EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« გამონათქვამები »
კატეგორია: გამონათქვამებიავტორი: admin
თარიღი: 2016-12-30 16:05:29
"დიდ ადამიანებად არ იბადებიან - ასეთებად თავად ხდებიან."
"არასოდეს არც ერთი არსება უკან აღარ ბრუნდება. შეიძლება ძეგლების ჩამოსასხმელი ყალიბი შევინახოთ, მაგრამ ჩემი სხეული, ჩემი სახე, ჩემი აზრები და ჩემი სურვილი არასოდეს აღარ გამოჩნდება. მართალია, მილიონობით სულიერი იბადება, რომელთაც ჩემისთანა თვალები, შუბლი, ლოყები, პირი და სულიც კი ჩემისთანა ექნებათ, მაგრამ მე, - მე აღარ დავბრუნდები და არც ერთი ისეთი წვრილმანი აღარ გაჩნდება, რომ ჩემი თავი იმ ნიშნით მაინც ვიცნო."
"ხანდახან, ფილოსოფოსი საკუთარ სიბრძნეს ღალატობს, ქრისტიანი კი - სიკეთეს."
"უკლებლივ ყველაფერი, რასაც კი ვაკეთებთ, სიკვდილისათვის კეთდება და მასვე ემსახურება. თვითონ სიცოცხლეც მხოლოდ სიკვდილია და მეტი არაფერი."
"თქვენ არც კი გესმით ეს სიტყვა - სიკვდილი!
მე თვალყურეს ვადევნებდი სიკვდილს, რომელიც საოცარი გონიერებით და ბოროტი სიდინჯით ათეთრებდა ჩემს შავ თმას. მან წამართვა მთელი ტანი, რომელიც მე მეკუთვნოდა. სასოწარკვეთილი სულის გარდა არაფერი აღარ დამიტოვა და საცაა ამასაც წარიტაცებს."
"მუქარა ზემოქმედების ყველაზე სულელური მეთოდია."
"ამბობენ, ქალებმა სიყვარული გულით კი არა, ყურით იციანო."
"ცხოვრება მთას ჰგავს. მანამ აღმა მიდიხარ, მწვერვალს შესცქერი და თავი ბედნიერად გეჩვენება. მაგრამ თხემზე რომ ახვალ, უცებ თვალწინ დაღმართი, დასასრული, სიკვდილი გადაგეშლება. მანამ წინ აღმართი გიდევს, ყველაფერი ნელა მიდის, ხოლო დაღმა რომ დაეშვები, ყოველივე სწრაფად მირბის."
"ყველა ჭორის საფუძველი უზნეო რწმენაშია."
"ვინც არ კითხულობს, არაფრით არის მათზე უკეთესი, ვინც კითხვა არ იცის."
"მოთმინების უნარი არის ბოლო გასაღები, რითაც კარების გაღება შეიძლება."
"მოხუცებულობის ტრაგედია ის კი არ არის, რომ ადამიანი ხანდაზმულობას აღწევს, არამედ ის, რომ სული მარად ახალგაზრდა რჩება."
"სული გრძნობამ უნდა განკურნოს, ხოლო გრძნობის მკურნალი სულია."
"ქალები, ამქვეყნიურ უდიდეს იდეებსა და საქმეებს შთაგაგონებენ, მაგრამ გამუდმებით ხელს გიშლიან მათ განხორციელებაში."
"სიყვარულს სასიცოცხლო ძალას მხოლოდ განმეორება მატებს. ამის გამოა სწორედ, რომ სულში ახლად გაშლილი ყოველი გრძნობა კვლავ პირველი სიყვარულია. მოლოდ გატაცების საგანი იცვლება, გრძნობა კი საუკუნოდ უცვლელი და განუმეორებელი რჩება."
"ბრიყვები არასოდეს პატიობენ და არც ივიწყებენ.
გულუბრყვილო პატიობს და ივიწყებს.
ბრძენი პატიობს მაგრამ ვერ ივიწყებს."
"ყველაზე მთავარი, საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნაა."
"რა უცნაური, რა საშინელი რამ არის სულიერის სრული გაქრობა! მაშ აი, რა ყოფილა სიცოცხლე! რამდენიმე საათი და - აღარაფერი! იბადები, იზრდები, ტკბები, ელოდები და კვდები. მშვიდობით! დედამიწაზე აღარ დაბრუნდები. და მაინც ყველა ჩვენგანის სულში მარადიულობის მდუღარე და განუხორციელებელი სურვილი ცოცხლობს. ყველა სწრაფად ქრება და ალაგს ახალს სულიერს უთმობს."