიკზე“ ფილმის გადაღებაზე, 200 მილიონი დოლარი დაიხარჯა.

27. ლიმონი უფრო მეტ შაქარს შეიცავს, ვიდრე მარწყვი.

 

28. ხახვის დაჭრის დროს, თუ კევს დაღეჭავთ, ცრემლი აღარ წამოგივათ.

 

29. ტარაკანი თავის გარეშე 9 დღე ცოცხლობს, ხოლო შემდეგ შიმშილით კვდება.

 

30. ახალდაბადებული პანდა თაგვზე ნაკლებს იწონის.